0:00
/
0:00
Transcript

🎙️#023 რა ვისწავლე სტივ ჯობსისგან

ჩვენს პლანეტაზე, ისტორიის მანძილზე 107 მილიარდზე მეტი ადამიანს უცხოვრია. (ამჟამად დაახლოებით 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.)

საუკუნეების განმავლობაში ამ მილიარდობით ადამიანმა სცადა რაღაც, მცდელობა ჩავარდა, ამით ისწავლა და სხვაგვარად სცადა, ზოგჯერ გამოუვიდა, წოგჯერ წაგებული დარჩა, ის ვისაც გამოუვიდა იმის იდეა დარჩა და გავრცელდა. ვინც წააგო ის გაქრა.

ვისი იდეაც დარჩა, მომდევნომ ამ ცოდნაზე დააშენა, გაამარტივა გაამრავალფეროვნა და უფრო ეფეტური გახადა.

მათ ახალი გადაწყვეტილებები იპოვეს.

ახალი ხედვის კუთხე შექმნეს.

წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსია გააკეთეს.

ეხლა ეს პროცესი თქვენს წარმოსახვაში გააფართოვეთ რამოდენიმე მილიონი წლის დროის პერიმეტრზე და უბრალოდ წარმოიდგინეთ:

მიმოიხედე შენს ირგვლივ და დაფიქრდი, რამდენი მცდელობა დასჭირდა იმას რაც შენ ირგვლივ გაკრავს, რასთანაც შეხება გაქვს, რომ მოსულიყო დღევანდელობამდე იმ სახით, რა სახითაც მას შენ იყენებ?

დაუკვირდი: ადამიანის მიერ შექმნილთაგან დამისახელე ის რაც 5 წლის წინ უკეთესი იყო ვიდრე ის დღეს არის? და ამ კითხვას თუ ჩაყვები უკან, ისტორიის გააზრებით, აღმოაჩენ, რომ ეს ყოველთვის ესე იყო და ეს გვაფქირებინებს იმას, რომ დღევანდელი მოცემულობა არ არის ისტორიის ბოლო დარიგება, ის უბრალოდ ერთ ერთია.

როდესაც ადამიანი იბადება, ის მემკვიდრეობით ღებულობთ იმ ცოდნას, რომელიც მათ, ამ 107-მა მილიარდმა ადამიანმა ცდისა და შეცდომის წარუმეტებლობის შედეგად ისწავლეს და დატოვეს.

ამ 107 მილიარდი ადამიანის კუმულაციური გაკვეთილები თქვენ გადმოგეცემათ ცოდნის სახით. ეს არის უდიდესი საჩუქარი, რაც კი ოდესმე შეიძლება მიიღოს ადამიანმა. ჩვენ ჭკვიანები ვართ არა ჩვენი ინდივიდუალური გენიალურობის გამო, არამედ ჩვენი კოლექტიური ცოდნის გამო.

და სწორედ ამიტომ, თუ გიდნა დიდი საქმეების კეთებით დაკავდე, აუცილებლად დაგეხმარება წარსულში უკვე არსებული მოდელის და შეხედულების გააზრება, რომლებიც იმ ადამიანების მიერ არის შექმნილი და ჩადენილი, რომლებმაც შეცვალეს ის, თუ როგორ ვფიქრობთ დღეს ჩვენ. და ეს ცოდნა მოდის სწორედ მათ ბიოგრაფეიბის გაცნობით.

როგორც კი გადააგდებ იდეებზე სათევზაოდ ამ შენს ფართო ბადეს, რომელსაც ქსოვდი გენიალური ბიზნესმენების ბიოგრაფიების კითვის დროს და ამ ბადის თითო კვანძი გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფიით ნასწავლი ხედივს კუთხეა, რომელიც დაკავშირებულია სხვა კვანძთან, დიდი ალბათობით აუცილებლად დაიჭერ შენთვის საინტერესო იდეას, იმას თუ რა უნდა აკეთო, იდეას რაზეც ღირს დროის, ენერგიის და ამბიციების მიმართვა.

სწორედაც ამ მეტაფორული ბადის ქსოვაში გეხმარებით მე, ჩემს მიერ მომზადებული პოდკასტების სერიებით, რომლებიც წარსულში გენიალური ანტრპრენერების, ბიზნესმენების და უბრალოდ გონიერი ადამიანების ბიოგრაფიებს გაგაცნობთ. დამიჯერეთ მათგან ბევრი რამის სწავლა არის შესაძლებელი.

როგორც ნიუტონმა თქვა ერთხელ:

📚 თუ გინდა შორს გაიხედო, გიგანტის მხრებზე უნდა იჯდე.

და ეს ანტერპრენერები, ეს ბიზნესმენები და უბრალოდ ბრწყინვალე გონების ადამიანები არიან ის გიგანტები, ვის მხრებზე ჯდომაც უდიდეს უპირატესობას მოგცემთ ცხოვრებაში.

ჩემი პოდკასტების მიზანიც ეს არის, დაგიჯავშნოთ ადგილი გიგანტების მხრებზე.

დაა სწორედ ამიტომ დღეს კდევ ერთ პოდკასტი მოვამზადე თქვენთვის და ამ პოდკასტით მინდა, სულ სხვა კუთხით გაგაცნოთ კიდევ ერთ ბრწყინვალე გონების ადამიანი რომელმაც ასევე სრულიად შეცვლა კომუნიკაციის ინდუსტრია და ეს ადამიანი არის სტივ ჯობსი. და დღეს დავშლი საწყის პრინციპებად უოლტერ აიზეკსონის შესანიშნავ წინგს Steve Jobs.

სტივ ჯობსის შესაებ ნებისმიერმა იცის რაღაც მნიშვნელოავნი, მაგამ თქენ ამ პოდკასტის მოსმენის დროს გაიგებთ როგორ შექმნა სტვიმა საკუთარი თავი, როგორ ლესავდა და პოლირებას უკეთებდა ის საკუთარ თვისებებს და ეს მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ის შედეგი, რაც ამ ყოველივეს მომავალში მოჰყვა. ვგულისხმობ კომპანია Apple. Inc-ს ის რაც ზედაპირზე დევს.

სტივ ჯობსის ისტორია, არის სილიკონის ველის შექმნის ძირითადი პროტოტიპი, წარმოიდგინეთ: კომპანიის დაარსება მშობლების ავტოფარეხში და ამის მერე, მისი მსოფლიოში ბაზრის კაპიტალიზაციით ყველაზე ღირებულ კომპანიად გადაქცევა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი რამ ნულიდან არ დაუწყია, ჯობსი ოსტატურად აერთიანებდა იდეებს, ხელოვნების და ტექნოლოგიებს შორის ერთმანეთთან და ამას აკეთებდა ისე, რომ მომავალი განსაზღვრულიყო. ზოგიერთი ლიდერი ინოვაციას დიდ სურათზე ფოკუსირებით აღწევს, ზოგი კი დეტალებზე ფოკუსირებით. ჯობსი ორივეს იდელურად აკეთებდა, მის გონებას შეეძლო Zoom In და ასევე Zoom Out მდგომარეობაში შესანიშნავად ოპერირება.

ამ თვისებების შედეგად ის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს დირიჟორი გახდა, რომელსაც საუკუნის შემდეგ ედისონისა და ფორდის მსგავს ლეგენდებთან ერთად აუცილებლად გაიხსენებენ. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ბიოგრაფები არიან ის ადამიანები ვინც საბოლოო სიტყვას ამბობებ ადამიანის ცხოვრების შესახებ ამ წინგში შეხვდებით ბევრ მოსაზრებას თავად სტივ ჯობსის შესახებ.

ჯობსი ხშირად საუბრობდა თავის გატაცებაზე: შეექმნა მდგრადი კომპანია, რომელიც მოტივირებული იქნებოდა შესანიშნავი პროდუქტების შესაქმნელად. მოგება მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საშუალებას იძლეოდა ამ პროდუქტების შექმნისთვის, ფული მისთვის ყოველთვის იყო რესურსი ანუ იგივე ბიპროდუქტი, კონკრეტული ბიზნესოპერირების დასაფინანსებლად და ფულს ის უყურებდა, როგორც მომავალი ბიზნესპერირების დასაფინანსებელ საწვავს.

როდესაც ჯონ სკალიმ Apple-ი გადაიბარა, მან კომპანიის ქმედების პრიორიტეტი ფულის გამომუშავებაზე გადაიტანა - ეს არის მყიფე და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი განსხვავება, რა ტიპის მენეჯერი მართვს კომპანიას. აქ მნიშვნელოვანია გონების წყობა, ფიქრის არქიტექტურა. რომელიც გალვენას ახდენს ძალიან ბევრ რამეზე, დაწყებული თანამშრომლების შერჩვით, კარიერული დაწინაურებისთვის საჭირო პრიორიტეტების განსაზღვრით და უამრავი იმ გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაზეც დგას კომპანიის მომავალი წარმატება. გრძელვადიან პერიოდში ფულის გამომუშავებაზე ორიენტირებული მენეჯმენტის გონება აგებს პროდუქტზე და პროცესებზე ფოკუსირებული მენეჯერთან.

არსებობს ბიზნესში თითქოს დაუწერელი კანონი, ესე ვთქვათ მანტრა. რომელიც ესე ჟღერს: „გამოააშკარავე მომხმარებლს მოთხოვნილებები და დააკმაყოფილე ის რაც მათ სურთ”,

მაგრამ სტივ ჯობსი თვლიდა, რომ მათი ძირითდი საკეთებელი იყო წინასწარ განჭვრიტა, თუ რას ისურვებდნენ მომხმარებლები, სანამ თავად გაიგებდნენ ამის შესახებ. როგორც ჰენრი ფორდმა თქვა: „თუ ხალხს ვკითხავდი, რა სურდათ მათ, ისინი უფრო სწრაფ ცხენებს მომთხოვდნენ“. ჯობსი არ ენდობოდა ბაზრის კვლევას და ამის ნაცვლად ცდილობდა „წაეკითხა ის, რაც ჯერ არ იყო ფურცელზე და არ იყო ასახული ციფრებში“.

ის აღფრთოვანებული იყო პოლაროიდის დამფუძნებლის ედვინ ლენდით, რომელიც საუბრობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებს შორის ჯადოსნურ გადაკვეთაზე. ჯობსსაც უყვარდა ეს გადაკვეთის წერტილი, რადგან სჯეროდა, რომ დიდი ინოვაცია ხელოვნებისა და ტექნოლოგიების შერწყმიდან მომდინარეობდა.

ედვინ ლენდს მოსწონდა ადამიანები, რომლებიც შეფუთლნი იყვნენ სხვადასხვა სფეროს ცოდნით, მაგალითად: ქიმიკოსები, რომლებიც ასევე იყვნენ მუსიკოსები ან ფოტოგრაფები, რომლებსაც კარგად ესმოდათ ფიზიკა. ლენდი ამვარ ტალანტებს ეძებდა მუდამ, ისევ და ისევ იმ გარემოების თვალსაზრისით რომ ამგვარ ადამიანებს სხვადასხვა სფეროს ფუნდამენტურ საკითხებს შორის შეეძლოთ კავშირების აწყობა. (წერტილების შეერთება)

უოლტერ ისაკსონის მიერ სტივ ჯობსის ბიოგრაფია დაიწერა მისი სიკვდილის ბოლო ჟანს და ისააკსონ დ ასტივ მრავალ დღეები ქქვთ გატარებული ამ წიგნის შესაქმნელად და ამით იმს თქმა მინდა რომ სტივი ამ პერიოდში უფრო გულახდილია ვიდრე ის იყო ცხოვრებაში.

სტივ ჯობსის ბიოგრაფიაში, სტივ ჯობსი საუბრობს თუ რა გავლენა იქონიეს მის ნამუშევრებზე ედვინ ლენდმა, ლეონარდო და ვინჩიმ და მიქელანჯელომ და როგორ ცდილობდა ხშირად დაეკოპირებინა ამ გენიოსების მიგნებები. ის იხსნებს, პოლაროიდის დამფუძნებელი ედვინ ლენდმა ისაუბრა ერთხელ ჰუმანიტარული მეცნიერებების და ტექნიკური მეცნიერებების კვეთაზე. მე მომწონს ამგვარი კვეთის მომენტი. არის რაღაც ჯადოსნური იმ ადგილას სადაც ეს მეცნიერებები იკვეთება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯობსი პატივს სცემდა Microsoft-ის მიღწევებს ბიზნესში, მას მიაჩნდა, რომ მათ დნმ-ში ჰუმანიტარული და ლიბერალური მეცნიერებების გავლენა აკლდათ, რაც ზღუდავდა მათი პროდუქტის ამბიციებს. ის ბილ გეითსს უფრო ბიზნესმენად აღიქვამდა, ვიდრე პროდუქტის შემქმნელად ინოვატორად და დიზაინერად, და ამ განსხვავებით ადარებდა ის თვის თვ სდ აგეითს. ის რომ გეითსი ბიზნესის მოგებაზე ორიენტირებულობული იყო, თვადად კი იყო ორიენტირებული შესანიშნავი პროდუქტების შექმნაზე და დიზაინზე.

ჯობსს კომპანიის დაცემის შესახებ პირადი თეორია ჰქონდა: ჯობსი თვლიდა, რომ როდესაც კომპანია ძალიან წარმატებული ხდება, ის ხშირად უფრო მეტად იწყებს ფოკუსირებას Sales-ის დეპარტამენტზე, ვიდრე ინჟინრებსა და დიზაინერებზე. ანუ კომპანიას მაქსიმალური ფოკუსირება გადააქვს გაყიდვების მოცულობების ფორსირებაზე ვიდრე ახალი და ინვოაციური პროდუქტეის გამოშვებაზე. როდესაც გამყიდველები აკონტროლებენ ყველაფერს, პროდუქტის ხარისხი უარესდება და შესანიშნავი პროდუქტის შემქმნელები, დიზაინერები და ინჟინრები ინტერესს კარგავენ. ჯობსმა თქვა, რომ ეს Apple-ში მაშინ მოხდა, როდესაც სკალი ხელმძღვანელობდა ბიზნესს და მან აღიარა, რომ ეს მისი ბრალი იყო. საბედნიეროდ, Apple-მა შეძლო ამ პრობლემის მოგვარება და ჩიხიდან გამოსვლა.

და აი რას ამბობს ის ჯონ სკალიზე.

ერთ-ერთი რამ, რამაც ნამდვილად დააზარალა კომპანია Apple-ი, ის იყო, რომ ჩემი წასვლის შემდეგ, ჯონ სკალი ძალიან სერიოზული დაავადებით დაავადდა. ეს დაავადება, სხვა ადამიანებზეც მინახავს, ეს არის ის, რომ რიგი მენეჯერები იწყებენ ფიქრს, რომ წარმატებულ პროდუქტში 90% ეილი უჭირავს შესანიშნავ იდეის არსებობას. ანუ წარმატების 90% იდეის გამო ხდება, და თუ ყველა ამ ადამიანს უბრალოდ ეტყვით: „აი, ეს შესანიშნავი იდეა“, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მისი განხორციელება. სკალის ხედვით იდეა იყო მთვარი.

პრობლემა ის არის, რომ შესანიშნავ იდეასა და იმას შორის, რომ ეს იდეა პროდუქტად აქციოთ, უზარმაზარი უფსკრული არსებობს და ეს უბსკრული არის ოსტატობა. როდესაც შენ შესანიშნავ იდეას ავითარებ, ის გზადაგზა იცვლება და იზრდება და სახეს იცვლის. ის არასდროს გამოდის ისეთი, როგორც თავიდან დაგეგმე, რადგან ბევრ რამეს სწავლობ გზაში, როდესაც მის დახვეწილობას ცდილობ გზადაგზა ეცნობი ნიუანსებს რომელიც საბოლოო იდეაზე გავლენას ახდენს. პროცესში ასევე აღმოაჩენ, რომ შენ უნდა წახვიდე უზარმაზარი კომპრომისებზე, და ამ კომპრომისებზე წასვლა აუცილებლად მოგიწევს. ვგულისხმობ, რომ არსებობს გარკვეული რამ, რისი გაკეთებაც ელექტრონებს და მოლეკულებს არ შეუძლიათ. არსებობს გარკვეული რამ, რისი გაკეთებაც პლასტმასს ან მინას ან სხვა ნივთიერებას არ შეუძლია. და როდესაც ჩაუღრმავდებით საწარმოო პროცესს, რობოტების და ამ ყველაფრის მუშაობას, პროდუქტის დიზაინი, თქვენს ტვინში 5000 რამის ერთმანეთთან შერწყმას გთხოვთ, და როდესაც აგრძელებთ ძალისხმევას, რათა ისინი ახალი და განსხვავებული გზებით მოარგოთ ერთმანეთს, იმ გზით როგორც ის არავის არასდროს მოურგია, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ აი ამ პროცესში ყოველდღე აღმოაჩენთ რაღაც ახალს, იქ რაცღაც ახალი პრობლემა გაჩნდება, ან ახალი შესაძლებლობა გაჩნდება, რომელიც გაჩვენებს როგორ მოარგოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და სწორედ ეს პროცესია მაგია. სწორედ აქ ხდება მაგია.

და სკალის ეს არ ესმოდა.

და ეს შესანიშნავი განმარეტავაა იმისა, რომ იდეა არაფერს ნიშნავს და იდეა, რომ ღირებულებად გადააქციო ამას უდიდესი ძალისხმევა უნდა დაახარჯო.

ის ამბობდა, რომ ადამიანები რომლებიც თავის თავს უწოდებენ „ანტერპრენერს“, და მეორეს მხრივ ისინი არიან მიდრეკილნი შექმნან კომპანია იმ მოტივით, რომ სწრაფად გაყიდონ ან სწრაფად მოახდინონ IPO-ზე გასვლა და დააგენერირონ დიდძალი შემოსავალი წილების გასხვისებით, ის ამგვარ ადამიანებს არ უწოდებდა ანტერპრენერებს.

მისი აზრით, ნამდვილი „ანტერპრენერი“ არის ის, ვინც დიდძალ შორმას წევს კომპანიის შექმნის მიზნით და რომელიც განგრძობით ხასიათისაა, რომელიც ქმნის მემკვიდრეობას - როგორც Walt Disney, უილიამ ჰიულეტი, დევიდ პაკარდი. კომპანია Hewlett-Packard-ის დამფუძნებლები და Intel-ის დამფუძნებლები. ეს იყო ის ხედვა რომელიც მქონდა მე Apple-ისთვისაც. ამბობს ის.

ის ასევე შეუწყნარებელი იყო ადამიანებთან შეცდომების მითითების მხრივ და ის ამას თვლიდა აუცილებელ თვისებად მენეჯერისთვის.

როდესაც სიმკაცრე იღვიძებს ჩემში მაშინ ვიცი, რაზე ვსაუბრობ და როგორც წესი, მართალიც აღმოვჩნდები ხოლმე. ეს არის კულტურა, რომლის შექმნასაც ვცდილობ. ჩვენ ერთმანეთთან სასტიკად გულწრფელები ვართ და ნებისმიერს ჩემს თანამშრომელს შეუძლია მითხრას, რომ ის ფიქრობს, რომ მე იდიოტობაზე ვსაუბრობ ან სისულელეს კეთებას ვცდილოს და მეც იგივე შემიძლია ვუთხრა მათ. ჩვენ გვქონია რამდენიმე ხმაურიანი კამათი, სადაც ერთმანეთს ვუყვიროდით კიდეც და ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დრო, რაც კი ოდესმე მქონია ჩემს ჯგუფთან

თავს სრულიად კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც ყველას წინაშე ვამბობ: „ჰეი რონ, ეს ამბავი რასაც შენ ამბობ იდიოტობას ჰგავს“. ან შეიძლება ვთქვა: „ბიჭებო ჩვენ ნამდვილად ჩავფლავდით“ იცით რა, აუცილებლად უნდა შესძლო რომ იმ ადამიანებთან ვისთანაც საქმეს აკეთებ ძალიან გულწრფელი იყო.

შეიძლება არსებობდეს უკეთესი გზა, ჯენტლმენთა კლუბებში, სადაც ყველანი ჰალსტუხებს ატარებენ და რბილი ენით და ხავერდოვანი სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს იმიტომ რომ ერთმანეთის გრძნოები არ შეურაცჰყონ, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვახერხო ეს, რადგან მე საშუალო კლასის წარმომადგენელი ვარ კალიფორნიიდან. მე ხანდახან მკაცრი ვიყავი ადამიანების მიმართ, ალბათ უფრო მკაცრი, ვიდრე ეს საჭირო იყო.

მახსოვს ერთხელ, როცა ჩემი ექვსი წლის შვილი სახლში ბრუნდებოდა — იმ დღეს სამსახურიდან ახალი გათავისუფლებული მყავდა თანამშრომლეი — და იმ მომენტში როცა ჩემი შვილი სახლში შემოვიდა წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა იმ ადამიანისთვის, მისი ოჯახისთვის და პატარა შვილისთვის მას რომ ეთქვა, რომ მან დღეს სამსახური დაკარგა. ეს რთულია, მაგრამ ვიღაცამ უნდა გააკეთოს ეს საქმე.

ყოველთვის ვიცოდი და ამ რწმენით ვქმედებდი, რომ უმნიშვნელოვანესი ჩემი საკეთებელი იყო გუნდის შესანიშნავ მდგომარეობაში ყოფნა და თუ მე ამას არ გავაკეთებდი, არავინ გააკეთებდა ამას სხვა. ყოველთვის უნდა განაგრძო ინოვაციებისკენ სწრაფვა. და თუ გინდი შესანიშნავ მდგომარეობაში არ არის წინსვლა იბიდნება.

და ის ამბობს შესანიშნავ განმარტებას გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

📚 "უნდა იყო შეურიგებელი და დაუნდობელი, თუ გინდათ, რომ თქვენი გუნდი დაკომპლექტებული იყოს A რანგის მოთამაშეებისგან. ძალიან ადვილია, როდესაც გუნდი იზრდება, შეეგუო რამდენიმე B რანგის მოთამაშის ყოლას, შემდეგ ისინი აუცილებლად მიიზიდავენ კიდევ რამდენიმე B რანგის მოთამაშეს და მალე გუნდში აღმოჩნდება რამდენიმე C რანგის მოთამაშეც კი.” „მაკინტოშის გამოცდილებამ მასწავლა, რომ A რანგის მოთამაშეებს მოსწონთ მხოლოდ სხვა A რანგის მოთამაშეებთან მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა გყავდეთ გუნდში B რანგის მოთამაშე.

📚 არაფერი აფუჭებს კორპორატიულ კულტურას ისე როგორც ადამიანები, რომლებიც საკუთარ სტანდარტს წევენ დაბლა იმ მიზნით, რომ სხვების დაბალ სტანდარტთან შესატყვისობვაში მოვიდნენ.

ინოვაციებისკენ სწრაფვას მხოლოდ განუწყვეტელი განვითარების წყურვილი ქმნის, თუ გუნდი არ არის მოტივირებული მუდამ გაუმჯობესებისკენ მიმართოს ფოკუსირება ის გაჩერდება, სწორედ ამას ვცდილობდი მე ყოველთვის - განუწყვეტლივ მემოძრავა წინ. და ამისთვის ყოველთვის უნდა იყო მზად, დაიბადო ახლიდან.

რა მამოძრავებდა? ვფიქრობ, შემოქმედების კეთებისკენ მიდრეკილ ადამიანების უმეტესობა გამოხატავს მადლიერების იმისთვის, რომ შეუძლიათ ისარგებლონ იმ მიღწევებით, რომელიც ჩვენამდე სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, დამოკიდებულია ჩვენი როგორც ადამიანთა რასის სხვა წევრებზე და იმ მხრებზე, რომლებზეც ვდგავართ. ბევრ ჩვენგანს სურს, რაღაც წვლილი შეიტანოს ჩვენს სახეობაში და რაღაც დაამატოს ამ ცოდნის ხურჯინს.

და ეს ფრაზა მოდის სწორედ ნიუტონისგან

“თუ გინდა შორს გაიხედო გიგანტის მხრებზე უნდა იდგე” და სტივიც ამაზე საუბრობს სწორედ ის ბევრს სწავლობდა წარსულში მოღვაზე დიდ გენიოსებისგან მათ ბიოგრეფიებისგან.

საქმე ეხება რაღაცის გამოხატვის მცდელობას. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ნიჭს ჩვენი ღრმა გრძნობების გამოსახატავად, რომელიც აისახება ჩვენს მიერ შექმნილ ქმნილებებში და ეს არის იმის სურვილი, რომ შენ რაღაცით შეავსო ის ცოდნის ნაკადი რაც შენამდე მოვიდა და მოიტანა ბრწყინვალე ადამიანებმა, შენ უნდა დაამატო, გაზარდო ღირებულება და გაატანო ისტორიას მომდევნო თაობებისთვის. სწორედ ეს მამოძრავებს.

ეს არის ამონარიდი, უოლტერ აიზეკსონის შესანიშნავი წიგნიდან „სტივ ჯობსი“ და ეს შესანიშნავი ამონარიდია. იცით სწორედ ეს აზრი ჩავდე იმაში, რასაც ვაკეთებ მე ჩემი პოდკასტებით, რომ ვცდილობ გაგაცნოთ ეს გენიალრი ადამიანები. და მათზე დაკვირვებით და მათზე მხრებზე დგომით გავიხედოთ წინ.

ეს არის - წიგნი რომლის კითხვის დროს აღმოაჩენთ, რომ რაღაც გექაჩებათ სხვადასხვა მიმართლებით, ხშრად გარემოებები ერთი იდეიდან ან ერთი ადამიანიდან მეორის გაცნობაზე გიბიძგებთ. რადგან სტივ ჯობსმა თავის საუბრებში მოიხსენია მისი თანამედროვე გენიალური გონების მქონე მრავალი მეწარმე, ეს წიგნი გაგაცნობთ ათეულობით ან მეტ გავლენიან მეწარმეს, რომელთაგანაც მან ისწავლა და რომელთაგანაც შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენც.

პირველ რიგში, შესავალში, უოლტერ აიზეკსონი კარგად ხსნის - თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ წიგნის საფუძვლიანი ათვისება. ეს წიგნი ყვება შემოქმედებითი მეწარმის ისტორიას, რომელსაც ძალიან საინტერესო და დატვირთული ცხოვრება ჰქონდა. ის გატაცებული იყო ყველაფრის სრულყოფილებით და ძალიან ბევრს შრომობდა ამისთვის. მისი წყალობით, ექვსმა სხვადასხვა ინდუსტრიამ ბევრი რამ შეცვალა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა შემდეგი სფეროების დახვეწაში: პერსონალური კომპიუტერები, ანიმაციური ფილმები, მუსიკა, ტელეფონები, პლანშეტები და ციფრული მედია.

მეორეს მხრივ, პიროვნეული თვისიებების თვალსაზრისით, ჯობსი ბევრისთვის არ იყო მისაბაძი უფროსის და ის არ იყო წესიერი და პატიოსანი ადამიანის პროტოტიპი. თუ თქვენ მასში დაიწყებდით სათნოების ძიებას, მოწესრიგებულ და კორპორატიულად შეფუთული ადამიანის დანახვის მიზნით, ის აუცილებლად იმედს გაგიცრუებდათ.

ის, თითქოს იყო დემონების მიერ მართულ. მას ზოგჯერ თავისი გარშემომყოფები საკუთარი მრისხანებით სასოწარკვეთამდე მიყავდა.

წიგნი სავსეა კარგი გაკვეთლებთ.

აიზეკსონი ამბობს: - ჩვენ ყველანი არასრულყოფილები ვართ. სტივ ჯობსი უდავოდ ჩემი ერთ-ერთი გმირი გახდა. მას უამრავი იდეა და თვისება აქვს, რომელთა მიბაძვაც მსურს. თუმცა, ამავდროულად, ის ღრმად ნაკლოვანი ადამიანიც იყო.

ერთი იდეა, რომლის მიბაძვაც, რომლის კოპირებაც მსურს სტივისგან, ამბობს აიზეკსონი არის უნარი, ისწავლოს ნებისმიერი გამოცდილებიდან. მის მიერ ნასწავლი გაკვეთილები არ იყო აშკარა გაკვეთლი და ეს არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთ სფეროში სწავლით.

ცოტა ხნის წინ ჩავწერე კარგი პოდკასტი რა ვისწავლე ედვინ ლენდისგან და იცით, თვითონ სტივ ჯობსიც აკოპირებდა ედვინ ლენდისგან უამრავ რამეს. ამ პოდკასტში მოყვანილი მაქვს ისტორია სტივ ჯობსის ბავშობიდან თუ როგორ ასწავლიდა და აჩვევდა მას მამამისი სამუშაო ეთიკას.

მამამისს ავტოფარეხში მოწყობილი ქონდა სახელოსნო. და როდესაც სტივი ხუთი წლის იყო, მამამ წაიყვანა პატარა სტივი ავტოფარეხში, გაუნთავისულფა მომცრო ზომის სამუშაო მაგიდა და უთხრა: სტივ, ეს ახლა შენი სამუშაო მაგიდაა და მან აჩვენა შვილს, როგორ აეწყო და შეექმნა ისეთი ნივთები, რომლითაც შეგეძლო მანიპულირება მოგეხდინა მოწყობილობებზე და ნივთებზე. მამამ აუხსნა პატრა სტივს, რომ ის ელექტრო მოწყობილობები რომლებიც მათ სახლში ქონდათ იყო ადამიანების მიერ შექმნილი და მათ ისწავლეს ყოველივე ამის კეთება და ისინი არ იყვნენ უფრო ჭკვიანები ვიდრე იყო სტივი. და შენ უნდა ისწავლო ამგვარი მოწყობილობების კეთება. ასე რომ, პატარა სტივს, მამა ბავშობიდან ახალისებდა და მას თვითრწმენას უმყარებდა. ის თვითონ იყო ინიციატორი, რომ სტივს დაეშალა მოწყობილობები და იმავე ნაწილებით აეწყო ახალი, სახეცვლილი მოწყობილობები. ამით ის აჩვენებდა, რომ მოწყობილობების ნაწილებად დაშლა და ამ ნაწილების სხვა, საინტერესო გზით ერთმანეთთან შეერთება, ქმნის ახალი მოწყობილობას რომელიც შეიძლება საერთოდ არ გავდეს წინამორბედს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რაცას მამამისი ასწავლიდა სამუშაო ეთიკის თვალსაზრისით. საუბარი მაქვს თუ როგორ ასწავლა მას მამამისმა ნივთების უხილავ ადგილებზე მაღალი სტანდარტის მნიშვნელობა. ჯობსს მუდამ ამბობდა, რომ მამამისის ოსტატობისადმი ფოკუსირებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. მას ახსოვდა გაკვეთილი, რომელიც მამამისმა ღრმად ჩაუნერგა.

სტივის თქმით, მამამისს უყვარდა ყველაფრის სწორად კეთება. მას აინტერესებდა იმ ნაწილების იერსახეც კი, რომელთა დანახვაც ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. სტივმა ეს იდეა მამისგან აიღო და ყველა თავის მოწყობილობაზე გამოიყენა, იქნებოდა ეს კომპიუტერი თუ ტელეფონი. წარმოიდგინეთ: ტელეფონები და კომპიუტრები რათქმაუნდა მათი შიგთავსი მომხმარებლების მხედველობის მიღმა იქნებდა მუდამ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შიგთავსი არ ჩანდა და მომხმარებელი ვერასდროს ნახავ, შიდა განლაგება მაინც იდეალური უნდა ყოფილიყო და სტივი ამ მხრივ ფანატიკოსი იყო.

ერთ მაგალითს მოვყვები ამ შეგრძნების ხაზგასასმელად:

იაპონელი გლეხი აკეთებს ტუმბოს.

ტუმბოს აკეთებს ხის მასალისგან, რომელიც დიდი ხანია საშრობში აქვს გამოკიდეული, ამ ხის მასალას დახერხავს ნაჭრებად და დიდი რუდუნებით იწყებს შედევრის შექმნას.

პროცესში არცერთ ლურსმანს არ იხმარს, ყველა საჭირო მომენტისთვის იცის როგორ მოამზადოს ხის მარყუჟები, საკეტები, რომ ტუმბოს კუთხე შეკრას, მერე იღებს სატეხს და ლამაზი ორნამენტებით ამდიდრებს და ალამაზებს ტუმბოს.

შეხედავ და მიხვდები, ცალსახაა ის, რომ ის შედევრს ქმნის. და მიუხედავად იმისა, რომ მან იცის, რომ ეს ტუმბო მუდამ კედელთან იქნება მიდგმული, ტუმბოს უკანა მხარეს, არავითარ შემთხვევაში არ დაფარავს იაფფასიანი ფანერის საფარით. იქაც ამ ძვირადღირებულ ხის მასალას გამოიყენებს და ტუმბოს ზურგსაც ამ ძვირფასი ხით დაფარავს.

და იცით რატომ? იმიტომ, რომ ღამე არ დააძინებს ის განცდა, რომ მის შედევრს უკანა მხარეს იაფფასიანი ფანერა აქვს მიკრული და ეს არის შიდა სტანდარტის კივილი. ეს არის ის, რომ ის კომპრომისზე არ მიდის შიდა სტანდარტებთან. მისი თამასა ძალზედ მაღალია. ის არ არი იაფი. და ეს შესანიშნავია.

აი ამგვარ ქცევას აჩვევდა სტივს მამამისი ბავშობის ასაკიდან.

და ის თვისება და უნარი, რომ ისწავლოს ნებისმიერი გამოცდილებიდან როგორც აიზეკსონი ახასიათებს სტივს და ამბობს, რომ მის მიერ ნასწავლი გაკვეთილები არ იყო აშკარა გაკვეთილი მინდა ეს დახასიათება კიდევ რამოდენიმე მკაფიო მაგალითებით ავხსნა:

და აქ წიგნიდან გადაუხვევ და გეტყვით, რომ სტივ ჯობსის უამრავი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი და ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს:

ჩემი მოზარდობის ასაკში, მამაჩემის ავტოფარეხში ჩემს მაგიდაზე ხშირად ვჩხირკედელაობდი, ჩემი ამგვარი ჩხირკედელაობა და დეტალების მიმართ დაინტერესება, არ გამორჩენია ჩემს ერთ-ერთ ხანშიშესულ მეზობელს კაცს, რომელიც რამოდენმე სახლის მოშორებით ცხოვრობდა. ჩვენს ქუჩაზე იმ მეზობლელი კაცის, ჩვენ მოზარდ ბავშვებს ყველას გვეშინოდა, ვინდან მისი სახლიდან მუდამ უცნაური ხმები გამოდიოდა. მაგრამ მიუხედავად ამ უხერხულობისა, მე გარკვეული გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ მისი სახლს გაზონი რამოდენიმეჯერ მქონდა გაკრეჭილი.

ერთხელაც, ამ მეზობელმა ჩვენს გარაჟში შემოიხედა. დამინახა, რომ რაღაცას ვაკეთებდი გამომელაპარაკა, რჩევებიც მომცა და მოკლე პაუზის მერე მითხრა: წამომყევი ჩემს ავტოფარეხში, რაღაც საინტერესო მინდა გაჩვენოვო, მეც გავყევი. შემიყვანა თავის ავტოფარეჯში სადაც უამრავი უშნოთ დამტვრეული ქვები ქონოდა მოგროვებული, აიღო ეს ქვები და დიდ რკინის კონუსისებურ ჭურჭელში ჩაყარა, დაახლოებით ისეთ მოწყობილობაში როგორიც ძველი სარეცხის მანქანები იყო, ჩაასხა წყალი და ჩაყარა ქვიშის მაგვარი მასა და ჩართო მოწყობილობა. ბარაბანმა დაწყო ტრიალი სარეცხი მანქანასავით. ქვების ერთმაენთზე დაჯახების და ხახუნის ხმა გაისმა. მოხუცმა მითხრა: ეხლა წადი და ხვალ ამ დროს შემომიარეო.

მორე დღეს უმალ მივადექი მის სახლს, გარაჟის კარი ღია დამხვდა და მეც შევედი. ის მოწყობილობა კიდევ ჩართული იყო და ბრუნავდა. მოხუცმა, რომ დამინახა გამორთო მოწყობილობა და იქიდან ქვები ამოალაგა. ჩემს თვალებს არ დავუჯერე რაც ვიხილე. ყველა ქვა იდეალურად იყო მომრგვალებული, ყოველგვარი დეფექტის გარეშე. მე მახსოვს წინა დღეს როგორი უშნო და დამტვრეული ქვები ჩაალაგა, შედეგი გასაოცარი იყო.

და ამ გაკვეთლს რომელიც ბავშობაში ქვების პოლირებით მან ისწავლა, ის ყვება: ეს ყოველთვის იყო ჩემი მეტაფორა გუნდისთვის, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა. სწორედ გუნდის - წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანების ჯგუფის - მეშვეობით, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან, კამათობენ, ხანდახან ჩხუბობენ კიდეც, ისინი ხმაურს ქმნიან. ეს არის სასიამოვნო, საქმიანი ხმაური და ისინი ერთად მუშაობენ - ისინი ამ პროცესში ერთმანეთს და ასევე იდეებს აუმჯობესებენ. რაც ამის შედეგად გამოდის, ეს მართლაც უნაკლო და შესანიშნავი ქვებია (პროდუქტია), რომლითაც შენ მერე ძალიან ამაყობ.

ხედავთ?

📚 ცნობისმოყვარე გონება ყველგან პოულობს მასწავლელს.

და სწორედ ამ თვისებაზე საუბრობს აიზეკსონი, რომ სტივს შეეძლო ესწავლა ნებისმიერი გამოცდილებიდან და რომ მის მიერ ნასწავლი გაკვეთილები არ იყო აშკარა გაკვეთილი და არ იყო უშუალოდ იმ სფეროდან, რითიც ის იყო დაინტერესებული.

კიდევ ერთი გაკვეთლი რომელიც მან ისწავლა შემთხვევით სამეცნიერო ჟუნალიში გამოქვეყნებული სტატიიდან.

და აქ დაუკვირდით როგორ ხსნის იმას თუ რა არის პერსონალური კომპიუტერი და ამას როგორი უჩვეულო გზით აკეთებს, ეს უბრალოდ გენიალურია. უსმინეთ რას ამბობს ის:

70-იანი წლების დასაწყისში ჟურნალ „Scientific American“-ში გამოქვეყნდა სტატია. ამ სტატიაში, პლანეტაზე სხვადასხვა ბიოლოგიური სახეობის გადაადგილების ეფექტურობა იყო გაზომილი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერებმა გაზომეს, რამდენი ენერგია დასჭირდება ფრინველს A წერტილიდან B წერტილამდე მისასვლელად, და ეს ენერგია შეადარეს სხვადასხვა სახეობებს, იმავე მანძლის დაფარვის შემთხვევაში ვინ რამდენ ენერგიას ხარჯავდა. მაგალითად: თევზი, სპილო, ადამიანი, დელფინი და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ კონდორმა იყო სიის პირველ ადგილზე. კონდორი ყველაზე ეფექტური იყო გავლილი მანძლზე დახარჯული ენერგიის ეფექტურობით. ადამიანს ამ გრადაციაში საკმაოდ არაშთამბეჭდვი ადგილი ერგო, ის სიის ბოლო მესამედში აღმოჩნდა - ეს გარკვეულწილად იმედგაცრუების მომგვრელი გარემოებაა ხომ დამეთნხმებით?

მაგრამ ვიღაცას ეყო გამჭრიახობა, შეემოწმებინა ველოსიპედით მოსიარულე ადამიანის ეფექტურობა. და აღმოჩნდა, რომ ველოსიპედით მოსიარულე ადამიანი ორჯერ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე კონდორი, რომელიც ეფექტურიბით, სიის სათვეში იყო. ეს ნამდვილად აჩვენებდა ადამიანის, როგორც იმ უნარის მქონეს, რომელსაც შეუძლია შრომის დამზოგავი ხელსაწყოების შექმნა. ხელსაწყოების, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს მისი თანდაყოლილი უნარი და შედეგად მეტად ეფექტური გახადოს საკუთარი თავი.

და ზუსტად ეს არის კომპიუტერი, ის რასაც ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ გვჯერა, რომ ვქმნით 21-ე საუკუნის ველოსიპედს, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს ადამიანების თანდაყოლილი ინტელექტუალური შესაძლებლობები, მოაგვაროს მძიმე სამუშაო და მისცეს მათ თავისუფლება, შეასრულონ ბევრად უფრო ქმედით და მნიშვნელოვანი სამუშაო, როგოც ამას აკეთებს ველოსიპედი გადაადგილების მხრივ.

და ეს შესანიშანვი მეტაფორაა.

ეს მაგალითები თითქოს აშკარა არ არის და ისინი, რომ აშკარა გაკვეთლებად იქცეს მათ სხვა სფეროს საკითხებთან კავშრებში ჩაბმა სჭირდება. აი როგორც კონდორის ეფექტურობა და მერე მისი კომპიუტერის მოწყობილობასთან კავშირი, ეს ხომ შესანიშნავია.

დაუბრუნდეთ წიგნის განხილვას.

წიგნში კარგად არის აღწერილი, სტივის ცხოვრების ადრეული პერიოდი, თუ როგორ სწავლობდა ის საშუალო სკოლაში ან თუნდაც კოლეჯში. აქ გაიგებთ, რომ მისი პიროვნული თვისებები თითქოს ერთ და იგივე იყო ყველა ეტაპზე.

ცხოვრების სხვადსხვა პერიოდში, ბევრი ცდილობდა მის მენტორობას და ბევრი ეუბნებოდა: „ჰეი, არ არის აუცილებელი, ასე მკაცრი იყო ადამიანების მიმართ“. ის საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი იყო ნებისმიერ ეტაპზე. სიცოცხლის ბოლოს ის უფრო ხშრად აღნიშნავდა: „მე ვარ ის რაც ვარ“ და წიგნში იგრძნობა, რომ ეს რწმენა მის პიროვნებაშია თითქოს ჩამონტაჟებული. ,მან იცის და აცნობიერებს რომ ის სასტიკი იყო ის აუტანელი იყო და ამის გათვალისწინებით ამბობს სწორედ: „მე ვარ ის რაც ვარ“

მაგალითად: სტივის კოლეჯის შეყვარებული - რომელიც მოგვიანებით მისი პირველი ქალიშვილის დედა გახდა - იხსნებს: მას შეეძლო ზოგჯერ სასტიკად ცივი და უხეში ყოფილიყო ნებისმიერის მიმართ, მაგრამ მას შეეძლო სისასტიკიდან უეცრად, საოცრად მომხიბვლელიც გამხდარიყო და ამ დროს იმგვარად საუბარი შეეძლო, რომ საკუთარი ნების დაკისრებაზე უარის თქმა ძალიან ძნელი ხდებოდა. ეს არის ის, რასაც ის პროფესიულ ურთიერთობებშიც იყენებდა. ქალბატონმა გაიხსენა, რომ ის იყო განმანათლებლური არსება, ის აუცილებლად განგანათლებდათ, რომელიც ამავე დროს ძალიან სასტიკი იყო. ეს უცნაური კომბინაცია მასში თითქოს მონეტის ორ მხარეს შეადგენდა.

აიზერკსონი ყვება: გარდაცვალებამდე გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ მან მიუხედავად მძმე სენისა მაშინაც კი ვერ მიაღწია შინაგან სიმშვიდეს. მას მიყოლებით რამდენიმე ოპერაცია ჩუტარდა და მისი მესამე და ბოლო ოპერაცია იყო ის, რომ მას ღვიძლი გადაუნერგეს და თვეები გაატარა საავადმყოფოში. ყველა ფიქრობდა, რომ ის საამვადმოყოფოდან ვერ გამოვიდაოდა. მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ საკუთარ სიკვდილს მორიგებოდა.

ის ამ მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და დაბრუნდა სამსახურში და პირველივე დღეს საგიჟეთი მოაწყო ოფისში - ყვიროდა, ჩხუბობდა და აკეთებდა იმას, რითიც ის ცნობილი იყო. ეს ფაქტი მოწმობს რომ მიუხედავად მძიმედ დასნეულებული ორგანიზმისა, მან ვერასდროს იპოვა შინაგანი სიმშვიდე.

ნათქვამია, რომ მისი ინტენსივობა ქარიზმატულობა და მოთმინების უუნარობა, ართულებდა შინაგანი სიმშვიდის მიღწევას.

სტივს ქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება და ეს იყო ის, რომ მუდამ დაინტერესებული იყო ქონოდა უპირატესობა: მას ძალიან აინტერესებდა ამგვარი უპირატესობები.

მე არ ვგულისხმობ სიტყვას "ზღვარზე მეტს" ანუ უპირატესობას როგორც რაოდენობრივს ან გავლენის მქონეს. იმას რასაც ვგულისხმობ არის ის, რომ მას მოსწონდა ყოფილიყო “ცუდი ბიჭი”. მას მოსწონდა ყოფილიყო პრობლემების შემქმნელი, პრობლემების გამომწვევი. მას მოსწონდა მოულოდნელი საქმეების გაკეთება. მას სურდა, რომ მის ირგვლივ სხვებს სცოდნოდათ, რომ ის განსხვავებული იყო. ვფიქრობ, ამ უპირატესობის მიზეზი იყო ის, რომ ამგვარმა თვისებამ ის არაპროგნოზირებადი გახადა.

რომ დაუკვირდეთ ძალიან რთულია არაპროგნოზირებად ადამიანთან კონკურენცია და სტივი სწორედ ესეთი იყო.

საინტერესო პერიოდია მისი კოლეჯშ სწავლის პერიოდი და მამ პეირდოში სტივი დაუახლოვდა და მჭიდრო მეგობრობა დაიწყო რობერტ ფრიდლინთან. ფრიდლინი იყო ჯობსის ცხოვრებაში ერთ - ერთი იმ რამდენიმე ადამიანთაგანი, რომელთაც შეეძლოთ მასზე დიდი გავლენის მოხდენა. სტივმა თითქოს დააკოპირა ფრიდლინის ქარიზმატული პიროვნებიდან ზოგიერთი ქცევა. ჯობსი რამდენიმე წლის განმავლობაში, მას თითქმის როგორც გურუს ისე ეპყრობოდა - სანამ მან არ დაიწყო მასში შარლატანის დანახვა. თავდაპირველად ჯობსს არ ჰქონდა ეს თვისებები, რომლითაც ის მომავალში ცნობილი გახდა, სანამ ის ფრიდლინს შეხვდებოდა.

რობერტ ფრიდლინი რომელიც მოგვიანებით ასევე გახდა მილაირდელი ბიზნესმენი და რომელიც ეწეოდა ბიზნესს, სადაც ის ყიდდა ლიცენზიებს ბუნებრვი რესურსების მოპოვებაზე. ამგვარ ბიზნესში წარმატებას მან მიაღწია ძრითადად გარკვეული პიროვნული თვისებების ხარჯზე, რაც მოიაზრებს ძირითადად იმას, რომ მას უბადლოდ შეეძლო ხალხზე მანიპულაცია, მათზე თითქოს ქარიზმატული შელოცვის გაკეთებით.

ფრიდლინი ასევე იყო პრობლემების შემქმნელი, ის მუდამ დაინტერესებული იყო, რომ არ ეცხოვრა ჩვეულებრივი ცხოვრებით - და ის იმდენად იყო ამაში ათქვეფილი, რომ მას შეეძლო ყველა წესის დარღვევა, თუნდაც ამ წესების დარღვევას, მისთვის ციხეში მოხვედრის ალბათობას საგრძნობლად გაეზარდა.

მაგალითად: როდესაც ფრიდლინი კოლეჯში მეორე კურსზე იყო, ის დააპატიმრეს 24,000 ნარკოტიკული აბის ფლობის გამო. მას ამ გარემოების გამო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც ავღნიშნე: რობერტ ფრიდლინის გავლენით, სტივ ჯობსს უამრავი თვისება ქონდა კოპირებული. საერთოდ მასწავლებლებს არ უყვართ ესეთი მოზარდები და ადრეულ პერიოდებში სოციუმი მათ მუდამ ერჩის. იმიტომ, რომ ისინი მუდამ უგულვებელჰყოფენ და არღვევენ საერთო თამაშის წესებს.

იცით, იმ მრავალი კომპლიმენტიდან და დახასიათებიდან რაც კი სტივ ჯობსზე გამიგია, რობერტ ფრიდლინის დახასიათება მგონი ყველაზე უჩვეულოა, უსმინეთ რას ამბობს ის:

📚 ”ის, რაც მე მუდამ მანცვიფრებდა სტივ ჯობსში, იყო მისი ინტენსივობა. რითიც არ უნდა ყოფილიყო ის დაინტერესებული, იქნებოდა ეს რაიმე საკითხი, გარემოება, ან ნებისმიერი რამ, მას ეს ყოველივე ზოგადად ირაციონალურ უკიდურესობამდე მიჰყავდა”

და აქ, ეს წინადადება ძალიან მნიშვნელოვანია: ირაციონალურ უკიდურესობამდე მიჰყავდა. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მეტად ღირებული ბიზნესი, მარტივი იდეის ირაციონალურ ტერიტორიაზე გადაყვანით. ეს არის ის, რასაც ჩარლი მუნგერის ამბობს:

📚 “იპოვნეთ მარტივი იდეა და სერიოზულად მიუდექით მას”.

და აქ მინდა წავიკითხო ციტატა ჩარლი მუნგერის ერთ-ერთი მიმართვიდან, შეხედეთ რას ამბობს მუნგერი:

📚 ”ბიზნესში, ჩვენ ხშირად გვხვდება გარემოებები, სადაც გამარჯვებული სისტემა თითქმის სასაცილოდ გამოიყურება და ის განვითარდა ერთი ან რამდენიმე ცვლადის (იდეის) მაქსიმიზაციის ან მინიმიზაციის შედეგად.”

და აქ (იდეის) მაქსიმიზაციის ან მინიმიზაციის უკან იგულისხმება სწორედ იდეის ან კონცებციის ირაციონალურ უკიდურესობამდე მიყვანა.

კიდევ უფრო თვალსაჩინოთ და გასაგებად რომ ავხსნა რა იგულისხმება ირაციონალურ უკიდურესობამდე მიყვანაში, მინდა მოვყვე ერთი ისტორია.

მაგალითად: იცით თუ არა, რომ კორპორატიული ხედვის ჩამოსაყალიბებლად, ათწლეულების განმავლობაში, კომპანია Apple-ი იყენებდა პაბლო პიკასოს ნახატს სახელიად “ხარი”.

1945 წელს პაბლო პიკასომ შექმნა ნახატი სახელად "ხარი", რომელიც შედგება 11 ნახატისგან. წარმოიდგინეთ 11 ხარის გამოსახულება.


ყოველი მომდევნო ხარის გამოსახულება, გამარტივებულად და აბსტრაქტულად გვევლინება მის წინამორბედ გამოსახულებასთან შედარებით. პიკასოს მიზანი იყო "მხეცის სულის" პოვნა. სტივ ჯობსი კომპანია Apple-ში თანამშრომლებს სწორედ ამ ფილოსოფიას აზიარებდა.

გრაფიკულ გამოსახულებაზე სწორედ პიკასოს ეს ნამუშევარი არის გამოსახული. თუ დააკვირდებით პიკასოს ნახატს ხარის გამოსახულება პროგრესირებს პირველი რეალისტური ნახატიდან და 11 ვარიაციის შემდეგ, ბოლო, მე-11 ნახატი არის, ხარის ფორმის გამომკვეთი რამოდენიმე ხაზი.

ვემოთ მოცემულია ნახატის 1-ლი, მე-4 და საბოლოო გამოსახულება.

ხარის გამოსახულება პროგრესირებს:

  • რეალისტური ნახატი

  • დეკონსტრუირებულ, "აბსტრაქტული" სტილით

  • ფორმის გამომკვეთი ხაზები 11 გამეორების საშუალებით პიკასო ამარტივებდა გამოსახულება მანამ, სანამ არ დაიჭირა ხარის „არსი“

11 გამეორების საშუალებით პიკასო გზადაგზა ამარტივებდა გამოსახულებას (აცილებდა ზედმეტს) მანამ, სანამ არ დაიჭირა ხარის „არსი“. ანუ ის რამოდენმე მინიმალისტური ხაზი რაც აბსოლიტურად საკმარისია ხარის ფორმის გამოსახატავად. ამ მინიმალისტურ ხაზებს ერთი შტრიხიც რომ დააკლოთ ხარის არსი სამუდამოდ იკარგება.

👋 პიკასომ ამგვარი აბსტრაქციის პროცესის შესახებ თქვა შემდეგი:

📚 "ორი ხვრელი. ეს არის სახის სიმბოლო, და ეს ორი ხვრელი აბსოლიტურად საკმარისია სახის წარმოჩენისთვის. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ასეთი მარტივი ფორმით. დაუკვირდით! ყველაზე აბსტრაქტული სწორედაც რომ შეიძლება რეალობის მწვერვალი იყოს"

განა ეს გენიალური ნათქვამი არ არის.

“ყველაზე აბსტრაქტული შეიძლება რეალობის მწვერვალიც კი იყოს.

და სწორედ ეს იგულისხმება როდესაც საუბარია იდეის ან კონცებციის ირაციონალურ უკიდურესობამდე მიყვანა-ში.

განა ეფლის მაუსი, ან ეფლის ტელეფონი რომელსაც ერთი ღილაკი აქვს, ეს ირაციონალურ ტერიტორიაზე გადასვლა არ არის? გაიხსენეთ პირველი მობილური ტელეფონები უამრავი ღილაკებით. სწორედ ამ ირაციონალურ ტერიტორიაზე გასვლამ მოკლა უამრავი ტელეფონის მწარმოებელი კომპანია. Nokia, BlackBerry და სხვა უამრავი.

ირაციონალურ უკიდურესობამდე მიყვანაა ის, რასაც აკეთებს პიკასო, რასაც აკეთებს სტივ ჯობსი და რაზეც საუბრობს ჩარლი მუნგერი.

და სწორედ რობერტ ფრიდლინმა ასწავლა ჯობსს რეალობის გამრუდება, და სანაცვლოდ გონებაში ირაციონალური წარმოსახვითი რეალობის შექმნა. წარმოიდგინო ნივთები ირაციონალურ ტერიტორიაზე როგორი სახე ექნებიდა.

თავად ფრიდლინი? ის იყო ქარიზმატული, ამავე დროს არაკეთილსინდისიერი პიროვნება. მას შეეძლო სიტუაციების და გარემოებების საკუთარი, ძალიან ძლიერი ნების ქვეშ მოქცევა. ის იყო ცვალებადი ხასიათის, საკუთარი თავში უზომოდ დარწმუნებული, დიქტატორული თვისებებით აღჭურვილი. იცით, ანალოგიურად შეიძლება სტივ ჯობსის დახასიათებაც. სტივი დაემსგავსა რობერტს მასთან გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შედეგად.

უამრავი ბიოგრაფია მაქვს წაკითხული და ერთი რამ, რაც ამ გენიალურ ადამიანების უმეტესობას აერთიანებს არის ის, რომ მათ არ აინტერესებთ სკოლა, მაგრამ მათ ყველას უყვარს კითხვა და კიდევ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი არ იყვნენ დაინტერესებული ფორმალური განათლებით ან ჩვეულებრივი გზით მიეღოთ განათლება, არამედ ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლით იყვნენ დაკავებულნი.

ერთხელ სტივ ჯობსის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა თქვა: „მე არასდროს ვიტყოდი უარს იმ კურსების გავლაზე, რომლებიც სავალდებულო იყო რომ გამევლო“.

“სავალდებულო” და „მნიშვნელოვანი“ აქ ნიშნავს იმას, რასაც სოციუმი და სხვები მნიშვნელოვნად თვლიან და არა იმას, რასაც შენს გარშემო შემორტყმული სამყარო თვლის მნიშვნელოვნად.

და სწორედ ფიქრის ეს წყობა არის განსხვავება მათ შორის.

ჯობსი ასევე ხშირად საუბრობს: “მიჰყევით ინტუიციას, როგორც ინტელექტის დამოუკიდებელ ფორმას”

სასწავლებელი რომელიც მიატოვა სტივ ჯობსმა, მისი დეკანი ესე აღწერს ჯობსის მიერ სასწავლებლის მიტოვებას. მისი თქმით, სტივი უარს ამბობდა ავტომატურად ცოდნის მიღებაზე და მას ყველაფრის დამოუკიდებლად შესწავლა სურდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ სურდა სტივ ჯობსს ყოფილიყო რადიკალურად განსხვაებული ფიქრით აღჭურვილი, ვიდრე იყო სოციუმი.

ამას წინათ ჩავწერე პოდკასტი: “როგორ კეთდება დიდი საქმეები” სადაც ვსაუბრობ სწორედ აი ამ ფენომენზე. როდესაც სასწავლებლები მოზარდებს აიძულებენ თითქოს მიიღოს საყოველთაო ჭეშმარიტება პირდაპირ, დაეჭვების და კითხვების დასმის გარეშე.

მოვიყვან იმ პოდკასტიდან ამ ციტატას:

მოზარდებში საწყის ეტაპებზე დაბნეულობა ძირითადად სასკოლო სისტემების ბრალია. სკოლები, უამრავი არასაჭირო სწავლებით უვსებენ მოზარდებს თავებს და ამით თითქოს პასიურობისკენ უბიძგებენ - ასწავლიან, რომ პრობლემები სამყაროში უკვე კარგად არის იდენტიფიცირებული და ისინი უკვე გადაჭრილია გარკვეული ცოდნით და თითქოს ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნია და თითქოს გაიძულებენ ამ ცოდნის უპირობოდ მიღებას.

სინამდვილეში არავინ ასწავლის მოზარდებს პრობლემის ამოცნობას, მათ იდენტიფიცირების ხერხებს და რაც მთავარია, არავინ ასწავლის დაფიქრებას: როგორ გადაჭრან ეს პრობლემა. აიძულებენ რომ ჩაიდონ თავში მზა მოცემულობები, ცდილობენ დააინსტალირონ ცოდნა მოზარდების გონებაში, თითქოს ცდილობენ შექმნან დრონები და ეს დამღუპველია.

მაგალითად: ის რაც მოზარდს ფიქრისკენ უბიძგებს არის ის, რომ ანახო მას ზღვარი, ზღვარი “არ ვიცისა” და “ვიცის” შორის და დააფიქრო აღმოჩენაზე, დააფიქრო გამოგონებაზე.

მაგალითად მე კაგად მახსოვს ჩემი შნაგანი განწყობა, ჩემს ბავშობაში მუდამ მაინტერესებდა სად იყო ზღვარი “არ ვიცის” და “ვიცის” შორის. ანუ რა გადაუჭრელ პრობლემას ებრძოდა მეცნიერება მაგალითად ფიზიკაში, მათემატიკაში ან რომელიმე სფეროში. მინდოდა, რომ ეს რომელიმე მასწავლებელს ეთქვა და აეხსნა ან მიენიშნებინა. იმას თუ რას ვგულისხმობ ამ ზღვარში, მარტივად ესე ავხსნი:

იცით, სასკოლო სისტემა არცერთ ეტაპზე არ მოიაზრებს აუხსნან ან მიაწოდონ მოზარდებს ინფორმაცია, კაცობრიობის მიერ გადაუჭრელ საკითხებზე. არცერთმა სკოლადამთვრებულმა და არც უმაღლესდამთავრებულმა არ იცის არცერთი საკითხი, რომელიც აქტუალურია მსოფლოს სამეცნიერო წრეებში. საკითხები რომელთაც მეცნიერება და კაცობრიობა ებრძვის და ჯერ არ არის გადაჭრილი.

იცით ვინ არის კარგი მასწავლებელი? ის ვინც მოზარდს დაანახებ სამეცნიერო საზოგადოებაში ზღურბლს რის იქითაც ცოდნა გაუკვალავია, ვინც წაიყვანს მოზარდს ღობესთან. ამგვარი ქცევა ეს შეიძლება გახდეს ერთგვარი ტრიგერი, იგივე გამოწვევა მოზარდებისთვის, ამგვარი ინფორმაცია შეიძლება გახდეს მოზარდისთვის კატალიზატორი დაფიქრებულიყვნენ ამგვარ გადაუჭრელ პრობლემებზე, ბოლოს და ბოლოს შენ ხდები ის რაზეც ფიქრობ. რაღაც მომენტში ეს ხდება შენი იდენტობა და შენ როგორც მასწავლებელი ნაცვლად იმისა, რომ ასწავლიდე შენს წარსულს, მას უნდა ასწავლო მისი მომავალი და მომავლის სწავლა ხდება დაფიქრებით იმ საკითხებზე რაც ამოუცნობია, რისი ამოხსნაც და გარკვევაც წინ წაწევდა ადამიანთა რასას.

ამგვარი მიდგომით, მასწავლებელი შეძლებდა გაეღვივებინა მოზარდის ინტერესი და აღეგზნო ის სწავლისთვის. ამგვარი მიდგომა მოზარდისთვის ინტრიგის შემცველიიქნებოდა და სწორედ ამ დროს პრაგმატული მიდგომაა საგნების და საკითხების არა წაღმა სწავლა, იოლიდან რთულისკენ, არამედ უკუღმა სწავლა, რთულიდან იოლისკენ.

შეუსწავლელი და აღმოუჩენელი საკითხის ან პრობლემის უკუღმა, შემადგენელ საკითხებად დაშლა და ამ დაშლილი ინგრედიენტების (საკითხების) ნაწილ ნაწილ შესწავლა. ამ დროს მოზარდი მიზანს ხედავს, ხედავს იმას თუ რაში სჭირდება დაშლილი ინგრედიენტების სწავლა და როგორ თანამშრომლობენ საკითხები ერთმაენთთან და ეს ხომ ძალიან სახალისოა.

დაშლილი ნაძვისხის აწყობასა და აწყობილი ნავისხის დაშლას შორის განსხვავება ის არის რომ აწყობილს როცა შლი, საბოლოო სახე იცი და იცი დაშლილი ნაწილები რა საერთოს შემადგენელი იყო, იცი როგორ თანამშრომლობენ ეს ნაწილები ერთმანეთთან იცი თითოეულს რა ადგილი ეკავა სრულ ნაძვისხეში. როცა ახალი ნაძვისხის აწყობას ცდილობ, მეტს ვარაუდობ და ლოკალურად ფიქრობ.

სწავლა იწყება რთულის დაშლით, სვლა რთულიდან იოლისკენ, ანუ ზემოდან ქვემოთ, ისე როგორც იშლება ნაძვის ხე.

სწავლის დროს მნიშვნელოვანია რომ მოზარდს ესმოდეს, რომ გარანტირებული და ტაბუდადებული ცოდნა არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია შენს თავხედურ და ონავარ გონებაზე, არასდროს იფირო ჩარჩოებში და არასდროს მიიღო საყოველთაო ცოდნა, როგორც სრული ჭეშმარიტება.

ერთხელ უსმენდი ილონ მასკის ინტერვიუს და ის ერთ მომენტში ყვება სწავლასთან დამოკიდებულებაზე და ის კარგ ანალოგს ყვება:

📚 თუ გსურთ ბავშვებს ასწავლოთ თუ როგორ მუშაობს ავტომობილის ძრავა, ამბობს ის: არ არის საჭირო ჯერ ვასწავლოთ თუ რომელი ქანჩი რა ჭანჭიკის მოსახსნელად გვჭრდება და რომელი სახრახახნისი რა ადგილზე უნდა გამოვიენოთ ძრავის დასაშლელად. უბრალოთ აჩვენეთ მათ ძრავა და უთხარით, რომ დაშალონ ეს ძრავა. ”შემდეგ ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც არის ის, რომ ბავშვებისთვის ინსტრუმენტების შესაბამისობა აშკარა ხდება” და ნელ-ნელა დაშლილი ძრავის ნაწილების მნიშვნელობასაც, ნათელი ეფინება. ეს მიდგომა ავითარებს საწყისი პრინციპეპიდან ფიქრის შესაძლებლობას მოზარდებში და ის უმნიშვნელოვანესია. ამ დროს სწავლობს მოზარდი ნებისმიერი ფრაგმენტის მნიშვნელობას, მათ ფუნქციას და იმას თუ ეს ფრაგმენტი სხვა ფრაგმენტთან როგორ თანამშრომლობს. და მისი თვისებების კიდევ ღრმა შესწავლა მოგცემთ ცოდნას როგორ ჩაანაცვლოთ, ან როგორ გამოაკლოთ ან მიუმატოთ ახალი ფრაგმენტები სრულიად სისტემას. იმისთვის რომ სისტემა გარდაქმნათ სხვა სახის სამუშაოების შესასრულებლად.

და ეს არის უკუღმა ფიქრის და უკუღმა სწავლის უპირატესობა და ეს უფრო სახალისოა ვიდრე თავიდან სახრახნისის და ბრტყელტუჩას დანიშნულების სწავლა იმის გააზრების გარეშე თუ სად და რა ვეთარებებში შეიძლება მათი გამოყენბა.

და სწორედ ამაზე საუბრობს სტივ ჯობსის ინსტიტუტის დეკანი როცა ამბობს:

“სტივი უარს ამბობდა ავტომატურად ცოდნის მიღებაზე და მას ყველაფრის საწყისი პრინციპეპიდან შესწავლა სურდა, მას დამოუკიდებლად სწავლა უნდოდა”

ხშირად ცხოვრებაში გვხვდებიან ადამიანთა იმგვარი კატეგორიები, რომლებიც ჩვენი ჩამოყალიბების ფუნდამენტურ საყრდენებად იქცევიან ხოლმე. სტივ ჯობსისთვის კიდევ ერთ-ერთი ამგვარი ადამიანი იყო ნოლან ბუშნელი, და მას სტივი შეხვდა როდესაც ის იყო 19 წლის.

მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ სად შეხვდა ჯობსი ნოლან ბუშნელს. ეს მართლაც საინტერესოა.

ეს ხდებოდა 1970-იან წლებში. იმ დროს სტივ ჯობსი 19 წლის იყო.

არსებობდა ესეთი ყოველდღიური გაზეთი, სან ხოსე მერკურის და იქ ქვეყნდებოდა ტექნოლოგიური კომპანიებში მიმდინარე ვაკანსიები და ამგვარი ვაკანსების რაოდენიბა გაზეთის 60 გვერდს ავსებდა. თავად ეს გარემოება ცხადჰყოფს, რომ ეს პერიოდი არის ტექნოლოგირუი ბუმის საწყისი პერიოდი. და სწორედ ერთ-ერთმა ამგვარმა ვაკანსიამ მიიბყრო ჯობსის ყურადღება. ვაკანსიის განმარტებაში ეწერა: „გაერთე და თან იშოვე ფული“. სტივიც სწორედ ამგვარ სამუშაოზე ფოკუსირებდა.

იმ დღეს ჯობსი, ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანიის, Atari-ს ფოიეში შევიდა და კადრების სამსახურის დირექტორს, რომელიც მის მოუწესრიგებელი თმას და ჩაცმულობას გაოცებული უყურებდა, უთხრა, რომ მანამ არ წავიდოდა შენობიდან, სანამ სამსახურში არ აიყვანდნენ. 😄

აი ეს თვისება - უკან დახევაზე უარის თქმა, იმის რწმენა, რომ რეალობა უფრო მოქნილია და მყიფეა, ვიდრე ადამიანების უმეტესობა ფიქრობს და შეიძლება რეალობა მოირგო და არ დათანხმდე და ითამაშო სხვების თამაშის წესებით. აი ეს ფიქრი ჯობსს მთელი ცხოვრების განმავლობაში ახლდა თან. ნოლან ბუშნელი ამგვარ დამოკიდებულებას ახალისებდა.

კომპანია Atari-ს დამფუძნებელი ნოლან ბუშნელი იყო მეწარმე, რომელიც ქარიზმატული ხედვის მქონე ადამიანი იყო. კომპანიის დაარსების და პოპულარობის მოპოვების შემდეგ, ის მისაბაძი მაგალითიც გახდა ბევრი ანტერპრენერისთვის. ის Rolls Royce-ით დადიოდა და ხანდახან პერსონალის შეხვედრებს ჯაკუზიში ატარებდა, სადაც მისი თანამშრომლები თათბირის დროს მარიხუანასაც კი ეწეოდნენ.

როგორც ზემთ ავღნიშნეთ, სტივის კოლეჯის მეგობარი, რობერტ ფრიდლინი მსგავსად, ნოლან ბუშნელმა ასევე შეძლო თავისი ხიბლი და ქარიზმატულობა ეშმაკურ ძალად ექცია, რათა თავისი პიროვნების გავლენით რეალობა შეეცვალა, ადამიანები დაეშინებინა და მათ წარმოდგენა შეეცვალა, ეს მანიპულატორული თვისებებია რომელიც როგორც ჯობსის სიყრმის მეგობარს რობერტ ფრიდლინმა გააჩნდა და ასევე გააჩნდა ის Atari-ის დამფუძნებელს ნოლან ბუშნელსაც. ჯობსი ბუშნელის კომპანიაში პირველი 50 თანამშრომლიდან ერთ-ერთი გახდა.

კომპანია Atari-ში მუშაობის დაწყების მერე, ის თითქოს კიდევ შეიცვალა, ის რეგულარულად არ ბანაობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ თუ მხოლოდ ვაშლს ან ბოსტნეულს მიირთმევდა, მას ხშირად ბანაობა არ მოუწევდა. ამის შესახებ რამდენიმე სასაცილო ისტორიაც კი არსებობს. ბუშნელის თვალთახედვით სტივი მას ერთგვარ უცნაურ ადამიანათ მიაჩნდა. მიუხედავად ამისა, მას მოსწონდა უცნაური ადამიანები, მეამბოხეები და არაკონფორმისტები. მან თქვა, რომ სტივ ჯობსის არასასიამოვნო სუნი და ქცევა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

კმპანიაში თანამშრომლები ვერ ჰგუობდნენ ჯობსთან მუშაობას. ამის გამო ის ღამის ცვლაში გადაიყვანეს სამუშაოდ. თანამშრომლები მას ახასიათბდნენ, არადამაკმაყოფილებლად: „არ მინდა ამ ბიჭთან მუშაობა; ის იდიოტია და საშინელი სუნი ასდის“.

განყოფილების მენეჯერმა მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც განიხილა, მაგრამ ბოლოს ყველა შეთანხმდა, რომ სტივი ღამის ცვლაში გადაეყვანათ.

ნოლან ბუშნელისგან ჯობსმა ორი ძირითადი გაკვეთილი ისწავლა:

  1. პროდუქტები შეიძლება იმდენად მარტივი იყოს, რომ მათ ინსტრუქციებიც კი არ სჭირდებოდეს.

  2. სინამდვილეში, ახალგაზრდა ადამიანისთვის საკუთარი ბიზნესის დაწყება ეს მარტივად შესაძლებელია.

ჯობსი აფასებდა Atari-ს თამაშების სიმარტივეს. მათ ინსტრუქციები არ სჭირდებოდათ და იმდენად მარტივი იყო, რომ სრულიად დამწყებსაც კი შეეძლო მათი გაგება.

ჯობსი მოხიბლული იყო იმ იდეით, რომ საკუთარი კომპანიის დაარსება შეეძლო. მას საკუთარი ბიზნესის დაწყების მხურვალე სურვილი გაუჩნდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება რომელიც ჯობსს გააჩნდა, იყო ის, რომ ის არავითრ შემთხვევაში არ ემორჩლებოდა სხვების შეხედულებებს და მათ მგონიაზე აზრს არასდროს ჩამოიყალიბებდა. მას ქონდა დაუჯერებლის დაჯერების უნარი და მას შეეძლო სხვებიც დაერწმუნებინა იმაში, რაც მათთვის აბსოლიტურად წარმოუდგენელი იყო.

ეს არის - მოკლე ისტორია მისი რწმენისა და თავდაჯერებულობის გადამდები ბუნების შესახებ.

ჯობსის მეგობარი ელიზაბეტ ჰოლმსი განმარტავს, რომ ჯობსს შეეძლო სხვები შთაეგონებინა გაეკეთებინათ ისეთი რამ, რაც მათ შეუძლებლად მიაჩნდათ.

ის თავის მაგალითზე ყვება ამას:

ერთ დღეს ჯობსმა ჰოლმსს შესთავაზა, რომ ისინი ჯობსის მანქანით ერთად წასულიყვნენ მეგობრის ვაშლის პლანტაციებში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლმსმა არ იცოდა ავტომობილის მართვა და მითუმეტეს ვერ ერკვეოდა მექანიკური სიჩქარეების გადაცემათა კოლოფის ავან ჩავნას.

როგორც კი ისინი გზატკეცილზე გავიდნენ, ჯობსი გადმოჯდა მგზავრის ადგიზლე და ჰოლმსი აიძულა საჭესთან დამჯდარიყო და მანამ მწყემსავდა ჰოლმსს, სანამ ავტომობილით საათში 50 მილის სიჩქარე არ განავითარებინა, ამის შემდეგ მან ბობ დილანის სინგლი Blood on the Tracks ჩართო, თავი საჭესთან მჯდომი ჰოლმისი ალთაში ჩადო და დაიძინა. ისე რომ ჰოლმსი ავტომობილს მართავდა.

ჰოლმსი იხსენებს, ჯობსი ხშირად ამბობდა:

“მე ყველაფრის გაკეთება შემიძლია და ასე, რომ შენც შეგიძლია”. მან საკუთარი სიცოცხლე მის ხელში ჩადო, მას მიანდო, და ამ პასუხისმგებლობამ აიძულა ჰომსი ის გაეკეთებინა, რისი გაკეთებასაც, მისი აზრით, ის ვერასდროს შესძლებდა.

ეს არის დამოკიდებულება, ეს არის პოსტულატი რითიც ის მუდამ მოქმედებდა და სხვებსაც აიძულებდა ესე ემოქმედათ. და ეს ძალიან ძლევამოსილი გონების წყობაა.

ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გაკვეთილია: რომ დაუკვირდეთ, ჩვენ ყველანი გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე თავად გვგონია. ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ჩვენს გარშემო არსებულ რეალობაზე, მაგრამ პირველი ნაბიჯი არის იმის დაჯერება, რომ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია.

💡 საკუთარ თავში ეჭვის შეტანა ოცნებების მკვლელია. ადამიანი, რომელსაც არ სჯერა, რომ შეუძლია მიაღწიოს იმას, რაც სურს, ამას ვერასდროს გააკეთებს.

სტივ ჯობსი სპექტრის სრულიად საპირისპირო მხარეს იყო. მას სჯეროდა, რომ თავისი რწმენისა და ნებისყოფის ძალით შეეძლო შეექმნა სრულიად ახალი სამყაროები ბიზნესში. როგორც ეს მას არაერთხელ გამოუვიდა.

აქ მიდნა წიგნის თხრობას გადაუხვიო და მისი პიროვნების ამ თვისების მოქმედებებაში ყოფნის მკაფიო მაგალითი მოვიყვანო, ეს არის ის თუ როგორ შეეძლო მას ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა.

არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგრამ სტივ ჯობსმა iPhone-ი 2007 წლის 9 იანვარს წარადგინა. დიდი და მქუხარე პრეზენტაციის ქვეშ.

ყველაზე გავლენიანი ფრაზა იყო Today Apple is going to reinvent the phone.

ძირითადი პრეზენტაციიდან ბევრი რამ გახდა სიახლე და ცნობილი, მაგრამ ჩემი საყვარელი დეტალია ის გარემოება, რომ იმ დღეს პრეზენტაციაში გამოყენებული iPhone-ის ეკრანი, რომელიც სტივს ხელში ეჭირა, პლასტმასისგან იყო დამზადებული. 😄

რატომ მიზიდავს ეს იდეა? იმიტომ, რომ როდესაც 2007 წლის ივნისში , პრეზენტაციიდან 6 თვის შემდეგ ტელეფონის გაყიდვები დაიწყო, iPhone-ის ეკრანი უკვე შუშისგან იყო დამზადებული და ამის მოყოლის ისტორია ჯობსის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო - და სასაცილო - ისტორიაა. რომელსაც მე ელხა გაგანდობთ.

ეს ასევე შესანიშნავი ფანჯარაა იმისთივს, რომ ამ ისტორიის მოყოლის პრალალელურად გავიგოთ კომპანია Corning-ის შესახებ რომელიც არის სამრეწველო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია მინისა და კერამიკის ნედლეულის დამზადებაში.

მოკლედ ისტორია იყო ესე:

მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის პრეზენტაცია ძალიან წარმატებული იყო, ჯობსი ძალიან უკმაყოფილო იყო პლასტმასის ეკრანით (რომელიც iPod-ის ეკრანის მსგავსი იყო). მისი მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ ეკრანი ძალიან მოკლე ხანში ნაკაწრებით ივსებოდა და ეს ძალიან, ძალიან უშნო შესახედი იყო.

კომპანია Apple-ში მცირე iPhone-ის გუნდმა ადრე გატესტა iPhone-ზე მინის ეკრანი, მაგრამ მინის ეკრანი ოდნავ სტრესსაც ვერ უძლებდა და ის მცირე მანძლიდან ვარდნის შემთხვევაში იმსხვრეოდა.

თავის წიგნში „ერთი მოწყობილობა“, ბრაიან მერჩანტი იხსენებს ჯობსის საუბარს Apple-ის საშუალო დონის აღმასრულებელთან, და ამ საუბრის შინაარსი და ტონი სიბრალულით აღგავსებთ Apple-ის თანამშრომლების მიმართ:

📚 „ამას შეხედე“, - უთხრა [ჯობსმა] საშუალო დონის აღმასრულებელ დირექტორს, მას ხელში ეჭირა iPhone-ის პროტოტიპი, რომელსაც პლასტმასის მთელი ეკრანი ნაკაწრებით ჰქონდა სავსე - ტელეფონის ჯიბეში მოთავსების მერე, ლითონის ხურდებთან შეხების და გასაღებების მსხვერპლი გამხდარიყო. — 📚 „შეხედეთ ამას. რა ხდება ეკრანთან დაკავშირებით?“ გაცხარებული კითხულობდა ჯობსი „კარგი, სტივ“, - თქვა ერთმა მენეჯერმა, - „ჩვენ გვაქვს შუშის ეკრანის პროტოტიპი, მაგრამ ამ პროტოტიპმა ასიდან ასჯერ ვერ გაიარა ერთი მეტრიდან ვარდნის ტესტი, ის მუდამ იმსხვრევა“ — 📚 ჯობსმა შეაწყვეტინა და ყვირილით მიმართა. „მე უბრალოდ მაინტერესებს, შენ აპირებ თუ არა ამ ჯანდაბა პრობლემის მოგვარებას? და შენ შეგიძლია საკითხების მოგვარება? რომ რაღაცამ საბოლოოდ კარგად იმუშაოს? “.

რამოდენიმე მინიშნება ამ საუბართან დაკავშირებით:

სტივ ჯობსს სურდა მინის ეკრანი და iPhone-ის ეკრანისთვის და მის დეველოპერ გუნდს ექვსი თვე ჰქონდათ ამის შესასრულებლად.

ეს ისტორია იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც Apple პარალელურად iPod-ის კონცებციას ავითარებდა, სინამდვილეში ჯობსმა ჯერ iPod-ი შექმნა და შემდეგ iPhone-ი.

და კიდევ ერთი ისტორეია ამავე წიგნიდან, რომელსაც კავშირი აქვს iPhone-ის შექმნასთან.

როდესაც დიზაინერებმა მას ანახეს iPod-ის პროტოტიპი, ჯობსმა ის უმალ უარჰყო. ჯობსს მიაჩნდა, რომ MP3 ფლეიერის პროტოტიპი ძალიან მოცულობითი და მძიმე იყო ხელში დასაჭერად. ჯობსმა მოითხოვა ინჟინრებისგან და დიზაინერებისგან, რომ მათ უფრო პატარა ვერსია დაემზადებინათ.

📚 ინჟინრებმა აუხსნეს, რომ iPod-ის უფრო პატარა ვერსიის შესაქმნელად მათ გამოგონების ხელახლა გამოგონება სჭირდებოდათ და მისი უფრო პატარა ზომის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჯობსი ერთი წამით ჩაფიქრდა. — 📚ბოლოს ის წამოდგა, მიუახლოვდა საკონფერენციო ოთახის ბოლოში თევზების აკვარიუმს და iPod-ი აკვარიუმში ჩააგდო. მას შემდეგ, რაც iPod-ი აკვარიუმის ფსკერზე დაეშვა, iPod-იდან ბუშტები ზედაპირზე ამოტივტივდა. — 📚„შეხედეთ, ეს ჰაერის ბუშტებია“, - ნერვიულად და მკვახედ თქვა მან. „ეს ნიშნავს, რომ იქ კიდევ არის ადგილი. დააპატარავეთ!

მოდით, იმისათვის რომ კარგად გავიაზროთ iPhone-ის ეკრანის შექმნასთან დაკავშირებული ისტორია გვჭირდება გავიცნოთ კომპანია Corning Inc. ამ კომპანიის ისტორია იწყება 1851 წელს. ეს არის კომპანია რომელიც ამზადებს მინის და კერამიკის ნედლეულს, დღეს ის ერთ-ერთ თუ არა ერთადერთი მსხვილი მომწოდებელია Gorilla Glass ეკრანებისა.

Gorilla Glass ეს არის მყარი, გამძლე და ნაკაწრებისადმი მდგრადი მინის ბრენდი, რომელიც შემუშავებულია კომპანია Corning-ის მიერ. ის იდეალურია სმარტფონების, პლანშეტების, ლეპტოპების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ეკრანების დასამზადებლად.

2005 წელს კომპანია აკვირდებოდა მაღალი კლასის დასაკეცი ტელეფონების (მაგ. Nokia, Motorola. ) აღმავლობას და ფიქრობდა, რომ შეძლებდა ნაკაწრებისადმი მდგრადი მინის კომერციალიზაციას, რომელიც ათწლეულების წინ შეიქმნა, მაგრამ ვინაიდან მასზე მოთხოვნა არ იყო, ამიტომ ამ ტექნოლოგიის მინა არ იწარმოებოდა საერთოდ.

iPhone-ის პრეზენტაციიდან მოკლე ხანში ჯობსი შეხვდა Corning-ის აღმასრულებელ დირექტორს, ვენდელ უიკს, რათა განეხილათ Gorilla Glass-ის შესაძლებლობები.

📚 ჯობსმა უიკსს უთხრა, რომ მას ეჭვი ეპარებოდა, Gorilla Glass-ის მახასიათებლებში და იმაში, რომ ის საკმარისად კარგი იყო და ქვეყნის წამყვანი მინის მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს დაუწყო ახსნა და სწავლება თუ როგორ მზადდებოდა მინა.

„შეგიძლიათ მოკეტოთ“, - შუა საუბარში შეაწყვეტინა ჯობს საუბარი უიკსმა, - „და მომეცით საშუალება, რომ მცირე მეცნიერებას გაზიაროთ?“

**ჯობსი უცებ იყიდა უიკსმა საქმის უბადლო ცოდნით და სტივ ჯობსმა ჯობსისეული სტილის შესაბამისად, კომპანია Corning-ს იმხელა შეკვეთა მისცა, რამდენის დამზადებაც მათ რამდენიმე თვეში თეორიულად, ყველაზე პესიმისტური სცენარით შეეძლოთ.

„ჩვენ არ გვაქვს საკმარისი სიმძლავრები ამისთვის“, - უპასუხა მოცულობის სიდიდით გაკვირვებულმა უიკსმა. „ამჟამად ჩვენი არცერთი საწარმო არ აწარმოებს ამგვარ მინას. ამ მოცულობის მინის დამზადებას საწარმოებს მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია და გადაკეთბა დასჭირდებათ“.**

ჯობსმა მოდუნება გაუპროტესტა უიკსს, რომ შეკვეთის დროულად დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა.

„ნუ გეშინია“, - უპასუხა ჯობსმა. „გაითვალისწინე, მე ამას შევძლებდი და შენც შეგიძლია ამის გაკეთება“.

ვალტერ აიზეკსონი წიგნში ჰჯვება: უიკსმა გაოცებულმა თავი გააქნია, როდესაც ის ამ ამბავს მიყვებოდა. „ეს ექვს თვეზე ნაკლებ დროში მოვახერხეთ“, - თქვა მან. „ჩვენ დავამზადეთ მინა, რომელიც არასდროს, არავის დაუმზადებია“.

განა ეს გენიალური და ამავე დროს ჯობსისეული ისტორია არ არის? ის ჯობსის მითოლოგიის ყველა ნოტს ასახავს:

სრული თავდაჯერებულობა (შერეული სულელურ ქცევასთან):

-„მან სცადა ქვეყნის წამყვანი მინის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისთვის აეხსნა, თუ როგორ მზადდებოდა მინა“ 😃

ცხადი ხედვის ქონა:

-ჯობსი მზად იყო შეეცვალა შეხედულება, თუ ის დარწმუნდებოდა საწინააღმდეგოში. - მას მერე რაც ის აზიარეს მეცნიერებას - ის მოიხიბლა უიკსით და ასევე მან დაინახა Gorilla Glass-ის პოტენციალი.

რეალობის გამრუდება:

„ნუ გეშინია, დაუკვირდი, მე ამას შევძლებდი და შენც შეგიძლია ამის გაკეთება“.

აქ ჩანს თვისებების ერთობლიობა რომელიც წარმოუდგენელი საქმეების კეთებისთვის უბრალოდ აუცილებელია. იმ საქმეების კეთებისთვის, რომელიც წარმოსახვის მიღმა ძევს.

და ეს არის სტივ ჯობსი in action. და ეს შესანიშნავი ისტორიაა.

დაუბრუნდეთ წიგნის განხილვას.

ჯობსმა ასევე ნოლან ბუშნელისგან ისწავლა, რომ არასდროს დანებებულიყო და წარუმატებლობას არ შეგუებოდა. ნოლანი „არას“ პასუხად არ იღებდა და სტივი ამ თვისებას საქმის კეთების უმთავრეს ინგრედიენტად თვლიდა. ნოლანი სტივისთვის მენტორი და გზამკვლევივით იყო.

მოკლე ხანში, სტივ ჯობსი სტივ ვოზნიაკს დაუმეგობრდა. ვოზნიაკი ძალიან ნიჭიერი ინჟინერი იყო, მაგრამ სტივ ჯობსის სრულიად საპირისპირო პიროვნებას წარმოადგენდა.

ეს უკვე კომპანია Apple-ის მოკრძალებული დასაწყისია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის მოხიბლული ვარ იმით, თუ როგორ იწყება ყველაფერი დიდი და გრანდიოზული, უმნიშვნელოთი და პატარათი. ვოზნიაკმა ერთხელ თქვა, რომ მას კომპიუტერების გაყიდვა არასდროს უფიქრია, სანამ სტივმა არ შესთავაზა ეს იდეა: „მოდი, მივცეთ მას ფორმა და ვცადოთ რამდენიმეს გაყიდვა“.

ჯობსმა იცოდა, როგორ აღეგზნო ვოზნიაკი. ის არ აპელირებდა, რომ ისინი აუცილებლად გამოიმუშავებდნენ ფულს. ის ამბობდა, რომ ეს სახალისო თავგადასავალი იქნებოდა: „მაშინაც კი, თუ ჩვენ ფულს დავკარგავთ, ჩვენ კომპანია გვექნება“, -

აი ამ კუთხით აწვდიდა ის ვოზნიაკს გონების საკვებს. 😄

მოგვიენბით ვოზნიაკი იხსნენებს: „მე აღფრთოვანებული ვიყავი ჩვენზე ასე ფიქრით - ორი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც კომპანიას ქმნიან. მაშინვე ვიცოდი, რომ ამ იდეისთვის ყველაფერს გავაკეთებდი“.

საჭირო თანხის შესაგროვებლად ვოზნიაკმა გაყიდა თავისი HP-65 კალკულატორი, ჯობსმა კი - საკუთარი Volkswagen-ის ფირმის მინივენი. მათ ამით დაახლოებით $1300 დოლარის საბრუნავი კაპიტალი შეაგროვეს, რომ დაეარსებინათ საკუთარი კომპიუტერული კომპანია.

ჯობსს ზოგჯერ დემონები მართავდნენ. მას ჰქონდა თავხედობა, რომელიც ეხმარებოდა საქმეების მოგვარებაში. მას შეეძლო ყოფილიყო ქარიზმატული და მომაჯადოებელი, მაგრამ ასევე შეეძლო ყოფილიყო ცივი და ძალიან სასტიკი.

ვოზნიაკის შეხედულებით, ჯობსი უცნაური ადამიანი იყო. ასევე, ვოზნიაკს ჯობსის ბიზნეს მისწრაფებები უცნაურად მიაჩნდა. „მე არასდროს მომდომებია და აზრადაც არასდროს გამივლია უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ან მაზოლზე ფეხი დამედგა ვინმესთვის, მაგრამ სტივს შეეძლო უცნობ ადამიანებთან დაერეკა და მათთვის რაღაც დავალებები მიეცა და ასევე მოეთხოვა რაღცეები“, - ამბობდა ვოზნიაკი.

Apple-ის პირველი პროდუქტი იყო ვოზნიაკის მიერ დამზადებული. მათ პირველი მომხმარებლები იპოვეს Computer Club-ის შეხვედრებზე, სადაც ტექნოლოგიების მოყვარული ადამიანები იკრიბებოდნენ, იდეებს ცვლიდნენ, და როგორც წესი, უფასოდ.

ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე იმყოფებოდა კაცი, სახელად პოლ ტერელი. მას ორი ან სამი პატარა ტექნოლოგიური მაღაზია ჰქონდა, სახელად Byte Shops და იმიტომ ესწრებოდა ამგვარ კლუბებში შეხვედრებს, რომ გასაყიდად პოტენციური პროდუქტები აღმოეჩინა.

ჯობსი აღფრთოვანებული იყო ტერელისთვის კომპიუტერის კერძო დემონსტრაციის ჩატარებით. ტერელიზე ჯობსმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჯობსს სავიზიტო ბარათი გადასცა და უთხრა: „აუცილებლად დაერეკა მისთვის“.

Apple-ის ადრეული ისტორიის ერთ-ერთი ღირებული მომენტი ის ფაქტია, რომ Apple-ის სულ პირველი კომპუტერის გაყიდვა ფეხშიშველი განხორციელდა. მეორე დღეს, ჯობსი ფეხშიშველი შევიდა Byte Shop-ში და მიყიდა პოლ ტერელს კომპიუტერი. 😃

ტერელი დათანხმდა 50 კომპიუტერის შეკვეთას, მაგრამ ერთი პირობით: მას არ სურდა მხოლოდ 50 დოლარიანი დაფებზე დაკრული მიკროსქემები. ამის ნაცვლად, მას სურდა დაფებზე სავაჭრო სახის მიცემა. მათი შეფუთვა, რისთვისაც მზად იყო, ამ სახის თითო კომპიუტერში $500 დოლარი გადაეხადა.

ეს არა მხოლოდ სასაცილო ისტორიაა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია. ჯობსმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო პოლ ტერელისგან, რადგან ტერელს მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა.

ამან გამოიწვია Apple II-ის შექმნა, რომელიც Apple-ის ადრეულ დღეებში ყველაზე კომერციულად წარმატებული პროდუქტად იქცა.

პერსონალური კომპიუტერების ფესტივალზე ჯობსი მიხვდა, რომ ტერელი მართალი იყო: პერსონალური კომპიუტერები სრული პაკეტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, იდეა, რომელიც დღეს ჩვენთვის აშკარაა, მაგრამ ეს არ იყო ესეთი აშკარა საწყის ეტაპზე.

ჯობსმა გადაწყვიტა, რომ შემდეგ Apple-ს სჭირდებოდა შესანიშნავი ქეისი, ჩაშენებული კლავიატურა და ინტეგრირებული კომპონენტები - კვების წყაროდან დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული. ესე შეიქმნა მის გონებაში პირველი კომპიუტერის პროტოტიპი.

შესანიშნავი პოდკასტი მაქვს ჩაწერილი “როგორ კეთდება დიდი საქმეები” და ამ პოდკასტში ვსაუბრობ “არაფრიდან” ხელშესახებ მოცემულობაში იდესი გადაყვანის პროცესზე და მგონი ეს კარგი დეფინიციაა. მოვუყვან ამ პოდკასტიდანა მონარიდს:

დაიწყეთ უმნიშვნელოთი და გზადაგზა ისწავლეთ სწრაფად. თქვენი პირველი ნაბიჯი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სრულყოფილი და სწორი. სრულყოფილიც, რომ იყოს ეს შენთვის უკმაყოფილების მიზეზი უფრო უნდა იყოს, ვიდრე დამწყების წარმატებისგან მიღებული სიხარულის. ამ დროს აუცილებლად რაღაც უნდა გასწავლოს ამ პირველმა ნაბიჯმა, თუნდაც განახოს დასაწყისის რამოდენიმე ვარიაცია. ის უბრალოდ არ შეიძლება წარმატებული იყოს, ის აუცილებლად უნდა იყოს შეცდომა.

დაუკვირდით: თითქოს ერთ დროს უმარტივესი, გართობის მიზნით წამოწყებული იდეა, როგორ იცვლება და მუტაციას განიცდის და როგორ იძენს ფორმას სტივის გონებაში. და ეს შესანიშნავია.

ჩვენ აღარ გვქონდა მიზნად იმ მცირერიცხოვანი, ტექნოლოგიების მოყვარული ადამიანების მოზიდვა, რომლებსაც ჩხირკედელაობა უყვარდათ. ჩვენი მიზანი ყველასთვის და ყველასთან მისვლა გახდა. ამის გააზრება ასე შეიძლება:

📚 თუ შეგიძლია, რომ რაღაც უფრო მარტივი გახადო ანუ გაამარტივო, შენ ყოველთვის შეგიძლია ბაზრის გაფართოება - გააფართოვო შენი პოტენციური მომხმარებლების ბაზარი მხოლოდ შენი პროდუქტის გამოყენების გამარტივებით. და ამას ქვია მაშტაბირება. (scaling)

წიგნში არის ფრაზა, რომელიც ამბობს, რომ Apple II-მა პერსონალური გამოთვლების ეპოქა დაიწყო. ეს იყო გარღვევის პროდუქტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კომპანია Apple-ს, ბიზნეს სამყაროში დამკვიდრებისთვის.

აი ამ ეტაპზე ისინი მიხვდნენ, რომ მეტი ფული და მეტი კვლევები სჭირდებოდათ, რადგან ცხადად არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. მათი წარმოსახვით, სრულყოფილი პროდუქტის წარმოებაში გაშვება დაახლოებით $200,000 დოლარი დაჯდებოდა.

ჯობსი ნოლან ბუშნელს დაუკავშირდა. ბუშნელმა აღნიშნავს: „სტივმა მკითხა, $50,000 დოლარს თუ ჩავდებდი და ის ამ ინვესტირების სანაცვლოდ კომპანიის მესამედს დამითმობდა“. ბუშნელმა თქვა: „მე იმდენად ჭკვიანი ვიყავი, რომ ჯობსს უარი ვუთხარი“. ეხლა ძაან სასაცილოა ის, რომ მე ამ გადაწყვეტილების გამო არ ვტირი.

როგორც ავღნიშნე ნოლან ბუშნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ჯობსის ცხოვრებაში, რომელმაც გავლენა მოახდინა სტივ ჯობსზე და ხელი შეუწყო მის ჩამოყალიბებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელზეც მოგვიენბით ვისაუბრებ, არის მაიკ მარკულა.

მაგრამ მანამდე მინდა დავამატო ის, რომ ნოლან ბუშნელი ასევე იყო ის, ვინც სტივს ტექნოლოგიურ სამყაროში უამრავი საინტერესო ადამიანი გააცნო. სწორედ ნოლანმა შესთავაზა სტივს, რომ მას დონ ვალენტინისთვის, რომლეიც იყო Sequoia Capital-ის დამფუძნებლი, მისთვის დაერეკა და მისთვის შეეთავაზებინა ის წინადადება, რისი შეთავაზებაზეც თვითონ უარი განაცხადა. $50,000-ის სანაცვლოდ კომპანიის მესამედის დათმობა.

როგორც ავღნიშნე დონ ვალენტინი იყო Sequoia Capital-ის დამფუძნებელი რომელმაც მონაწილეობა მიიღო ორი ალბათ უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე მთვარი ეტაპის დასაწყისში:

  1. სილიკონის ჩიპების დაბადებაში

  2. ვენჩურული კაპიტალის ინდუსტრიის შექმნაში და მომდევნო განვითარებაში.

თვითონ Sequoia Capital-ი, ერთ-ერთი პირველი ვენჩურული კაპიტალ ინვესტმენტ კომპანია გახლდათ, რომელიც ინვესტირებას ახდენდა ახლადწამოჩეკილ ბიზნესიდეებში. სტივ ჯობსი სწორედ დონ ვალენტინთან მივიდა კომპანიისთვის ფინანსების მოსაძებლად.

დონ ვალენტინისგან რამდენიმე ციტატას გეტყვით სტივ ჯობსის დახასიათების მხრივ. სტივი კონტრკულტურის განსახიერება იყო, ის არ ფიქრობდა ისე როგორც ფიქრობდა ყველა. რომ დაუკვირდეთ დონ ვალენტინი მხოლოდ ზედაპირულ შეხედულებებზე დაყრდნობით არ გახდა სილიკონის ველის გამორჩეული ინვესტორი. მან როდესაც ჯობსის ბიზნესიდეა მოისმინა, ჯობსს ესეთი რამ უთხრა, და ეს ძალიან, ძალიან გონიერი მიგნებაა, როგორ ხედავს და აფასებს ღირებულებას დონ ვალენტინი, უსმინეთ რას ეუბნება ის სტივ ჯობს:

„მისმინე, შენ რაღაც გაქვს. ვგრძნობ, რომ ღირებულია, მაგრამ არა საკმარისი, მე არ მყოფნის. შენ თუ ჩემი ფული გინდა. მოკლედ თუ გინდა, რომ დაგაფინანსო, პარტნიორად ერთი ადამიანი უნდა გყავდეს, რომელსაც მარკეტინგი და დისტრიბუცია შესანიშნავად ესმის“

ჯობსი პასუხობს: „კარგი, გამომიგზავნე სამი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, თუ ვის ფიქრობ, რომ ამ საქმეში გამომადგება“.

ვალენტინი სთავაზობს რამოდენიმე კანდიდატს და სტივი ერთ-ერთ მათგანზე თნხმდება - და ეს არის კაცი სახელად მაიკ მარკულა, რომელიც კომპანია Apple-ში მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ალბათ ყველაზე კრიტიკულ როლს შეასრულებს.

როდესაც მარკულა და სტივი ერთმანეთს შეხვდნენ, მარკულას, ისევე როგორც სტივს, გრანდიოზული ხედვები აქვს. მარკულას გეგმა ისახავს კომპიუტერების ბაზრის მაშტაბირებას. ის საუბრობდა კომპიუტერის ჩვეულებრივი მოსახლეობის სახლებში და სამუშაო მაგიდებზე განთავსებაზე. რომ ჩვეულებრივ ადამიანებს გამოეყენებინათ კომპიუტერები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის საუბრობდა - ისეთი რაღაცეების კეთებაზე, როგორიცაა რეცეპტების შენახვა ან ჩეკების წიგნაკის და საყოფაცხოვრებო ხარჯების ბალანსის კეთება. იმ დროს, 1970-იან წლებში, ამგვარი ხედვა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

მარკულამ წარმოუდგენელი პროგნოზი გააკეთა, მან თქვა: „ორ, სამ წელიწადში ჩვენ Fortune 500-ის კომპანია გავხდებით“. ეს ინდუსტრიის დასაწყისია, თქვა მან და მართალიც იყო. Apple-ს Fortune 500-ში შესასვლელად შვიდი წელი დასჭირდა. მარკულას პროგნოზის დროულობა არა მაგრამ სულისკვეთება გამართლდა.

სტივმა მოგვიანებით ისაუბრა იმაზე, რაც მარკულასგან ისწავლა. მაიკმა ის ნამდვილად აიყვანა თავის მფარველობის ქვეშ. მისი ღირებულებები ემთხვეოდა სტივის ღირებულებებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს არ უნდა დაარსო კომპანია მხოლოდ იმისთვის, რომ გამდიდრდე. შენი მიზანი უნდა იყოს ისეთი რამის შექმნა, რისიც გჯერა და ისეთი კომპანიის შექმნა, რომელიც დიდხანს გაძლებს.

მაიკმა დაწერა ერთგვერდიანი ნაშრომი სახელწოდებით „Apple-ის მარკეტინგის ფილოსოფია“, რომლის პოვნაც ინტერნეტში შეგიძლიათ და აუცილებლად გირჩევთ მის წაკითხვას. მასში მხოლოდ სამი მთავარი პუნქტია განხილული და ესენია:

  1. თანაგრძნობა (ემფატია): ჩვენ ნამდვილად უკეთ გავიგებთ მომხმარებლის საჭიროებებს, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა კომპანია შეძლებს.

  2. ფოკუსი: იმისათვის, რომ კარგად შევასრულოთ ჩვენი საკეთებელი, უნდა გამოვრიცხოთ ყველა უმნიშვნელო შესაძლებლობა რაც ყურადღებას ბიდნავს. ეს არის მთავარი იდეა, რომელსაც სტივი მთელი ცხოვრების განმავლობაში იმეორებდა.

  3. პრეზენტაბელურიბა: ადამიანები კომპანიის ან პროდუქტის შესახებ მოსაზრებებს იყალიბებენ, მის მიერ გადმოცემული სიგნალების საფუძველზე. ადამიანები წიგნს ყდის მიხედვით აფასებენ და ყდის მიხედვით ყიდულობენ.

მოგვიანბით სტივ ჯობსმაც ისაუბრა: „ჩვენ შეიძლება გვქონდეს საუკეთესო პროდუქტი, უმაღლესი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ., მაგრამ თუ მათ უხარისხოდ წარმოვადგენთ, უდიერად შევფუთავთ, ისინი აუცილებლად უხარისხოდ აღიქმება. მაგრამ თუ მათ შემოქმედებითად და პროფესიონალურად წარმოვადგენთ, ჩვენს პროდუქტს მომხმარებლის თვალში სასურველ თვისებებს მივაწერთ“.

საწყის პერიოდში კომპანი Apple-ს პრეზიდენტი მაიკ სკოტი მართავდა, სტივს კი პროდუქტის განვითარების და მართვის ხაზისთვის უნდა ეხელმძღვანელა. სტივმა გადაწყვიტა, რომ მას სურდა ინჟინერი გამხდარიყო და არა მენეჯერი და მას არ სურდა ადამიანების მართვა.

ასევე დიდი უხერხულობა იყო სტივის ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემები. ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ვეგანური დიეტა ნიშნავდა, რომ მას არ სჭირდებოდა დეოდორანტის გამოყენება ან რეგულარული შხაპის მიღება.

თანამშრომელბს შეხვედრებზე ზოგჯერ სტრესის მოსახსნელად მისი ჭუჭყიანი ფეხების ყურება უწევდათ. სტივი ფეხებს საპირფარეშოს უნიტაზში ისველებდა - წარმოიდგინეთ პრაქტიკა, რომელიც აშკარად უსიამოვნო იქნებოდა მისი კოლეგებისთვის.

Apple-ის პირველი ჰიტ-პროდუქტი - Apple II-ი იყო, ის პროდუქტი რომელიც ის მომდევნო 16 წლის განმავლობაში იყო დომინანტი პროდუქტი და თითქმის ექვს მილიონ ერთეულზე მეტი გაიყიდა. ეს იყო რეკორდული მაჩვენებლები და მიჩნეულია, რომ ამ მოდელმა პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრია წამოიწყო.

სტივს ჯობსის ხშირად ციტირებდა პიკასოს, რომელმაც თქვა:

📚 „კარგი მხატვრები აკოპირებენ; დიდი მხატვრები იპარავენ”

სტივ ჯობსმა დასძინა: „ჩვენ ყოველთვის უსირცხვილოდ ვიპარავდით დიდ იდეებს“ და სწორედ აქ მოიპარავს ის გრაფიკული ინტერფეისის იდეას, რომელიც ჩვენს უმეტესობას კომპიუტერებთან ურთიერთობის საშუალებად ვიცით.

ძალიან საინტერესოა, როგორ მოუვიდა მას ეს იდეა. ის Xerox PARC-დან მოიპარა. კომპანია Xerox-ში PARC-ი ეს მათი კვლევისა და განვითარების განყოფილება იყო, სადაც გონებამახვილი ინჟინრები ცდილობდნენ უახლესი ტექნოლოგიების შემუშავებას - რომელთა უმეტესობას არასდროს უნახავს დღის შუქი. სტივმა აიღო მათი იდეა და მოახდინა მისი კომერციალიზაცია.

ამბობენ, რომ Xerox-ის ვენჩურული კაპიტალის განყოფილებას სურდა Apple-ში მოეხდინა ინვესტირება. 1979 წლის ზაფხულში ჯობსმა შეთავაზება გაუკეთა: „მე მოგცემთ უფლებას, Apple-ში მილიონი დოლარის ინვესტირებისა, თუ თქვენ PARC-ში გამიხსნით კარებს და მაჩვენებთ რა ხდება ფარდის უკან “. Xerox-მა მიიღო და დათანხმდა Apple-ისთვის ეჩვენებინა მათი ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები.

ჯობსი და მისი კოლეგები Xerox PARC-ის ტექნოლოგიების სანახავად როდესაც მივიდნენ, ისინი გაოცებულები დარჩნენ. ჯობსი აქეთ-იქით დახტოდა სიხარულისგან და ამბობდა, რომ ვერ იჯერებდა, იმას რასაც ხედავდა და რომ კომპანია Xerox-ს ეს პროდუქტები და ტექნოლოგიები არ ქონდა კომერციულად ჩაშვებული. „ოქროს მაღაროზე ზიხარ ბიჭებო“, - ყვიროდა სტივი პატარა ბავშვივით რომელიც უდიდესი სათამაშების მაღზიაში მოხვდა და უფლება აქვს ყველაფრი წაიღოს სახლში. „ვერ ვიჯერებ, რომ Xerox-ი ამით არ სარგებლობს!“

ჯობსი და მისი გუნდი იმდენად გაოცებულები იყვნენ გრაფიკული ინტერფეისით, თითქოს თვალებზე ფარდა აეხადათ. ჯობსმა თქვა:

📚 „მე ცხადად ვნახე მომავალი, ის თუ როგორი იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების მომავალი“.

ამ ეტაპზე Apple-ის ისტორიაში ბევრი რამ ხდებოდა. ისინი გრაფიკულ ინტერფეისს როგორც Lisa-ზე, ასევე Macintosh-ზე იყენებდნენ. ისინი საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის ემზადებოდნენ და ყველა ელოდა, რომ Macintosh დიდი ჰიტი გახდებოდა. მაგრამ სტივი - ამ დროს სტივ ჯობსი არის 25 წლის - ის ჯერ კიდევ არ იყო მზად. და ეს არის ის, რომ ის რეალურად ჯერ არ მართავდა კომპანიას.

აქ ცხადად ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს ჰქონდა წარმატებული პროდუქტი, არავინ მართავდა კომპანიას სრულყოფილად. ეს გახდა ყველაზე დიდი პრობლემა. მაიკ სკოტიც და მაიკ მარკულაც აპირებდნენ Apple-ში წესრიგის დამყარებას და ისინი სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი იყვნენ ჯობსის დესტრუქციული ქცევით და საშინელი მენეჯმენტის უნარებით. მაგრამ ამ დროს ჯობსი არ იყო მენეჯერი, ის არ იყო შენაგანად მენეჯერი, არ იყო მმართველი, ის ვერ გრძნობდა თავს მმართველად.

1980 წლის სექტემბერში მაიკ სკოტმა და მაიკ მარკულამ ფარულად დაგეგმეს კომპანიის რეორგანიზაცია. ჯობსმა დაკარგა კონტროლი კომპიუტერზე, რომელსაც მან თავისი ქალიშვილის სახელი ლისა დაარქვა. მას ასევე ჩამოართვეს კვლევისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. იგი დაინიშნა საბჭოს არააღმასრულებელ თავმჯდომარედ. ამ თანამდებობამ მას საშუალება მისცა დარჩენილიყო Apple-ის საჯარო სახედ, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ მას არ ჰქონდა კომპანიაზე ოპერაციული კონტროლი.

ვფიქრობ, სტივ ჯობსის შესახებ წიგნების კითხვისას ორი რამის სწავლა შეიძლება:

დიდი განსხვავებაა შესანიშნავი პროდუქტის შექმნისა და შესანიშნავი კომპანიის შექმნის უნარს შორის.

ჯობსი ყოველთვის ნიჭიერი იყო შესანიშნავი პროდუქტების შექმნაში, მაგრამ მან არ იცოდა შესანიშნავი კომპანიის შექმნა და წარმატებული ორგანიზაციის მართვა მანამ, სანამ მეორედ არ დაბრუნდა კომპანია Apple-ში.

დაფიქრდით - ეს სიგიჟეა. ის 42 წლის იყო, სანამ არ დაამტკიცებდა, რომ შეეძლო შესანიშნავი კომპანიის შექმნა და მართვა. ის 20 ან 21 წლის იყო, როდესაც მან სამყაროს აჩვენა რომ მას შეეძლო შესანიშნავი პროდუქტის შექმნია. მას დიდი დრო დასჭირდა იმის შესასწავლად რაც შესანიშნავ ორგანიზაციის შექმნისთვის არის საჭირო.

მე ვფიქრობ, რომ სტივ ჯობსის შესწავლა საინტერესო სწორედ ამიტომ არის. ის ეტაპობრივად ვითარდება და მისი ბიოგრაფია გადაშლილი ინსტრუქციას გავს, როგორ იმოქმედო როგორც ინოვატორმა და ამავე დროს როგოც გალესო შენი თავი როგორც იდეალურმა CEO-მ.

ის იყო სულით ხორცამდე ინოვატორი. იმ დღეს, როდესაც მან Macintosh-ი წარუდგინა საზოგადოებას, Popular Science-ის რეპორტიორმა ჯობსს ჰკითხა, თუ რა ტიპის საბაზრო კვლევა ჩაატარა მაკინტოშის შესაქმნელად. ჯობსმა დაცინვით უპასუხა: „ჩაატარა თუ არა ალექსანდრ გრეჰემ ბელმა რაიმე საბაზრო კვლევა როცა ის იგონებდა ტელეფონს??“

ზემოთ ვისაუბრე, გახსოვთ ის იდეა? სადაც სტივმა Xerox-ს გრაფიკული ინტერფეისის კონცებცია მოპარა? თავის მხრივ, ბილ გეიტსმა ეს იდეა სტივ ჯობსს მოპარა. მათ ამაზე ხმაურიანი კამათიც კი ჰქონდათ.

მინდა ამ გარემოებას ხაზი გაუსვა, რადგან ეს შეხსენებაა იმისა, რომ პროდუქტები კი არ ეჯიბრებიან ერთმანეთს; ეს კომპანიები ეჯიბრებიან ერთმანეთს. და აქ ბილ გეითსის პასუხი სტივისადმი, როდესაც სტივი მას უყვიროდა, უბრალოდ ფანტასტიკურია, და გენიალურია. უსმინეთ რა პასუხო გასცა გეითსმა სტივს. გეითსმა თქვა:

📚 „კარგი, სტივ, ვფიქრობ, რომ ამ გარემოების დასანახად ერთზე მეტი გზა არსებობს. და მგონი ეს ხედვის კუთხე უფრო ღირებულია ვიდრე შენ გგონია, წარმოიდგინე, რომ ჩვენ ორივეს გვყავდა მდიდარი მეზობელი, სახელად Xerox-ი, და მე მის სახლში შევედი ტელევიზორის მოსაპარად და აღმოვაჩინე, რომ შენ ის უკვე მოგიპარავს“.

ერთი რამ, რაც ბილ გეითსისგან და ზოგადად Microsoft-ისგან შეიძლება ვისწავლოთ, არის შეუპოვრობა. წიგნში ის პერიოდი როლმეზეც ეხლა ვსაუბრობთ Microsoft-ისთვის არის იგივე პერიოდი როდესაც მათ გამოუშვეს Windows-ი, რომელიც ჯობსმა იგრძნო, რომ მისგან მოიპარეს. მაშინაც კი, დასაწყისშივე Windows იყო უხარისხო პროდუქტი - მას აკლდა Macintosh-ის ინტერფეისის ელეგანტურობა, მოქნილობა.

ტექნოლოგიური ჟურნალების რეპორტიორები და მიმომხილველები Microsoft-ის Windows-ს დასცინოდნენ და ცუდად მოიხსენიებდნენ, ხოლო მომხმარებლები ზედ არ უყურებდნენ. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ხშირად ხდება Microsoft-ის პროდუქტების შემთხვევაში, აი მაგალითად არავინ იყენებს Microsoft-ის Bing-ს მაგრამ ის შეუპოვრად მაინც არსებობს და ვითარდება, სწორედ ამ შეუპოვრობამ საბოლოოდ Windows-ი გააუმჯობესა და შემდეგ დომინანტურიც კი გახადა, აი ამას ვგულისხმობ შეუპოვრობაში.

ჯობსის უკმაყოფილება და აღშფოთება გასაგები იყო. Apple უფრო ინოვაციური, წარმოსახვითი, ელეგანტური, ბრწყინვალე დიზაინით იყო შექმნილი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-მა შექმნა უხეშად კოპირებული პროდუქტების სერია, მან ოპერაციული სისტემების ომი მაინც მოიგო. ამან გამოავლინა სამყაროს ფუნქციონირების ძალიან ესთეტიკური ხარვეზი:

📚 საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ყოველთვის არ იმარჯვებენ.

თუ ამას გარკვეულ დებულებამდე მივიყვანთ, ის ალბათ ესე გაიჟღერებს:

📚 პროდუქტები არ ეჯიბრებიან ერთმანეთს; კომპანიები ეჯიბრებიან ერთმანეთს.

და ეს კონცებცია ის, რომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა კომპანიის ხელში, სხვადასხვა განვითრებას ჰპოვებს და ეს განვითარება დამოკიდებულია კომპანიის ხედვაზე, სტრატეგიაზე და მენეჯნემტის თვისებებზე. ძალიან გავს ბიზნესიდეას რომელიც სხვადსხვა ადამიანის გონებაში სხვადასხვა განვითარებას ჰპოვებს.

აი მაგალითად როგორც ზემოთ შევიტყვეთ, კომპანია Xerox-ი იყო ინოვაციური იდეების ინკუბატორი სტივისთვის და გეითსისთვის, სადაც უამრავი კარგი იდეა იქმნებოდა და მაგიდაზე იდო, მაგრამ მათ კომერციალიზაცია არ და ვერ ხდებოდა. მაგრამ როგორც კი ეს პროდუქტები იხილეს სხვა კომპანიის CEO-ებმა, ისინი მოიპარეს განავითარეს და შედეგად სამყაროს ხედვის კუთხე შეცვალეს. მართლია განსხვავებული გზებით მაგრამ შეცვალეს. რატომ ვერ ქნა ეს კომპანია Xerox-მა?

და აქ მინდა წიგნიდან გადაუხვიო და ამ კონცებციაზე სხვა ხედვის კუთხიდან შეგახედოთ. იმას რასაც ეხლა ვაპირებ ცხადჰყოფს იმას, თუ რა კავშირი აქვს ევოლუციურ ბიოლოგიას ბიზნეს ეკოსისტემასთან. და ეს უბრალოდ შესანიშნავი ხედვის კუთხეა. მაგალითად დავაკვირდეთ ევოლუციური ბიოლოგიის ხედვის კუთხიდან. აქ ძალიან საინტერესო პარალელები იკვეთება.

ამ შემთხვევაში კომპანია Microsoft-ი და კომპანია Apple-ი ძალიან გვანან ჰიენას და მელიას. და აქ რამოდენიმე პარალელის გავლება შეიძლება

1 პარალელი. ჰიენა Microsoft-ი და მელია Apple-ი.

ჰიენები დაჟინებული, ოპორტუნისტული და ადაპტირებადი მტაცებლები არიან. მათ ყოველთვის არ აქვთ, არ გააჩნიათ მტაცებლის ელეგანტურობა ან დახვეწილობა, მაგრამ გადარჩენის და გამრავლების შესანიშნავი თვისებები გააჩნიათ. ეს თვისებებია დაჟინებულობა, სოციალური სტრუქტურისა (ჯგუფურობა) და მინიმალური შესაძლებლობების გამოყენების უნარი.

მელიები ჭკვიანი, მოქნილი და მაღალ სპეციალიზებული მტაცებლები არიან, რომლებსაც აქვთ უნარები ჩასაფრების უნარები თვდასხმის უნარები თვის მოკატუნებების უნარები, სიცბიერე, ეშმაკობა და ელეგანტურობა.

ანალოგია: Apple წარმოადგენს მელიას - ინოვაციურ, ელეგანტურ და მაღალ სპეციალიზებულ მტაცებელს, რომელსაც უამრავი ხრიკი გააჩნია არსენალში. Microsoft წარმოადგენს ჰიენას - დაჟინებულ, ოპორტუნისტული და შეუძლია გაუძლოს და გადალახოს კონკურენცია, საწყისი და მოხდენილი ელეგანტურობის გარეშეც კი.

ჰიენები საბოლოოდ დომინირებენ ეკოსისტემაში დაჟინებულობისა და ადაპტირების უნარის წყალობით, Microsoft-მა მოიგო „ოპერაციული სისტემის ომი“, თავდაპირველად შექმნილი დაბალი ხარისხის პროდუქტების მიუხედავად.

2 პარალელი. კომპანიები, როგორც ორგანიზმები. პროდუქტები, როგორც ფენოტიპები,

ევოლუციურ ბიოლოგიაში, ორგანიზმის ან უჯრედის ან ცხოველის ინდივიდუალური თვისებები (რომელსაც ეწოდება ფენოტიპები) შეიძლება არ განსაზღვრავდეს გადარჩენას. მაგალითად: მხოლოდ სწრაფი სირბილი არ იყოს გადარჩენის ძირითადი მიზეზი; არამედ ორგანიზმში სხვადასხვა უნარების და თვისებების ერთობლიობა განსაზღვრავს სრული ორგანიზმის გადარჩენას.

ბიზნესში ეს ანალოგიაა შემდეგი სახის: კომპანია (Microsoft ან Apple) არის მთელი ორგანიზმი, ხოლო პროდუქტები (როგორიცაა Windows ან Macintosh) ეს ორგანიზმის თითო, ინდივიდუალური თვისებაა. მახასიათებლებია, და ბიზნესგარემოში კონკურენციას უწევს ერთმანეთს ორგანიზმები (Microsoft ან Apple) და არა მათი ინდივიდუალური თვისებები ამ შემთხვევაში პროდუქტები (როგორიცაა Windows ან Macintosh)

ზემო მაგალითიდან ჰიენა და მელიას მეტაფორიდან Microsoft-ის ორგანიზაციული მდგრადობა უფრო ძლიერი გადარჩენის სტრატეგიების მქონე ორგანიზმს წააგავს, ხოლო Apple-ის ინოვაციური პროდუქტი ძლიერი, ესთეთიური, მაგრამ შესაძლოა უფრო მყიფე თვისებების იყოს.

სწორედ ამიტომ გავიმეორებ:

📚 საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ყოველთვის არ იმარჯვებენ. და მათ გამარჯვება დამოკიდებულია ორგანიზმზე (კომპანიაზე) და მასში სხვა, კავშირში მყოფი ფუნქციების და თვისებების ერთობლიობაზე.

3 პარალელი. ევოლუციური შეიარაღების რბოლაში - გამძლეობა ამარცხებს ინოვაციას.

სახეობებს შორის შეიარაღების რბოლაში ზოგჯერ ნაკლებად სპეციალიზებული, მაგრამ უფრო ადაპტირებადი და გამძლე სახეობა ამარცხებს უფრო სპეციალიზებულ კონკურენტს.

ანალოგია: Microsoft-ის განმეორებითი გაუმჯობესებები და Windows-ის შემუშავებისადმი დაჟინებული მონდომება ევოლუციურ შეიარაღებულ რბოლას წააგავს, სადაც ადაპტირება და გამძლეობა უფრო სიცოცხლისუნარიანი თვისებაა, ვიდრე საწყის ეტაპზე შექმნილი უპირატესობა.

Apple-ის ინოვაციური უპირატესობა ანალოგიური იყო მაღალ სპეციალიზებული სახეობისა, რომელიც დაუცველია ცვალებადი გარემოსა და მდგრადი ზეწოლის მიმართ. მაგალითად: კოალები თითქმის ექსკლუზიურად ევკალიპტის ფოთლებით იკვებებიან, რაც მათ მაღალკვალიფიციურ ბალახისმჭამელებად აქცევს. ამიტომ ისინი დაუცველები არიან ცვალებადი გარემოსა და მდგრადი ზეწოლის მიმართ.

მეორს მხრივ ვირთხები ნებისმიე გარემოში გადარჩებიან სადაც ადაპტირება და გამძლეობა უფრო სიცოცხლისუნარიანი თვისებაა Apple-ი ამ შემთხვევაში კოალას წააგავს, ხოლო Microsoft-ი კი ვირთხას.

4 პარალელი. ნიშის მშენებლობა და ეკოსისტემის დომინირება

სახეობები, რომლებიც ქმნიან ან ადაპტირებენ გარემოზე, თავიანთი უპირატესობისთვის, ხშირად დომინირებენ ეკოსისტემებზე, მაშინაც კი, თუ ისინი არ იწყებენ უპირატესობებით და იწყებენ უპირატესობის დათმობით, კონკრეტულ მახასიათებლებში.

ანალოგია: Microsoft-მა შექმნა და ადაპტირება გაუკეთა თავის ეკოსისტემას (პარტნიორობა, ლიცენზირება კომპიუტერის მწარმოებლებისთვის) ბაზარზე დომინირებისთვის, ხოლო Apple უფრო მეტად ფოკუსირებული დარჩა თავის ნიშაზე დახურული აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

Microsoft-ის ეკოსისტემის მდგრადობა ასახავს სახეობას, რომელიც თავის გარემოს გადარჩენისთვის თვითონ აშენებს. ამ შემთხვევაში Microsoft გავს თახვებს რომლების ეკოსისტემის ინჟინრები არიან: თახვები აშენებენ კაშხლებს, რომლებიც ცვლის მდინარეების დინებას და ქმნის ტბორებს. ეს ახალი გარემო და ეკოსისტემა უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

თუ კარგად გავიაზრებთ ეს საკამოდ ღირებული პარალელებია ბიზნეს სამყაროსა და ევოლუციურ ბიოლოგიას შორის.

კეთილი, დაუბრუნდეთ წიგნის განხილვას.

ამ დროისთვის მათ უკვე გამოშვებული აქვთ Macintosh-ი. ეს პროდუქტი იყო სტივის გული და სული. Macintosh-ი პირველ ეტაპზე წარმატებული პროექტი იყო, მაგრამ შემდეგ გაყიდვების მოცულობა მკვეთრად დაეცა. ის არ იყო სრულყოფილი და ზოგიერთი დიზაინერული გადაწყვეტილებაც არ გამოვიდა.

ახლა, როდესაც დავუბრუნდით მაკინტოშს, რომელსაც იმ მომენტში გარკვეული პრობლემები ქონდა და ამავე დროს ჯობსს ქონდა უთანხმეობა მენეჯმენტთან.

ამ გარემოებაში მყოფი ჯობსი, სამი თვის შემდეგ საკუთარი კომპანიიდან გააგდეს, რადგან მაკინტოშის გაყიდვები კვლავ იმედგაცრუებას იწვევდა. 1985 წლის მარტში გაყიდვები დაგეგმილზე მხოლოდ 10 პროცენტი შეადგინა. ეს სიგიჟეა - მოლოდინზე 90 პროცენტით ნაკლები?

ჯობსი გაცოფებული იჯდა თავის კაბინეტში. ის დერეფნებში დახეტიალობდა და ყველას საყვედურობდა პრობლემების გამო. მისი განწყობის ცვალებადობა გაუარესდა და ასევე გაუარესდა მის გარშემო მყოფთა დამოკიდებულება.

გაძევებამდე ცოტა ხნით ადრე, მან გადატრიალების მოხდენა სცადა, მაგრამ ვერ გააცნობიერა, რომ საბჭო უკვე სკალიზე იყო აწყობილი. მას არანაირი ძალაუფლება აღარ ჰქონდა. ეს დამანგრეველი რამ იყო მისთვის.

მოგვიანებით, 2005 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე გამოსვლისას, მან Apple-დან გათავისუფლება საუკეთესო რამ უწოდა, რაც კი ოდესმე მომხდარა, მაგრამ იმ დროს ის, ღრმა დეპრესიაში იყო.

იცით, აიზეკსონმა დაწერა შესანიშნავი წიგნი რომელიც, ვფიქრობ, ყველა მეწარმემ და ბიზნესმენმა უნდა წაიკითხოს.

წიგნში თავმოყრილია სტივ ჯობსის მიერ მიღებული მრავალი გადაწყვეტილება, რომლებიც აშკარად არასწორი აღმოჩნდა. მაგრამ მიუხედავად ამისა მან შექმნა ბიზნესისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლევამოსილი კომპანია.

ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო სტივის ცხოვრებაში როდესაც ის წამოვიდა მის მიერ დაარსებული კომპანიიდან. ერთ შეხედვით ეს დიდი იმედგაცრუების და დეპრესიის პერიოდია მისთვია მაგრამ დააკვირდით რას აკეთებს ის.

რომ დაუკვირდეთ სტივი, მის მიერ დაარსებული კომპანიიდან წამოსვლის მერე ის გახდა კომპანია The Walt Disney Company (DIS) ერთადერთი უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი და ყველაფერი $5 მილიონ დოლარიანი ჩეკით დაიწყო. და ეს ისტორია ღირს მოსაყოლად.

როგორც ზემოთ ავღნიშნე1986 წელს სტივ ჯობსი თავისივე შექმნილი კომპანია Apple-დან აქციონერებმა გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის კომპანიას, რომელიც ერთ დღეს გახდება Pixar-ი, მას ერქვა Graphics Group-ი.

Graphics Group-ი ეკუთვნოდა ვარსკვავური ომების, Star Wars-ის შემქმნელს ჯორჯ ლუკასს.

იმ პერიოდში ჯორჯ ლუკასი განქორწინების შედეგად თავსდამტყდარი ვითარების უხერხულობებს ებრძოდა სასამართლოში და გარკვეული აქტივების გაყიდვა დასჭირდა.

სტივ ჯობსმა დაითანხმა ჯორჯ ლუკასი, გადაეხადა კომპანია Graphics Group-ის სანაცვლოდ $5 მილიონი დოლარი და მან კიდევ $5 მილიონის ინვესტიცია მოახდინა კომპანიაში. ეს გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ლუკასი ითხოვდა, მაგრამ დრო შესაფერისი იყო. ისევ იმიტომ რომ ჯორჯ ლუკასი განქორწინების გამო, გარკვეული აქტივების გაყიდვა სჭირდებოდა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სტივ ჯობსმა გამოთქვა ინტერესი Graphics Group-ის ტექნოლოგიის მიმართ.

როდესაც ის ჯერ კიდევ Apple-ში იყო, ჯობსი ცდილობდა Apple-ის აქციონერები დაერწმუნებინა ეყიდათ კომპანია Graphics Group-ი.

მათ უარი თქვეს. ისინი მეტად იყვნენ ფოკუსირებულები სტივის გათავისუფლებით.

ჯობსი ერთ-ერთ ინტერვიუში ხსნის, თუ რატომ იყო დაინტერესებული Graphics Group-ის შეძენით:

📚 „ეს ბიჭები ჩვენზე ბევრად წინ იყვნენ გრაფიკაში და გრაფიკულ დიზაინში, ბევრად წინ. ისინი ბევრად უსწრებდნენ ნებისმიერს ამ სფეროში. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრენდი იქნებოდა მომავალში."

მოგვიანებით კომპანიას გადაერქვა სახელი და ეწოდა Pixar-ი

რამდენიმე წლის უშედეგო მცდელობის შემდეგ, რომ მათ გაეყიდათ Pixar Image Computer-ები, Pixar-მა გადაწყვიტა, გადართულიყო ფილმების გადაღებაზე.

წლების განმავლობაში ცუდი გაყიდვებისა და მზარდი ხარჯების შედეგად მათ არ ჰქონდათ ნაღდი ფული. ამ პრობლემის გადასაჭრელად სტივ ჯობსმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სადაც ის იღებდა ვალდებულებას Disney-ისთვის, 3 ანიმაციური ფილმის წარმოებაზე.

ამ ფილმებიდან პირველი იყო ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სათამაშოების ისტორია (Toy Story)

— ეს იყო მსოფლიოში პირველი კომპიუტერული ანიმაციური ფილმი.

და აი სად ხდება ამბავი ძალზედ საინტერესო:

სტივ ჯობსის გენიალურობა ჩანს იმაში, რომ მან გადაწყვიტა გამოეყენებინა მომენტი: მონეტი რომელიც მოყვა ანიმაციური Toy Story-ის გამოშვებას. ეს იყო აჟიოტაში, მოულოდნელობა, ანშლაგი და დიდი ხმაური და ამ მომენტში სტივმა გადაწყვიტა კომპანია Pixar-ის აქციები გაეტანა საფონდო ბირჟაზე. ანუ გაეკეთებინა IPO.

დაუკვირდით დროის ქრონომეტრაჟს.

ანიმაციური ფილმი Toy Story გამოვიდა 1995 წლის 22 ნოემბერს.

Pixar-ის აქციები საფონდო ბირჟზე გამოჩნდა 1995 წლის 29 ნოემბერს. (ზუსტად ერთ კვირაში, მულტიპლიკაციური ფილმის პრემიერიდან)

კომპანია Pixar-ში სტივ ჯობსის ორ პარტნიორს - ედ კატმულს და ჯონ ლასეტერს - არ სურდათ კომპანია Pixar-ის აქციების საჯაროდ გამოშვება.

მათ ეგონათ, რომ ჯერ ამისთვის ადრე იყო. მათ ჯერ კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღება სურდათ. და როცა მოიხვეჭდნენ სახელს მერე გეგმავდნენ **IPO-**ზე გასვლას.

სტივმა სტრატეია განმარტა და დაარწმუნა პარტნიორები. მისი სამოქმედო სტრატეგია ძალიან ეშმაკური და ამავე დროს ჭკვიანური იყო. მან უთხრა პარტნიორებს:

დავუშვათ ჩვენი Toy Story დიდი წარმატებას აღწევს, (რომელიც მართლა აღმოჩნდა წარმატებული ის იყო — $370 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალის მაგენერირებელი).

როდესაც ეს მოხდება, Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი - მაიკლ ეიზნერი - აუცილებლად მიხვდება, რომ მან უნებლიედ შექმნა თავისი კონკურენტი Disney Animation-ისთვის. ჩვენ კი აქ მჯდომებმა ყველამ ვიცით, რომ ბევრად უკეთესები ვართ ვიდრე Disney Animation-ია

Pixar-ს **Toy Story-**ის მერე ****მხოლოდ ორი ფილმის გადაღება მოუწევს კიდევ Disney-სთვის და შემდეგ ისინი მოგვექცევიან ისე როგორც, მათ მოესურვებათ.

სტივმა თქვა, **Toy Story-**ის წარმატებას როცა იხილავს ეიზნერი, მისი შემდეგი ნაბიჯი იქნება Pixar-თან ხელახლა მოლაპარაკების მცდელობა და Pixar-ის **Disney-**სთან მჭიდროდ და ექსკლუზიურად მიბმა, ესე ვთქვათ შეწოვა და ეს ჩვენ აგვაორთქლებს. დაუკვირდით: ამ ეტაპზე ჩვენი დაფინანსების ერთადერთ არხი Disney-ია და მათ იქით გზა არ გვაქვს. ჩვენ იძულებულები ვიქნებით მჭიდროდ მივებათ დისნეის და ის ჩვენ გაგვაქრობს, ის თავის ერთ-ერთ განყოფილებად გვაქცევს.

მაგრამ მეორეს მხრივ: სტივმა თქვა, რომ თუ ჩვენ Toy Story-ის პოპულარობით ვისარგებლებთ და სანამ ეიფორია და აჟიოტაში და ჩვენზე ხმაური მიჩუმდება ჩვენ საჯარო კომპანია გავხდებით და აქციებს გავიტანთ საფონდო ბირჟაზე, ჩვენ ამ ნაბიჯით დიდ კაპიტალს მოვიზიდავთ ინვესტორებისგან, და ამ დიდი კაპიტალით სავსე ჯიბით, გაგვიჩნდება ბერკეტები დისნეისთან მოლაპარაკების მაგიდაზე, ჩვენი პირობები წავუყენოთ და სანაცვლოდ ჩვენთვის ბევრად უკეთესი პირობა გამოვადნოთ. როცა Disney-ი მიხვდება რომ ჩვენ კაპიტალი გაგვაჩნია და მათ გარეშე შეგვიძლია ანიმაციური ფილმების წარმოება და იმაშიც დარწმუნდებიან რომ ჩვენ მათ Disney Animation-ია ბევრად უკეთესები ვართ, ისინი იძულებულები იქნებიან ჩვენს პირობებს დათანხმდნენ.

სტივ ჯობსს სურდა, რომ Disney-თან მიეღწია ანიმაციური მულტიპლიკაციური ფილმებიდან მიღებული შემოსავლის 50/50-ის პროპორციით გაყოფას. იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა აღესრულებინა, Pixar-ს უნდა შესძლებოდა წარმოების ხარჯების 50%-ით დაფინანსება.

აქციების საფონდო ბირჟზე საჯაროდ გამოტანა Pixar-ს ამის შესაძლებლობას მისცემდა.

ეხლა დროა, თქვა სტივმა: "ეს ჩვენი მომენტია, და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ".

და ის მართალი აღმოჩნდა. Toy Story უდიდესი წარმატება მოიპოვა და Pixar-ის IPO-მ მოიზიდა $140 მილიონი - ეს იყო ყველაზე დიდი IPO 1995 წელს.

რამდენიმე თვის შემდეგ Disney-ის დირექტორმა ეიზნერმა ჯობსს მიმართა და უთხრა, რომ სურდა Pixar-ის პარტნიორად დარჩენილიყო.

ეიზნერი ყოყმანის გარეშე დათანხმდა სტივის 50/50 გარიგებას.

მაგრამ ეს პარტნიორობა დიდხანს ვერ გაგრძელდებდა. სტივ ჯობსი და მაიკლ ეისნერი ვერ თანხმდებოდნენ ბევრ რამეში ერთმაენთთან.

რამდენიმე წლის შემდეგ მოლაპარაკებები მთლიანად ჩაიშალა და Pixar-მა სხვა პარტნიორების ძებნა დაიწყო.

შემდეგ მაიკლ ეიზნერი გაათავისუფლეს Disney-დან. დისნეის ახალი აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა ბობ აიგერი.

როდესაც ბობ აიგერმა გაიგო, რომ ის იქნებოდა Disney-ის შემდეგი აღმასრულებელი დირექტორი, მან ჯერ თავის ქალიშვილებს დაურეკა და შემდეგი ადამიანი, ვისაც დაურეკა, იყო სტივ ჯობსი.

მან სტივს უთხრა, რომ აფასებდა Pixar-ს და სურდა გარიგების დადება. ბობ აიგერმა სტივს ნათლად განუმარტა, თუ რატომ სჭირდებოდა Disney-ს Pixar-ის ყიდვა:

და ნახეთ რა საინტერესო რამეს ამბობს ბობ აიგერი:

📚 მაიკლ [აისნერს] არ ესმოდა, რომ დისნეის პრობლემები ანიმაციაში საკმაოდ მწვავე იყო. ეს გამოიხატა იმით, თუ როგორ ებყრობოდა ის Pixar-ს. მას არასოდეს უგრძვნია, რომ Pixar-ი მას წყალივით სჭირდებოდა. ყველა მოლაპარაკება კომპრომისებით უნდა გადაწყდეს. სინამდვილეში არც ერთი მათგანი [აისნერი და ჯობსი] არ არის კომპრომისის ოსტატი“.

როგორ მიხვდა ბობ იგერი, იმას თუ რამდენად სჭირდებოდა Disney-ის Pixar-ი?

უსმინეთ რას ამბობს ის:

ჰონგ-კონგის დისნეილენდის გახსნის დროს, მიმდინარე ზეიმის ვუყურებდი და ამ დროს გავაცნობიერე, რომ აღლუმზე ერთადერთი პერსონაჟები, რომლებიც მონაწილეობდნენ იყვნენ Pixar-ის Toy Story-ის პერსონაჟები:

მან შემდეგ თქვა: „განათება ჩაქრა. მე მაიკლ (აისნერის) გვერდით ვდგავარ, მაგრამ ეს მომენტი ნათლად მახსოვს, რადგან ვიდექი ადამიანის გვერდით რომელიც არ აფასებდა Pixar-ს არადა აღლუმზე მეფე ლომი, ურჩხული და მზეთუნახავი, ალადინი, გამოჩნდა და სამყარო გაირინდა.

ბობი იწყებს მოლაპარაკებას სტივთან Pixar-ის შესაძენად და აკეთებს რაღაც ძალიან უჩვეულოს:

ის, პირდაპირ ეუბნება სტივ ჯობსს, თუ რამდენად სჭირდება დისნეის პიქსარი.

კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ამ ტაქტიკამ იმუშავა. აი, როგორი რეაგირება მოახდინა სტივმა, და რა თქვა მან გარიგების მერე:

”სწორედ ამიტომ მიყვარდა ბობ აიგერი. მან უბრალოდ გაამხილა, ის რაც მის გონებაში იდო. ბევრს გონია, რომ ეს არის ყველაზე სულელური საქციელი, მოიწონო და აქო ის, რისი ყიდვის მოსალაპარაკებლად მიდიხარ, ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული წესების და წიგნების მიხედვით ეს სულელურად ითვლება. მან უბრალოდ თავისი ბანქოს ბარათები მაგიდაზე პირაღმა დადო და თქვა: „ჩვენ გვიჭირს“. მაშინვე მომეწონა ეს ბიჭი, რადგან მეც ასე ვმუშაობდი, მეც ესე ვიზამდი. მან განაგრძო მოდით, დაუყოვნებლივ დავდოთ ყველა კარტი მაგიდაზე პირაღმა და ვნახოთ, რა მოხდება. ”

Disney-მ შეიძინა Pixar-ი $7,4 მილიარდ დოლარად და ეს კაპიტალი გადაიხადა Disney-ის აქციებით, *(კომპანია Disney-ის $7,4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებიი გადასცა **Pixar-*ის სანაცვლოდ).

და ამ გარიგებიდან სტივ ჯობსი Pixar-ის უმსხვილესი აქციონერიდან დისნეის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდივიდუალურ აქციონერად იქცა.

გაიხსენეთ: ისტორიის დასაწყისი? $10 მილიონად ნაყიდი კომპანია, $7,4 მილიარდად გადააქცია.

წიგნში ბევრი კარგი ისტორია არის მოყვანილი და ასევე ბევრი თვისება რომელიც სტივს ახასიათებდა და ერთ-ერთი ყველაზე მათავარი არის ის, თუ როგორ ამახვილებდა ყურადღებას ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე ყველაფრის დახშობით და რამდენად იშვიათია ეს თვისება ადამიანების უმეტესობისთვის.

ეს არის წიგნიდან ამონარიდი:

„ჯობსს ჰქონდა უნარი, გარკვეული დროის განმავლობაში რაღაცაზე გიჟური ინტენსივობით კონცენტრირებულიყო. სამსახურში ის ფოკუსირდებოდა იმაზე, რასაც თვლიდა მნიშვნელოვანს, ხოლო სხვა საკითხებზე ის საერთოდ არ რეაგირებდა. რაც არ უნდა ეცადათ თანამშრომლებს მის ჩასართავად სხვა საკითხზე, მას თითქოს ჰქონდა ლაზერული სხივივით ფოკუსირების ძალა.”

კეთილი, მოდით გადავიდეთ იმაზე, თუ სად და როგორ ბრუნდება ის კომპანია Apple-ში, რადგან სწორედ მისი დაბრუნების მერე ის აკეთებს საუკეთესო სამუშაოს კომპანიაში. ამის მერე ხდება ის როგორც ვიცნობთ ჩვენ მას. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ Apple-ში დაბრუნების იდეა დიდი ხნის განმავლობაში იყო მის გონებაში.

ახლა 1995 წელია. ის ლარი ელისონის საუკეთესო მეგობარია (კომპანია Oracle-ს დამფუძნებელი). ისინი ჰავაიზე არიან; ყოველ წელს შობას ოჯახებთან ერთად ჰავაიზე ატარებენ. ჯობსი თავის მეგობარ ლარი ელისონთან ერთად სანაპიროზე სეირნობდა. მათ სრული კომპანია Apple-ის შესყიდვის შეთავაზების გაკეთება აქვთ გეგმაში და ჯობსის ხელმძღვანელად აღდგენას ფიქრობენ. ელისონმა თქვა, რომ მას შეეძლო $3 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოძიება კომპანიის სრულად საყიდლად. დღეს კომპანია Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია არის $3 ტრილიონი დოლარის მოცულობის და იმ ეტაპზე მათ შეეძლოთ კომპანიის $3 მილიარდ დოლარად ეყიდათ.

ელისონმა თქვა: „მე Apple-ს ვიყიდი. შენ მაშინვე მიიღებ კომპანიის აქციების 25%-ს და აღმასრულებელი დირექტორის სტატუსს და ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ კომპანიის წარსული დიდება“. თითქოს იდეალური სცენარია ხომ? მაგრამ ჯობსი ყოყმანობდა. მას სხვა გზა ქონდა გონებაში განათებული.

1996 წლის 2 დეკემბერს, სტივ ჯობსმა 11 წლის წინ, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად დადგა ფეხი Apple-ის კუპერტინოს კამპუსში.

ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ჰავაიზე დავბრუნდი ამბობს ის. ის ლარი ელისონთან ერთად დაბრუნდა ჰავაიზე და სტივი ლარისთან სეირნობის დროს Apple-ის შესახებ საუბარს იწყებს. ეს ნაწილი უბრალოდ სასაცილოა და სტივი ამბობს: „იცი, ლარი, მგონი ვიპოვე გზა, რომ Apple-ში დავბრუნდე და კომპანიაზე სრული კონტროლი მოვიპოვო ისე, რომ კომპანიის ყიდვა არ მომიწევს“, - თქვა ჯობსმა.

მოგვიანებით ლარი ელისონი იხსენებდა: „სტივმა ამიხსნა თავისი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ის კომპანია Apple-ს აიძლებდა ეყიდა კომპანია NeXT-ი და ამ გარიგების ამ ტრანსაქციის შედეგად ის შევიდოდა Apple-ში და გახდებოდა დირექტორთა საბჭოს წერი და იქიდან ერთი ნაბიჯი იყო აღმასრულებელ დირექტორამდე“.

ელისონმა იფიქრა, რომ ჯობსს მთავარი პუნქტი გამორჩა. „მაგრამ სტივ, არის ერთი რამ, რაც არ მესმის, თუ კომპანიას არ ვიყიდით, როგორ შეგვიძლია მოგების დაგენერირება?“ ეს იყო შეხსენება იმისა, თუ რამდენად განსხვავებული იყო მათი სურვილები. რა უნდოდა ელისონს და რა სურდა სტივს. ჯობსმა ხელი ელისონის მხარზე დაადო, ახლოს მიიზიდა, ისე ახლოს, რომ მათი ცხვირები თითქმის შეეხო ერთმანეთს და სტივმა თქვა:

„ლარი, სწორედ ამიტომ არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ მე შენი მეგობარი ვარ და როგორც მეგობარი მე გეუბნები, რომ შენ მეტი ფული აღარ გჭირდება.“

ელისონმა თქვა:

„კარგი, შეიძლება მე ფული არ მჭირდებოდეს, მაგრამ რატომ უნდა მივცეთ მაგალითად Fidelity-ში მომუშავე რომელიმე საინვესტიციო ფონდის მენეჯერს მთელი მოგება მიიღოს თვითონ. ჩვენი გარიგებიდან სხვა რატომ ვასარგებლოთ? რატომ არ უნდა ვიყოთ ჩვენ?“

ასე რომ, აიზეკსონის მართლაც შესანიშნავი მწერალია. და ამ წიგნში აი ამ ადგილზე არის ორი რამ, რაც, ვფიქრობ, თქვენთვის და ჩემთვის შეხსენებად გამოდგება. და აიზეკსონი სვამს კითხვას, თუ რა გიბიძგებთ თქვენ? რა გამოძრავებთ თქვენ? რა მოგიტანთ სინამდვილეში კმაყოფილებას, რა არის თქვენთვის ბედნიერება? და ზოგჯერ ეს არ არის ის, რაც თქვენ სინამდვილეში გგონიათ.

ასე რომ, ნათქვამია: „სტივ ჯობსს არც ელისონის აშკარა მესაკუთრის მოთხოვნილებები ჰქონდა, არც გეიტსის ფილანტროპული იმპულსები და არც პირადი კონკურენტული სურვილი, ენახა საკუთარი თავი რამდენად მაღლა შეიძლებოდა დაწინაურებულიყო Forbes-ის მილიარდელთ სიაში.

მას ეს საერთოდ არ აინტერესებდა. ამის ნაცვლად, მისმა ეგოს მოთხოვნილებებმა და პირადმა იმპულსებმა აიძულა ის, რომ კმაყოფილება ეძია მემკვიდრეობის შექმნაში, მემკვიდრეობა რომელიც ხალხს აღაფრთოვანებდა - მას სურდა სოციუმის გონებაში დალექილიყო და დარჩენილიყო როგორც: უბადლო ინოვაციური პროდუქტების შემქმნელი და უმსხვილესი მდგრადი კომპანიის აღმშენებელი. მას სურდა პანთეონში ყოფილიყო და ერთი საფეხურით მაღლა ყოფილიყო ისეთ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან ედვინ ლენდი, ჰენრი ფორდი, ტომას ედისონი და სხვა. და ამ ყველაფრის მიღწევის საუკეთესო გზა „Apple“-ში იმ გზით დაბრუნება და მისი სამეფოდ გადაქცევა იყო.“

საბოლოოდ, ჯობსი სრული დატვირთვით დაბრუნდა კომპანიაში, ბორდი შეავსო მოწვეული წევრებით, ბილ კემპბელი, ლარი ელისონი და სხვები, რომლებიც ფაქტობრივად ყველაფერს დაამტკიცებდნენ, რასაც კი ჯობსი წამოიწყებდა

მომხიბვლელი ის არის, რომ როდესაც ბობ აიგერმა Disney-ს სათავეში ჩაუდგა, მისი პირველი ზარი ქალიშვილთან გააკეთა მეორე კი სტივ ჯობსთან. ჯობსმა კი პირველი ზარით ბილ გეითსს დაურეკა.

ჯობსმა გეითსს დაურეკა და უთხრა: „ჩვენ ერთი რამ გვაქვს გასარკევი ერთმაენთში. უბრალოდ დახმარება მჭირდება შენი. შენს კარგად იცი, რომ Microsoft-ი Apple-ის ყველა პატენტს არღვევს და თუ სასამართლო დავებს წამოვიწყებ, შეიძლება მილიარდი დოლარის საპატენტო სარჩელი მოგიგოთ, მაგრამ Apple-ი ამდენ ხანს ვერ გადარჩება რაც ამ დავებს დასჭირდება, თუ ომს დავიწყებ სასურველი შედეგი გარანტირებული მაქვს, მაგრამ დრო დამახჩობს. მოდი, სწრაფად მოვაგვაროთ ეს საკითხი მე და შენ. მე მჭრდება გარანტია რომ Microsoft-ი Mac-ისთვის განვითარებას გააგრძელებს და ასევე მჭირდება ინვესტიცია, რათა ჩვენს წარმატებაში თქვენც დაინტერესებული იყოთ მოგების მიღების გამო, თქვენ თუ დაგაინტერესებთ გარანტირებული ვიქნები, რომ ხარისხიან სოფტს მივიღებ თქვენგან“.

გეითსი უცებ დაეთანხმა სტივს, მას ძალიან მოეწონა გარიგების სიმარტივე. სტივმა აღნიშნა: „ყველას მოსწონს მარტივი გარიგება - ბილ გეითსიც კი“

სწორედ მაშინ დაიწყო ჯობსმა იმის სწავლა, თუ როგორ შეექმნა შესანიშნავი კომპანია და არა მხოლოდ შესანიშნავი პროდუქტები. ერთხელ მან თქვა რაღაც, ძალიან საინტერესო და ეს დამამახსოვრდა: „შეიძლება გიყვარდეს შესანიშნავი პროდუქტის შექმნა და ეს კარგადაც გამოგდიოდეს, მაგრამ თუ არ გახდები შესანიშნავი მარკეტინგის სპეციალისტი, ჩათვალე შენ არაფერი არ გაქვს“

ამ ეტაპზე ჯობსი სწავლობდა, თუ როგორ აეშენებინა შესანიშნავი კომპანია და ამის ნაწილი იყო ისეთი ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა, როგორებიც არიან ჯონ აივი დიზაინის მხრივ და ტიმ კუკი ოპერირების მხრივ.

ტიმ კუკი Apple-ის მართვის კულისებში პარტნიორად გადაიქცა. ჯობსმა თქვა: „მივხვდი, რომ მასაც და მე ყველაფერს ზუსტად ერთნაირად ვხედავდით. მას იგივე ხედვა ჰქონდა, რაც მე და ჩვენ მაღალ სტრატეგიულ დონეზე ვთანამშრომლობდით.

ჯობსის ურთიერთობა კუკთან ოპერაციებში ჰგავდა ჯონათან აივთან ურთიერთობას დიზაინის საკითხებში, ღრმა ნდობა და სტრატეგიული ხედვა

ასე რომ, როგორც ადრე აღვნიშნე, ამ წიგნს უნიკალურს ხდის ის ფაქტი, რომ აიზეკსონი და ჯობსი ასე მჭიდროდ მუშაობდნენ ერთად. ბევრი საუბარია და ისინი ამ საუბრებს მაშინ მართავენ, როცა ჯობსი იცის, რომ მოკვდება. ეს მის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება და სტივი და უოლტერი სტივის სახლში არიან, მუსიკას უსმენენ და ცხოვრებაზე ფიქრობენ.

და ეს საინტერესოა

აიზეკსონი ყვება ერთხელ მუსიკას უსმენდით ერთად „ამ დროს, მე მას ვკითხე: ბითლზი თუ როლინგ სტოუნზი? მან პაუზა გააკეთა და მერე მიპასუხა „თუ საცავი იწვის და მე მხოლოდ ერთი ფირის აღება და გადარჩენა შემიძლია, მე ბითლზს ავიღებდი“, - უპასუხა მან. „ყველაზე რთული არჩევანი იქნებოდა მისთვის ბითლზისა და ბობ დილანს შორის არჩევანი“.

სტივი ამბობდა „უფრო მარტივად წარმომიდგენია როლინგ სტოუნზის რეპლიკაცია. მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენ ბითლსის და ან ბობ დილანის რეპლიკაციას” და რაღაც მკარნახობს რომ ეს მართალი არგუმენტია.

მოდით, გადავიდეთ მისი ცხოვრების ბოლო ეტაპზე და ეს 2003 წელია, მათ პირველად აღმოაჩინეს სიმსივნე მის პანკრეასში. „ ჯობსმა გადაწყვიტა, რომ არ გაეკეთებინა ოპერაცია სიმსივნის მოსაშორებლად, მე ნამდვილად არ მინდოდა, რომ მათ ჩემი სხეული გაეხსნათ, ამიტომ ვცადე მენახა, იმუშავებდა თუ არა სხვა მიდგომა“, - მითხრა მან წლების შემდეგ, სინანულით ამბობს აიზეკსონი.

“ ის მკაცრ ვეგანურ დიეტას იცავდა, დიდი რაოდენობით ახალი სტაფილოსა და ახლად გამოწურული წვენების მიღებით. ამ რეჟიმს უმატებდა აკუპუნქტურას, სხვადასხვა მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს და ზოგჯერ სხვა მკურნალობის მეთოდებსაც, რომლებსაც ინტერნეტში პოულობდა - ხუმრობთ? - ის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ექსტრასენსთანაც, კონსულტაციებს იტარებდა. მისი მეგობრები არაერთხელ მოუწოდებდნენ მას ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის ჩატარებისკენ. ჯობსის ჯიუტობა დიაგნოზის დასმიდან ცხრა თვე გაგრძელდა.”

2004 წლის ივნისში, ანუ ცხრა თვის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირებამ აჩვენა, რომ სიმსივნე გაიზარდა და შესაძლოა მეტასტაზები გავრცელებულიყო ორგანიზმში. ამან აიძულა იგი რეალობასთან შეგუებოდა. ჯობსს ოპერაცია ჩაუტარდა.

„2008 წლის დასაწყისისთვის ჯობსისა და მისი ექიმებისთვის ნათელი იყო, რომ კიბო ვრცელდებოდა. ის ასევე მკურნალობდა ტკივილის გამო, ჩვეულებრივ, მორფინით.

„ჯობსის სიმსივნე მის ღვიძლში მეტასტაზირდა. ფაქტობრივად, მისი სხეული საკუთარ თავს შთანთქავდა“. ამ ყველაფრის წაკითხვა რთულია. ის პირადად უარყოფდა ამას. ამ დროს ის ძალიან ავად იყო და აუტანელ ტკივილებს განიცდიდა.

ის საავადმყოფოშია. ეს ნაწილი უბრალოდ. ის სიკვდილის პირასაა და ისევ იღებს Apple-ის სტუმრებს. „ჯობსის განწყობა კარგი იყო“ - ამაღლებული, გახარებული, რაც არ უნდა იყოს - „როდესაც მას შეეძლო Apple-ის სტუმრების მიღება. ტიმ კუკი რეგულარულად მოდიოდა და კომპანიაში ახალი პროდუქტების პროგრესს ამცნობდა. ყოველ ჯერზე, როცა სტივი Apple-ის წარმომადგენელს ელაპარაკებოდა, ხედავდი, როგორ ხალისობდა“.

„ორი საათის შემდეგ ის გაჩუმდა. ამიტომ სკამიდან წამოვდექი და წასვლა დავაპირე. „მოიცადე“, - თქვა მან და მანიშნა, რომ დავმჯდარიყავი. ერთი-ორი წუთი დასჭირდა, რომ ენერგია მოეკრიბა სასაუბროდ. „ამ პროექტთან დაკავშირებით ძაან ვნერვიულობდი“, - თქვა მან ბოლოს, ამ წიგნზე თანამშრომლობის გადაწყვეტილებაზე გულისხმობდა. „ძალიან ვნერვიულობდი“. „რატომ დამთანხმდი ამ წიგნის დაწერაზე?“ ვკითხე მე. „მინდოდა, რომ ჩემს შვილებს გავეცანი“, - თქვა მან. „მე ყოველთვის არ ვიყავი მათ გვერდით მათი საუკეთსო მომენტების აღსანიშნავად და მინდოდა, სცოდნოდათ, რატომ მოხდა ეს და მინდ ასცოდნოდათ და რას ვაკეთებდი და რით ვიყავი დაკავებული“.

გარდაცვალებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ის კვლავ ეხმარება მომავალი თაობებს სწავლებაში. სამწუხაროდ, მას ამის გაკეთება პირადად არ შეუძლია. თუმცა, ასეთი წიგნების წყალობით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მასთან ცალმხრივი საუბარი გვქონდეს, რათა გავიგოთ, როგორ ცხოვრობდა, რა იდეებით ისწავლა და რა გაკვეთილები სურდა სხვებისთვის ესწავლებინა.

მე ამ მომენტში ვგრძნობ რომ პოდკასტის ბოლო მომენტი გაგანდეთ. ბევრი გარემოება არ აღმიწერია და არ შევხებივარ წიგნიდან, მაგრამ რაც კი თქვენთვის სააშკარაოზე გამოვიტანე, ვფიქრობ სულ სხვა კუთხით გაგაცანით სტივ ჯობსი და იმის გააზრება, რომ ეს ჩემი პოდკასტით მოხდა მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

მადლობა, რომ მსმენელად ექეცით ჩემს პოდკასტს.

მომდევნო პოდკასტამდე.

Discussion about this video