როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დაახლოებით ას მილიარდ ადამიანს გაუვლია ამ პლანეტაზე. მათგან თითქმის რვა მილიარდი დღეს ცოცხალია. ამ 8 მილიარდი ადამიანიდან თითოეულს აქვს საკუთარი ისტორია, ისტორიის საკუთარი ვერსია. ამ ისტორიებიდან არცერთი არ არის ერთნაირი. თითოეული მათგანი უნივერსალურია. წარმოიდიგნეთ რა მრავალფეროვნებაა. ამ ადამიანებიდან ცოტას აქვს სურვლი თქმის და უფრო ცოტა ამბობს.
დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს ყავდეს საკუთარი აუდიტორია საკუთარი მსმენელი. წეროს და ისაუბროს სამყაროს აღქმის თავის ვერსიაზე და ეს უდიდესი შესაძლებლობაა.
იმ, აწ უკვე გარდაცვლილ ადამიანებიდან ვისაც კი დედამიწაზე უვლია, თითოეულს უნახავს რაღაც განსხვავებული, ქონია უნიკალური გამოცდილება, დაბადებია შესანიშნავი იდეა, მაგრამ ვერ ჩაუწერია, ვერ გაუნდია სხვისთვის და შესაბამისად ის ცოდნა დაკარგულია.
დღეს, ამ 8 მილიარდი ადამიანიდან თითოეული ფიქრობს რაღაც უნიკალურზე. უმეტესობამ იცის რაღაც, რასაც შენ ვერ ჩაწვდებოდი რომ გაგეგო, არ დაუჯერებდი, ვერ გაიზიარებდი მათ ხედვას და თქვენც გაქვთ ის, რასაც უმრავლესობა ვერ ჩაწვდება და არ გაიზიარებს.
მაგრამ ერთი რა მცხადია. ის რაც დღეს ყველასთვის ცნობილია, რასაც ყველანი ვიყენებთ: ცოდნის სახით, გამოცდილების სახით, ან პროდუქტის სახით, გამოიარა იმ 100 მილიონი ადამიანის გავლით ურთულესი გზა. იმედგაცრუებისა, წარუმატებლობისა, შეცდომებისა, ისევ თავიდან კეთებისა. მიმოიხედე ირგვლივ და წარმოიდგინე რა გზა გამოიარა ნებისმეირმა ნივთმა რომელიც ირგვლივ გაკრავს, რომელთანც შეხება გაქვს და უმისოდ დღე ვერ წარმოგიდგენია? და დასვი კითხვა: რა არის ის, რაც 5 წლის წინ უკეთესი იყო, ვიდრე დღეს არის.
თუ გონების თვალს გადაავლებ ბიზნესის ისტორიას, გაგიკვირდება მისი გზა და ისტორიის მაშტაბები.
ბიზნესის ისტორიის ათასობით წლის მანძილზე, როდესაც უამრავი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი ბევრს მუშაობდა და ატარებდა ყველა სახის ექსპერიმენტს იმის შესახებ, თუ როგორ შეექმნათ ახალი პროდუქტი, ახალი ბიზნესი, გამოეგონებინათ ახალი ტექნოლოგიები, მოენახათ მართვის ახალი გზები და წარმოიდგინე რაღაც მომენტში, ვიღაცამ ეს შესანიშნავი ცოდნა, ეს გაკვეთილები ჩადო წიგნებში, მათ ავტობიოგრაფიებში.
აი რა აზრი აქვს ამ გენიალურია დამიანების ავტობიოგრაფიების კითვას. მათში არის მოთავსებული იმ ადამიანის თვისებები, მიდრეკილებები, აზროვნების და ფიქრის სხვადასხვა მოდელი, რომელიც იცვლებოდა, იხვეწებოდა და ითლებოდა გზადაგზა, წინააღმდეგობებისა და იმედგაცრუებებთან მუდმივ ბრძოლაში.
შენ შეგიძლია ამ გენიალური ადამიანის თვისებები დაკლონი და ააწყო საკუთარი თავი როგორც ლეგოს სათამაშო.
განსხვავება ადამიანის პოტენციალსა და იმას თუ რა შეუძლია მას რეალურად, განაპირობებს ადამიანის თვისებები. შესაბამისად ნიჭი არაფრის მომცემია თუ მას თვისებები არ ახლავს რომ მაქსიმალური დოვლათ შექმნას.
წარმოიდგინეთ: თუ თქვენ გყავთ ავტომობილი რომელსაც აქვს 500 ცხენის ძალის მქონე ძრავი და მაგისტრალზე გამოიმუშავებთ მხოლოდ 50 ცხენის ძალის სიჩქარეს, თქვენ აუცილებლად წააგებთ სხვა მრბოლელთან, რომელსაც ყავს ავტომობილი 300 ცხენის ძალიანი ძრავით, მაგრამ გამოიმუშავებს 250 ცხენის ძალის სიჩქარეს.
ამიტომ სწორი თვისებების დაკლონვა და ამ თვისებებით საკუთარი პიროვნების შენება, ამაზე საჭირო საქმიანობა ადამიანისთვის არ და ვერ იქნება. ცხოვრებაში მიღებულ ცოდნას და განათლებას სწორედ ეს თვისებებია რომელიც გამოგაყენებინებს ეფექტურად. ნიჭს სწორი თვისებები მიმართავს საქმესთაინ ეფექტურად.
📚 კარგი ნათქვამია: ჯერ ჩვენ ვქმნით ჩვენს თვისებებს და მერე ჩვენი თვისებები გვქმნიან ჩვენ მთელი ცხოვების მანძლზე.
და ჩემს პოდკასტებს, ეს დანიშნულება აქვს სწორედ, მინდა შევქმნა არა მხოლოდ საინტერესოდ მოსასმენი პოდკასტები, რომელიც მდიდარი იქნება მრავალი და ამავე დროს უჩვეულო პარალელებით.
₊˚⊹♡ მე ამ პოდკასტებით ვცდილობ შევქმნა პიროვნული თვისებების ბიბლიოთეკა. იმ გენიალური ტვინების პიროვნული თვისებების ბიბლიოთეკა, რომლებმაც შექმნეს კაცობრიობის ბიზნესის ისტორია.
જ⁀➴ რაღაც სამეწარმეო სიბრძნის არქივის მსგავსი.
მომწონს ეს დეფინიცია.
და ამგვარი განმარტების მერე, მინდა გაუწყოთ, რომ დღეს პოდკასტი მაქვს თქვენთივს მზად და მინდა ვისაუბრო ადამიანზე, რომელი ადამიანის საქმისადმი დამოკიდებულება და რაც მთავარია მისი უნიკალური თვისებები კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენი სამეწარმეო სიბრძნის არქივს. 😊
ამ წიგნში მოცემულია ისტორია, რომელიც დიდი დოზით დარჩა ჩემს გონებაში და ამის მიზეზი არის ის წარმოუდგენლად გაუსაძლისი ვითარება, სადაც იზრდებოდა გმირი რომელსაც მე თქვენ დღეს დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ. სიამოვნებით იმიტომ, რომ მე თვითონ ვისიამოვნე მისი გაცნობით და თქვენ ბევრი სურპრიზი გელით ამ პოდკასტში.
დღეს ვსაუბრობთ წიგნზე Born of This Land, რომელიც გახლავთ ჩანგ ჟუ-იანგ-ის ცხოვრებისეული მოგზაურობაზე, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენლად შათამბეჭდავია და ამავე დროს დაუჯერებელიც. ეს არის ადამანი რომელმაც შექმნა საავტომობილო კომპანია ჰიუნდაი და ის, მისი გარდაცვალების პერიოდისთვის იყო უმდიდრესი ადამიანი სამხრეთ კორეაში.
ჩანგ ჟუ-იანგ-ი (და მე მას აწი მოვიხსენიებ როგორც ჩანგი) დაიბადა 1915 წელს, ღარიბი ფერმერის ოჯახში. ის იყო პირველი ვაჟი 8 დედმამისშვილს შორის.
დაწყებითი სკოლა არის განათლების ის უმაღლესი დონე, რაც გამაჩნია. არ მისწავლია და არ დავუფლებულვარ ღირებულ ცოდნას მაღალ სასწავლებლებში, ვინაიდან მთელი ცხოვრება ფიზიკური მუშაობით ვიყავი დაკავებული.
ბავშობის ასაკში მისი ცხოვრება გაუსაძლისი ვითარებით იყო გარსშემორტყმული.
წარმოიდგინეთ: იმიტომ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, ხის ქერქის ნახარშს სვამდა და მოხარშულ ხის ქერქს ჭამდა.
ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, უფრო სწორედ თვისება რომელიც გამოირჩევა მისი ცხოვრების ისტორიაში, და მას სწორედ ეს თვისება გამოარჩევს სხვა დანარჩენისგან, არის მისი ურყევი ვალდებულების შეგრძნება, ის რომ იგი მუდამ მოტივირებული იყო ყოფილიყო საუკეთესო ნებისმიერ საფეხურზე, იყო ეს ბრინჯის პლანტაციაში, ბრინჯის მთესველად მუშაობა თუ მოგვიანებით, ბრინჯის პატარა მაღაზიის ჯერ გამყიდველი, მერე მენეჯერი, თუ უკვე შუახნის ასაკს მიღმა, როდესაც უძღვებოდა მასიურ უმსხვილეს კონგლომერატს ჰიუნდაის. ის მუდამ სრულყოფისკენ ცდილობდა ემოძრავა და ნებისმიერ საქმეს აკეთებდა იმ განზრახვით, რომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი ყოფილიყო წინაზე უკეთესი.
ამგვარი ადამიანები სამუშაოს არცერთ ეტაპზე არ თაკილობენ დასაქმებას. და სწორედ ეს თვისება: ყოველ ეტაპზე იყო საუკეთესო, აქცევს მათ წარმატებულად.
კარგი ნათქვამია:
📚 მაჩვენე ის ვისაც ეთაკილება ნებისმიერი დონის საქმის კეთება და მე გაჩვენებ ვინ წააგებს ყოველ ჯერზე.
ან ესეც კარგია:
📚 ვისაც ეშინია სულელურად გამოჩენის, ის იშვიათად აღმოაჩენს რაიმე ახალს, ესეთი ადამიანები სოციუმზე ახდენენ სწორებას. ხვალინდელი გენიოსი ხშირ შემთხვევაში იდიოტს ჰგავს დღეს.
იცით. იმ ბიოგრაფეიბს შორის რაც კი წამიკითავს, ეს თვისება საერთოა ისტორიაში არსებული ბევრ წარმატებულ მეწარმეს შორის; ისინი ისწრაფვიან თავიანთი საქმის ბრწყინვალებისკენ და მუდამ ეძებენ თანამშრომლებსა და კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ ამ ხედვას.
જ⁀➴ დიდი ხნის განმავლობაში მეტსახელად "ბულდოზერ"-ს მეძახდნენ. არა მგონია, რომ ეს შედარება კომპლიმენტის ხასიათის მატარებელი ყოფილიყო, ჩემი შრომისმოყვარე ეთიკიდან და მუყაითობიდან გამომდინარე. ეს მეტსახელი ალბათ უფრო, გამიზნული იყო, რომ მე წარმოვეჩინე, როგორც გაუნათლებელი ხეპრე, რომელიც სათანადო განათლების გარეშე გადახტა ბიზნესის სამყაროში, რომ საქმეს უდგებოდი არა პრაგმატულად და გამჭრიახი გონებით, არამედ როგორც არამუყაითი, მხოლოდ დიდი ძალის მქონე, უხეში, ხეპრე, ბულდოზერი.