0:00
/
0:00
Preview

🎙️#017 რა ვისწავლე Estée Lauder-ისგან

"How do I know when I'm wrong? When I can no longer get a quote!" -- Bill Miller

Florence Morris სილამაზის სალონში-ში, სადაც პირველად მომეცა შესაძლებლობა გამეყიდა ჩემი სახის კრემი. მახსოვს ელეგანტური ქალბატონი, მის ელეგანტურობას თან სდევდა გარკვეული უხერხულობა რომელიც საკმაოდ თვალშისაცემი იყო, მას აკლდა სითბო და ის სასტიკი იყო. მოძრაობდა ბასრი მიხვრა მოხვრით რბილ სამყაროში, მოძრაობდა ისე თითოს სხვის გრძნობებს მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მის თვალებში სიკეთი ნაპერწკალი არ ენთო. და ეს ქალბატონი ყოველთივს ესეთად დარჩება ჩემს გონებაში. შესაძლოა ბოლოს და ბოლოს ის იყო ჩემი წარმატების კატალიზატორი. ის რომ არა, შეიძლება მე Estée Lauder არ გავმხდარიყავი. იმ მომენტში ის ქალბატონი თითქოს დროში გაიყინა და სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მე მეშინოდა იმ ქალბატონის, ეხლაც მეშინია, მხოლოდ იმ ერთი ინციდენტის გახსენება, ეხლაც ტკივილის შეგრძნებას მგვრის.

არც თუ ისე ხალხმრავალ სილამაზის სალონში, დიდი სარკის წინ, ახლად შესწორებული ვარცხნილობით სარკესთან იდგა და გულმოდგინეთ ათვალიერებდა სტილისტის ნამუშევარს. მე, მე მოშორებით ვიდექი და ვაკვირდებოდი მას, მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მიხაროდა, რომ ჩემი საქმე სილამაზეს და ესთეთიკის ბიზნესს ნელ-ნელა უკავშირდებოდა და აი ამ მომენტში ვიგრენი, რომ მე მასთან თუნდაც რაღაც სახით მცირე კონტაქტი უნდა მომეხდინა და დაგავწყვიტე ეს კომპლიმენტის გაზიარების გზით გამეკეთბინა.

რა ლამაზი ბლუზა გაცვიათ, - ვუთხარი მე მას. „ის ისეთი ელეგანტურია და თქვენს სხეულს ძალიან უხდება, თუ ჩემი კითხვით თქვენს გრძნობებს არ შევურაცყოფ, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძინეთ? ის ჩემთან ზურგით იდგა და სარკის ანარეკლის საშუალებით გამიღმა, შემოტრიალდა მაგრამ შემდეგ მისი ღიმილნარევი გამომეტყველება თითქოს ცინიზმში გაიბიდნა, მან პირდაპირ თვალებში ჩამხედა და მსუბუქად შეწუხებულმა, ცალყბად ღიმილნარევი სახით მიპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს სად შევიძინე? შენ მაინც ვერასოდეს შეძლებ ამგვარი ბლუზის შეძენას“. წამიერად გავშეშდი, მაგრამ უცებ გამოვფხიზლდი, გული ამიჩქარდა და სახე ამეწვა, სალონის ვრცელი დარბაზიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი და განვმარტოვდი. „არასოდეს, არასოდეს - არ ექნება არავის უფლება ესე მომმართოს. - ხმამაღლა დავპირდი ჩემს თავს. "ოდესღაც მე მექნება ყველაფერი, ყველაფერი რაც მე მომესურვება - და ადამიანები პატივისცემით მომექცევიან, მე მათ უბრალოდ სხვა გზას არ დაუტოვებ.”

ეს არის ნაწყვეტი Estée Lauder-ის 1985 წლის ავტობიოგრაფიიდან, The Estée Story.

მოგესლამები მსმენელო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი, ჯაბას პოდკასტების სამყაროში და მე ვიქნები თქვენი მასპინძელი და დღეს გაგაცნობთ ბიზნესსამყაროს ერთ-ერთ უბადლო წარმომადგენელს, იშვიათი თვისებების მქონე ადამიანზე, და ეს უიშვიათესი თვისებების კატალოგი არის Estée Lauder-ი. ეს არის ადამიანი რომელიც შეიძლება იყოს შესანიშნავი მისაბაძი მაგალითი, (Role mode-ი) რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა არის შესაძლებელი. ის ღრმად დაგაფიქრებთ ბევრ რამეზე და მე თქვენ ამას გპირდებით.

მე განვაგრძობ ჩემი პოდკასტების სერიებს რა შეიძლება ვისწავლოთ კონკრეტული Role model-სგან, მისაბაძი მაგალითისგან და ჩემი ეს ახირება - ცნობილი ბიზნესმენების, ანტერპრენერების, და საერთოდ ჭკვიანი ადამიანების, ბიოგრაფიების ღრმად შესწავლა. მათი დაჭერა და დაკვირვება კონკრეტული დროის ჭრილში, მათი აზროვნების უნიკალური შაბლონების ამოცნობა და თქვენთვის სააშკარაოზე გამოტანა - არის ის, უნიკალური თვისებების და ჩვევების კრებული, რაც ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ჩაშენებული საკუთარში.

და ეს პოდკასტების სერიები არის თქვენი ხელსაწყოების ყუთი, სადაც მოთავსებულია მნიშვნელოვანი თვისებები, მიგნებები, იდეები რომელსაც ხვეწავდნენ, თლიდნენ, პოლირებას უკეთებდნენ და დროში ტესტავდნენ გენიალური გონების ადამიანები, ისინი ვინც შეცვალა ის, თუ როგორ ვფიქრობთ დღეს ჩვენ.

თუ გინდათ თქვენი ცოდნა მაღალ ნიშნულზე აიყვანოთ, სწორედ ამ ბიოგრაფიების სიღრმისეული გაცნობა არის გიდი, მაღალი სიმაღლეების დასაბყრობად.

მგონი, ნიუტონმა თქვა ერთხელ:

📚 “თუ გინდა შორს იყურო, გიგანტის მხრებზე უნდა მოკალათდეო”

და სწორედ ეს ანტერპრენერები ეს მეცენატები, ბიზნესმენები, საქმოსნები, რომლებმაც მთელი ინდუსტრია შექმნეს და კაცობრიობის ბიზნესის ისტორია დაწერეს, არიან ის გიგანტები ვის მხრებზე დგომაც უდიდეს უპირატესობას მოგცემთ ცხოვრებაში.

ჩემს პოდკასტებსაც ეს მიზანი აქვს სწორედ, ვყიდი ბილეთებს გიგანტების მხრებზე მოსაკალათებლად. 😄

მაშ ასე, როგორც უკვე ვთქვი, დღეს მინდა მოგითხროთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ბიზნესოპერატორზე და ალბათ გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი გაყიდვების დიდოსტატ ქალბატონზე, რომლის შესახებაც ალბათ არასოდეს გსმენიათ, უმრავლესობას ალბათ უფრო სმენიათ მისი პროდუქტების შესახებ, (ის მოდის და სილამაზის ინდუსტრიაში უდიდესი ბრენდია) მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდმა უმრავლესობამ არ იცით, რა სახის ბიზნესოპერატორი იყო Estee Lauder-ი. მინდა გითხრათ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ეს მუდმივი მოგზაურობაა სწავლასა და ბიზნესს შორის და გავიმეორებ, ეს არის ბიზნესსამყაროს ერთ-ერთი უცნაური წარმომადგენელი თავისი თვისებებით.

უორენ ბაფეტმა და ჩარლი მუნგერმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ბიზნეს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესფაკულტეტები დიდ დანაშაულს სჩადიან, რომ არ ასწავლიან ჰენრი სინგლტონს, და საერთოდ გენიალური ბიზნესოპერატორების ისტორიას. მეც იგივეს ვგრძნობ Estee Lauder-ის მიმართ. წარმოიდგინეთ: ეს ის ქალია, რომელმაც საკუთარი ხელნაკეთი სახის კრემი, ბიზნესის ყველა წესის დარღვევით, მრავალმილიარდ დოლარიან იმპერიად აქცია. კოსმეტიკის სფეროში ექსპერტების ვარაუდი, რომ ქალები $115 დოლარს არ გადაიხდიან სახის კრემში, მან დაამტკიცა, რომ ისინი ცდებოდნენ.

როდესაც ფრანგებმა თქვეს, რომ ამერიკული კოსმეტიკა ვერასდროს გაუწევდა კონკურენციას ფრანგული კოსმეტიკის სახლებს, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გამო. მათ საკუთარ მაღაზიებში, ფრანგული კოსმეტიკის სახლებში Estee Lauder-ის სახის საცხები კრემები გაყიდვების მოცულობით ბევრად აჭარბებდა სხვა დანარჩენ ფრანგული წარმოების სახის საცხებს.

გიგანტი კონკურენტები გულმოდგინეთ ცდილობდნენ მისი ფორმულის კოპირებას, მან თავისი უდიდესი სისუსტე - რომელიც იყო ბიზნესის მოცულობა და ეს იყო პატარა საოჯახო ბიზნესი - ეს სისუსტე, თავის უდიდეს ძალად აქცია.

მაგრამ აი, რა მხიბლავს ყველაზე მეტად მე მასში. მისი საიდუმლო არ იყო სახის კრემების ქიმიური შემადგენლობა და ან Know how, ის თუ როგორ კეთდება სახის საცხი. ის იყო შეპყრობილი ადამიანის ბუნების გაგებით, ის იყო ფსიქოლოგი, ის თითქოს ადამიანებისგან სასურველი ქცევის და შედეგის მისაღებად, საჭირო ნაბიჯების დაგეგმვის დიდოსტატი იყო.

და აქ მინდა ვთქვა ის, რომ რატომღაც მგონია, იმ უამრავი ანტერპრენერის თუ მეწარმის, თუ ბიზნესოპერატორის ბიოგრაფიების კითხვის დროს, რომლებიც მაქვს წაკითხული და რომელთა პოდკასტებსაც ნელ-ნელა ვაკეთებ, თითქმის ვრწმუნდები, რომ:

💡 გამარჯვება ეს შედეგი არ არის, ეს ჩვევაა. უნდა მიეჩვიო გამარჯვებას. იცით, ის არ არის შემთხვევითობა არც უნდა იყოს შემთხვევითობა. გამარჯვება დაგეგმილი და მერე რუტინად ქცეული პროცესის გარდაუვალი შედეგია.

და ეს არის Estee Lauder-ის ისტორია და ის ამ პოდკასტის მოსმენით სამუდამოდ შეცვლის თქვენს აზროვნებას ბიზნესზე. ეს არის ამბავი როგორ უნდა უგულვებელჰყო სოციუმში ჩაბეტოენებული შეხედულებები, როგორ უნდა დაანგრიო სტერეოტიპები, - ისტორია აკვიატებისა და უსაზღვრო მონდომებაზე. ეს არის Estee Lauder-ის ისტორია, ქალი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იყო.

This post is for paid subscribers