ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც მე ვისწავლე სირბილიდან არის ის, რომ საუკეთესო მომენტი იმისთვის რომ შემოუძახო საკუთარ თავს და აენთო ენთუზიაზმით, არის მაშინ როდესაც გრძნობ და განიცდი უკიდურეს დისკომფორტს და გინდა შეეშვა საქმეს და დანებდე, ამ დროს წარმატება ხშირად იქვეა კუთეში, თითქოს მოსულხარ და ვერ გაგიგია.
ეს არის ნაწყვეტი ჯეიმს დაისონის ავტობიოგრაფიიდან, რომელიც მე ორჯერ მაქვს წაკითხული და დღეს დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ბიზნესსამყაროს კიდევ ერთ ლეგენდარულ წარმომადგენლს - ჯეიმს დაისონს და ამას გავაკეთებ მისი ავტობიოგრაფიული წიგნის "Against Odds” “შანსების წინააღმდეგ”
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯაბა დიხამინჯიას პოდკასტში; მე განვაგრძობ პოდკასტების სერიებს რა შეიძლება ვისწავლოთ მისაბაძი ადამიანისგან, იგივე Role Model ისგან და დღევანდელი პოდკასტიც ამ სერიებს განეკუთვნება, სათაურით “რა შეიძლება ვისწავლოთ ჯეიმს დაისონისგან”.
და მე ვიქნები შენი მასპინძელი ამ პოდკასტზე რომელიც მსმენელებს ეხმარება დაეუფლონ ლეგენდარული ბიზნესმენების, ანტერპრენერების და უბრალოდ ჭკვიანი ადამიანების თვისებებს შეხედულებებს.
მისაბაძი მაგალითების პოვნა (Role Model) ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა. დააკვირდე, უსმინო, და წაიკითხო იმ ადამიანების შესახებ ვისგანაც შეიძლება ბევრი რამის სწავლა. თუ გინდა რომელიმე სფეროში წარმატებას მიაღწიო, მოძებნე იმ სფეროში საუკეთესო და მიაშტერდი მას, მოიქციე დაკვირვების ქვეშ. და დააკოპირე არა მისი “რა” არამედ “როგორ”.
მგონი, ნიუტონმა თქვა ერთხელ:
📚 “თუ გინდა შორს იყურო, გიგანტის მხრებზე უნდა იჯდე”
და სწორედ ეს ბიზნესმენები, საქმოსნები, ეს ბრწყინვალე გონების ადამიანები, რომლებმაც მთელი ინდუსტრია შექმნეს და კაცობრიობის ბიზნესის ისტორია დაწერეს, არიან ის გიგანტები ვის მხრებზე დგომაც უდიდეს უპირატესობას მოგცემთ ცხოვრებაში.
ჩემს პოდკასტებსაც ეს მიზანი აქვს სწორედ, დაგიჯავშნოთ ადგილი გიგანტების მხრებზე. 😄
—
ყოველი რევოლუციური პროდუქტი იბადება ყოველდღიური იმედგაცრუებიდან. ჯეიმს დაისონისთვის ეს მომენტი დადგა, როდესაც მან შეამჩნია, რომ მტვერსასრუტი რომელიც მას სახლში ქონდა დროთაგანმავლობაში კარგავდა შეწოვის ძალას იმის გამო, რომ მტვრისთვის განკუთვნილი ჩანთა რომელიც მტვერსასრუტში შიგნით იყო ჩამონტაჟბული მტვრით ივსებოდა - ეს იყო პრობლემა, რომელიც მილიონობით ადამიანმა მიიღო როგორც მოცემულობა. და ჯეიმს დაისონის ამ პრობლემის აღმოჩენას და ფოკუსირებას რაც მოჰყვა, იყო მოგზაურობა, მოგზაურობა რომელიც პრაგმატულობას სცდებოდა. ხუთი წლის შემდეგ, მას ქონდა მტვერსასრუტების 5126 წარუმატებელი პროტოტიპი და ის იყო ფინანსური კრახის ზღვარზე.
ეს ის ბიზნესმენია რომელმაც, საყოველთაო იმედგაცრუება გადააქცია მრავალმილიარდ დოლარიან იმპერიად და ამ გზაზე ის არასასიამოვნო ჭეშმარიტება, რომელიც მან ისწავლა იყო ის, რომ: მარცხი არ არის მხოლოდ ნაბიჯი წარმატებისკენ; ეს არის თავად გზა.
ამ პოდკასტში ჩვენ განვიხილავთ ჯეიმს დაისონის ბიზნეს ფილოსოფიას, და ვისაუბრებ მის უნიკალურ თვისებებზე, რომელიც მან გამოთალა საკუთარ თავში მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და დაგანახებთ როგორ ქმნიდა ის თავის თავს წარმატებისთვის.
როგორც ყოველთვის, პოდკასტის მსვლელობის პროესში მე ხშირად გადაუხვევ წიგნის სტრუქტირას იმისთვის, რომ სხვადასხვა ხედვის კუთხიდან უკეთ ავხსნა და დაგანახოთ მნიშვნელოვანი კონცებციები. ვფიქრობ, რომ ამგვარი გადახვევები პოდკასტს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.
კეთილი.
დავიწყოთ.
წარმოიდგინეთ შემდეგი სიუჟეტი:
1978 წლის ოქტომბრის გრილი ღამე იდგა. მოკრძალებულ ინგლისური ოჯახშის სამზარეულოში, 31 წლის მამაკაცი მუხლმოყრილი დგას იზოლაციური ლენტით ხელში, მუყაოს ნაჭრების გარემოცვაში, მის ირგვლივ, სამზარეულოს იატაკზე განლაგებულია მტვერსასრუტის დაშლილი ნაწილები და მამაკაცი ცდილობს გაერკვეს მისი მუშაობის პრინციპებში და იმაში თუ, რატომ იკარგება მტვერსასრუტის შეწოვის ძალა პერიოდულად, მტვერსასრუტი რომელიც ახლახანს შეიძინა. მის მეუღლეს და სამ მცირეწლოვან შვილს გვერდზე საძინებლის ოთახში მშვიდად სძინავთ, და მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათი სახლის სამზარეულო იქცა ლაბორატორიად, რომელიც 15 წლისა და მტვერსასრუტის 5126 პროტოტიპის შექმნის შემდეგ, გადაიქცევა მრავალმილიარდ დოლარიან რევოლუციად. 😊
გარკვეული დროის ჩხირკედელაობის შემდეგ მან ჩამოგლიჯა მტვრის შესაგროვებელი ჩანთა Hoover-ის ფირმის მტვერსასრუტიდან. მას მეტად აღელვებს ის გარემოება, რომ მტვერსასრუტებს პერიოდულად სჭრდებათ მტვრის შესაგროვებლად, ახალი ჩანთის ჩამონტაჟება იმისთვის, რომ სრულყოფილად იმუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები გამუდმებით ყიდულობენ ახალ ჩანთებს და ეს მოცემულობა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მისაღები მოცემულობაა, ჯეიმს დაისონისთვის ეს მიუღებელია და ის არ არის უმრავლესობის რიგებიდან ის განსაკუთრებულების ჯგუფის წევრია.
ცოტახანში ის სრულად ახდენს მთელი მტვერსასრუტის მოწყობილობის დემონტაჟს და ცდილობს ამ მტვერსასრუტისგან ააწყოს ახალი მტვერსასრუტი, ცდილობს შექმნას ახალი პროტოტიპი. იგი აღფრთოვანებულია და შთაგონებულია იმ იდეით თუ როგორ აცალკევებენ მტვრის ნაწილაკებს სამრეწველო, ხის სახერხ საამქროში. მას უნდა ააწყოს ისეთი რამ, რაზედაც მტვერსასრუტის მწარმოებლები მთელს მსოფლიოში ამტკიცებენ, რომ ეს შეუძლებელია: მტვერსასრუტი, რომელიც არ კარგავს შეწოვას არასდროს - და მტვერსასრუტი რომელიც არ საჭიროებს მტვრის ტომრების მუდამ ცვლას.
აქ ორი სიტყვით და ძალიან მარტივად მინდა ავხსნა თუ რა იდეით იყო იგი შთაგოენბული და რისი მიხედვით ცდილობდა ის მტვერსასრუტის აგებას.
მაგრამ მანამდე მინდა ავხსნა რა არის ინოვაცია?
ინოვაცია არის სხვადასხვა სფეროდან გარკვეული წერტილების უჩვეულო გზების შეერთებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელი გზითაც ეს წერტილები არავის შეუერთებია. საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში, თქვენ უნდა გესმოდეთ ამ წერტილების ფუნდამენტური მუშაობის პრინციპები და მხოლოდ მაშინ შეძლებთ მათი უჩვეულო შეერთებით, ახალი შესაძლებლობის გაჩენას.
დაისონს სურს შეაერთოს ორი ისეთ წერტილი, რომელთაც თითქოს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.
პირველი ეს არის მისი ახალი მტვერსასრუტის კონცებცია, რომელიც მის გონებაში არსებობს ჯერ.
და მეორე ეს არის ის ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც წმინდავენ ბუნებრივ არის, სანამ ის მილსადენებით მოსახლეობის გაზქურებამდე მიაღწევს.
რომ დაუკვირდეთ, სწორედ ეს არის ორი სხვადასხვა სფეროს ცოდნის წერტილების უჩვეულო შეერთება, რომელიც ერთი შეხედვით კავშირში ვერ მოდის ერთმანეთთან, მაგრამ ინოვატორის გონებაში ამ წერტილების შეერთება რეალობს ცვლის.
სწორედ ეს პროცესია ინოვაცია. დაისონ სურს მტვერსასრუტში ჩატენოს სისტემა რომელსაც იყენებენ სხვა სფეროში და სხვა დარგის წარმომადგენლები.
ინოვატორი ადამიანის გონებაში, მის ბიბლიოთეკაში უამრავი მოდელის მუშაობის პრინციპი არის ცნობილი. ესეთი ადამიანები მეტად დაკვირვებული და დეტალებზე ფოკუსირებული ადამიანები არიან და მათ შეუძლიათ ამ წერტილების შეერთება, ჯერ წარმოსახვაში და მერე რეალობაში.
აქ მიდა ავხსნა დეტალურად როგორ მუშაობს ეს სისტემა რომლის ჩატენვაც დაისონს სურს მტვერსასრუტში.
ეს არის სისტემა თუ როგორ იწმინდება ბუნებირვი აირი მტვრის ნაწილაკებისგან, მანამ სანამ ის მილსადენებით მოსახლეობის გაზქურამდე მიაღწევს.
იმისთვის, რომ ბუნებრივი აირი მილსადენში მოძრაობდეს დაბინძურებული მტვრის ნაწილაგების გარეშე, ვინაიდან მტვრის ნაწილაკები აუცილებლად გაჭედავს და გაბიდნავს კორპუსებში და საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟბულ გაზის ქურებს. გასუფთვების ამ მეთოდს ქვია ციკლონური განცალკევების კონცეფცია.
იგივე სისტემით იწმინდება ჰაერი სახერხ საამქროებში.
მარტივად ავხსნი როგორ ხდება ეს პროცესი: წარმოიდგინეთ, სანამ ბუნებრივი აირი მოხვდება მთავარ გაზსადენში, მანამდე გადის დიდი კონუსისებრი კონტეინერში, რომელსაც ქვია ციკლონური გამყოფი. ამ ციკლონურ გამყოფში ბუნებრივი აირი, რომელიც შეიცავს მტვერის მცირედ ნაწილაკებს, დიდი სიჩქარით ტრიალებს, წარმოიდგინეთ ქარბორბალა. ან წარმოიდგინეთ ჩაის კოვზით მორევის დროს ჭიქაში წყლის ბრუნვის ვიზუალური გამოსახულება და როდესაც ჰაერი დიდი სიჩქარით ბრუნავს ცილინდრულ კონტეინერში, მასში არეულ მტვის ნაწილაკებზე მოქმედებს ცენტიდანული ძალები, რომლებიც ამ მტვრის ნაწილაკებს ცილინდრული კამერის კედლებზე დააკრობს. ის რაც აირის მოლეკულაზე მძიმეა აუცილებლად დაეკრობა კონტეინერის კედლებზე და ბუნებრივი აირი სრულად გასუფთავდება უმცირესი ზომის მტვრის ნაწილაკებისგანაც კი. გასუფთავებული ბუნებრივი აირი გაემართება მილსადენებში.
ესე მუშაობს ციკლონური გამყოფი სისტემა. და ჯეიმს დაისონი ამ სისტემით სურს ააწყოს მტვერსასრუტი, ეს იყო მისი ინოვაციური იდეა.
დაისონმა აღნიშნა:
📚 “მე მივხვდი, რომ ციკლონური გამყოფის ცენტრიფუგა, მტვრის განცალკევების ამგვარი პრინციპი, სრულიად მომხიბლავი სისტემა იყო.”