0:00
/
0:00
Preview

🎙️#016 რა ვისწავლე ლეს შვაბისგან

"I have no special talent. I am only passionately curious." -- Albert Einstein

⚡ მოგესალმებით ბატონებო.

მე გახლავართ ჯაბა და დღეს კიდევ ერთი პოდკასტი მაქვს თქვენთივის მზად.

მე განვაგრძობ ჩემს პოდკასტების სერიებს რა შეიძლება ვისწავლოთ კონკრეტული მისაბაძი ადამიანისგან და ეს პოდკასტიც ამ სერიიდან იქნება. რა შეიძლება ვისწავლოთ Les Schwab-გან. და ვინ იყო Les Schwab-ი? სანამ გაგაცნობთ ამ პიროვნებას მანამდე.

იცით, მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მოხარული ვარ, იმ ვითარების გამო ამ ჩემს მიერ ჩაწერილი პოდკასტების სერიებზე, ძალიან პოზიტიური და შთაგონებით სავსე გამოხმაურებები მომდის. მაგრამ რატომღაც შევატყვე ან უფრო ვიგრძენი, რომ რიგი მსმენელებისთვის ეს პოდკასტები რატომღაც აღიქმება თითქოს სამოტივაციო მიმართვად, ამაში ცუდი არაფერია მაგრამ, აქ მინდა ერთი რამ განვმარტო ცალსახად.

ერთი რამ, რაც შეიძლება ბოლომდე ვერ გააცნობიეროთ პოდკასტების სმენის დროს, ისიც იმიტომ, რომ უბრალოდ მხედველობიდან გამქრალია და წინა პლანზე არ დევს, არის ის, თუ რამდენად იშვიათი და ღირებული ცოდნაა ბიოგრაფიების ღრმად შესწავლა. საუბარი მაქვს იმ ადამიანების ბიოგრაფიების შესწავლა და დაკვირვება, რომლებმაც მრავალი კუთხით, დიდი და ღრმა კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. ვინც შეცვალა ის, თუ როგორ ვფიქრობთ დღეს ჩვენ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი პროდუქტის, ინოვაციის, გადაწყვეტილების, უკან კონკრეტული ადამიანი დგას, როდესაც უყურებ, ეხები, შეიგრძნობ და მოგწონს კონკრეტული პროდუქტი, კონკრეტული ქმნილება, იცოდე რომ მის უკან დგას კონკრეტული ადამიანი და შენ ამ ადამიანის იშვიათ თვისებებს უყურებ, ეხები და ხელში გიჭირავს მისი პრინციპები, შეხედულებები და პროფესიონალიზმი. მერე რა, რომ ის ადამიან შეიძლება თვალად არ გინახავს. ის უდიდეს პატივისცემას მაინც იმსახურებს.

აქვე უნდა იცოდე, რომ ეს არის ადამიანი რომელიც აღჭურვილია განსხვავებული თვისებებით, შეხედულებებით და პრინციპებით და უზომოდ საინტერესოა სად და რა ვითარებაში იძერწებოდა და ყალიბდებოდა ეს ადამიანი. სწორედ მისი ამ უნიკალური თვისებების ეს ერთობლიობა ქმნის უდიდეს განსხვავებას, გუშინდელსა და ხვალინდელს შორის. და დიახ ნებისმიერი ხარისხიანი პროდუქტი ამას გეუბნება მის მწარმოებელზე

ჩემი ეს ახირება - ცნობილი ბიზნესმენების, ანტერპრენერების, სპორცმენების, ბიოგრაფიების ღრმად შესწავლა. მათი დაჭერა და დაკვირვება კონკრეტული დროის ჭრილში, და მათი აზროვნების უნიკალური შაბლონების ამოცნობა და თქვენთვის სააშკარაოზე გამოტანა - არის ის, უნიკალური თვისებების და ჩვევების კრებული, რაც ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ჩაშენებული საკუთარში.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის იარაღების საცავი (თვისებების სახით) რომელიც შეგროვებულია გენიალურ ადამიანებზე დაკვირვებით და მათი ქმედებების ანალიზით. ადამიანების უმეტესობა კმაყოფილდება ჰორიზონტალურ ზედაპირზე სრიალით. სიღრმეებში ჩასვლა არავისთვის არის სასიამოვნო საქმიანობა. იქ ხდება სიბრძნის დაუფლება. იქ ჩასვლას მუდმივი კონცენტრაცია ხასიათის სიმტკიცე და გამძლეობა სჭრდება. მხოლოდ სიღრმეებში, იქ იქმნება მნიშვნელოვანი.

ამ ჩემი აკვიატებით მინდა შევქმნა არა მხოლოდ საინტერესოდ მოსასმენი პოდკასტი, რომელიც მდიდარი იქნება მრავალი და ამავე დროს უჩვეულო პარალელებით, არამედ ის მინდა გახდეს, ესე ვთქვათ જ⁀➴ სამეწარმეო სიბრძნის არქივი.

₊˚⊹♡ მე ამ პოდკასტებით ვცდილობ შევქმნა პიროვნული თვისებების ბიბლიოთეკა. იმ გენიალური ტვინების პიროვნული თვისებების ბიბლიოთეკა, რომლებმაც შექმნეს კაცობრიობის ბიზნესის ისტორია.

იცით, ბევრს სურს ისწავლოს ისტორიიდან.

ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს ამას.

და ჩემი აზრით ეს არის ის, რაც ხდის ამ პოდკასტებს მეტად ღირებულს.

ან ბოლოს და ბოლოს ჩემი მგონია ჟღერს ესე. 😄

ჩარლი მუნგერისგან გავიგე ერთხელ რა უპირატესობა აქვს გამოჩენილ მიცვალებულებთან მეგობრობას. აი რას ამბობს ის ამ მხრივ, უსმინეთ.

💡 “მე თვითონ ვარ ბიოგრაფიების კითხვით გატაცებული. და მე ვფიქრობ, რომ როდესაც თქვენ ცდილობთ ისწავლოთ და გაერკვეთ იმ შესანიშნავ ცნებებში, მიგნებებში, რომლითაც მუშაობს სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს გეხმარებათ მათ მიბმას იმ ადამიანების ცხოვრებასა და პიროვნულ თვისებებთან, რომლებმაც განავითარეს, მიაგნეს, შექმნეს ან აღმოაჩინეს ეს ცნებები და მიგნებები. ვფიქრობ, ეკონომიკას უკეთ ისწავლი, თუ ადამ სმიტს შენს მეგობრად გაიხდი.” ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ამავე დროს ჭკვინური რჩევაა: დაუმეგობრდე გამოჩენილ მიცვალებულებს, რომლებსაც ჰქონდათ სწორი ხედვა, სწორი იდეები, ვფიქრობ, ეს დიდ უირატესობას მოგცემთ ცხოვრებაში. ბოლოს და ბოლოს შენ ხდები ის რაზეც ფიქრობ, რასაც აკვირდები და დროთაგანმავლობაში ეს შენი იდენტობის ნაწილი ხდება

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ესეც გენიალური დეფინიციაა, უსმინეთ:

💡 ჩემმა ზოგიერთმა საუკეთესო მეგობარმა არც კი იცის ჩემი არსებობის შესახებ, იმიტომ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა მიცვალებულია, და ისინი მიცვალებულები იყვნენ კარგა ხნით ადრე, ვიდრე ჩემს დაბადებამდე.”

ბიოგრაფიის წაკითხვა შეიძლება არ იყოს ზუსტად იგივე, რასაც უშუალო პრაქტიკა იძლევა, მაგრამ ბიოგრაფიების კითხვის დროს, მკითხველები ზიან წინა რიგის ადგილებზე, და ახლოდან აკვირდებიან: როგორ იქმნებოდნენ ლიდერები თუ როგორ გადაჭრეს ყბადაღებული პრობლემები, როგორ გაუმკლავდნენ კრიზისებს, მრავალი წარუმატებელი მცდელობებით ისწავლეს, გადალახეს დაბრკოლებები და შედეგად გახედნეს წარმატება.

This post is for paid subscribers