⚡ მოგესალმებით ბატონებო.
მე გახლავართ ჯაბა და დღეს კიდევ ერთი პოდკასტი მა
ქვს თქვენთივის მზად.
მე განვაგრძობ ჩემს პოდკასტების სერიებს რა შეიძლება ვისწავლოთ კონკრეტული მისაბაძი ადამიანისგან და ეს პოდკასტიც ამ სერიიდან იქნება.
„თუ ლი კუან იუს ცხოვრებასა და მოღვაწეობის შეისწავლას მიჰყოფთ ხელს, კაცობრიობის ისტორიაში დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სასწავლო პოლიტიკურ ისტორიას აღმოაჩენთ. ეს წარმოუდგენელი ისტორიაა და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოგადგებათ. ის ნამდვილად გაგაოცებთ.
“ ჩარლი მუნგერი”.
იცით? უამრავი რამ მაქვს ნასწავლი ჩარლი მუნგერისგან ის ჩემთვის ერთ-ერთი Role Model-ია და მე მახსოვს ჩარლი მუნგერის ამ განმარტებას როცა უსმენდი და მისი ამ დახასიათების მერე დავინტერესდი ლი კუან იუს შესახებ, ესე ვთქვათ ჩარლიმ გამაცნო ლი კუან იუ და მართლაც მოხიბლული დავრჩი მისი ბრწყინვალე და ნათელი გონებით და იმით, თუ რა გზა გაიარა და თავისი ლიდერობის ქვეშ, რა გზა გაატარაა საკუთარ ქვეყანას, კეთილდღეობისკენ და ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. როგორ გარდაქმნა საზოგადოების მენტალიტეტი და როგორ შექმნა ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური ქცეყანა აზიის შუაგულში დაჭაობებულ ტერიტორიაზე. ამ საკმაოდ მოკლე პერიოდის ისტორიის განმავლობაში, არ არსებობს პრეცენდენტი იმისა, რომ ლიდერს უკეთესობისკენ ესე შეეცვალოს ქვეყანა. ის მართლაც მისაბაძი ადამიანია და მისგან ბევრი რამის სწავლა მართლაც შეიძლება. ის იყო სინგაპურის პრემიერ მინისტრი 31 წლის განმავლობაში, მან ჭაობში მყოფი ქვეყანა, ზე სახელმწიფოდ გადააქცია და ეს ერთი თაობის განმავლობაში მოახერხა.
წიგნი „ლი კუან იუ - დიდი მაგისტრის შეხედულებები ჩინეთზე, შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოზე“ ეს წიგნი შედგება მისი ინტერვიუებისგან, საჯარო გამოსვლების ამონარიდებისგან და ლის ვრცელი გამოქვეყნებული ნაშრომებიდან ამოღებული ძირითად შეხედულებებისგან და წარმოდგენილია ძალიან საინტერესო კითხვა-პასუხის ფორმატში.
წიგნის კითხვის დროს მოიხიბლებით იმით, თუ რამდენად ემთხვევა ამ დიდი ლიდერისა და მის მიერ განხორციელებული რეფორმების, ექსპერიმენტების და პროექტების, შინაარსი რამაც საგრძნობლად განავითარა ქვეყანა, დიდი ბიზნესებისა და მათი აღმასრულებელების შეხედულებებს. მრავალი თვალსაზრისით, ლი კუან იუ ფიქრობდა და მართავდა თავის ქვეყანას, როგორც ბიზნესს. მისი აზროვნების პროცესი ასახავს ბევრი დიდი ინვესტორის ხედვასა და მიგნებებს.
ეს ძალიან მარტივი წასაკითხი წიგნია, მე ის ადრეც მაქს წაკიხული და გასულ შაბათ -კვირას კიდევ გადავიკითხე და კიდევ უფრო მეტი რამ ავიღე წიგნიდან სააზროვნო რესურსის სახით. განსაკუთრებით ეს წიგნი შესანიშნავ წარმოდგენას მოგცემთ დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში.
მე პოდკასტის მიმდინარეობის დროს ასევე გადაუხვევ წიგნის სტურქტურას და რამოდენიმე ხედვის კუთხეს შეოგთავაზებთ საკითხის და გარემოებების უკეთ დასანახად და გასააზრებლად.
მაშ ასე: ეს არის პოდკასტი რა ვისწავლე „ლი კუან იუ-სგან წიგნიდან „ლი კუან იუ - დიდი მაგისტრის შეხედულებები ჩინეთზე, შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოზე“
ის დაიბადა 1923 წელს ის იყო ჰარვარდდამთვრებული იურისტი, 1959 წლიდან ის სინგაპურის პრემიერმინისტრი გახდა.
ლიმ პატარა ღარიბი-ქალაქი სახელმწიფო, რომელიც ჯერ იყო ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებული, ქვეყანა რომელსაც გაუნათლებლობის მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე აყვავებულ ქვეყნად აქცია. მისი ხელმძღვანელობით სინგაპურმა განავითარა ძლიერი ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. 2023 წლის მონაცემებით, სინგაპურს ერთ სულ მოსახლეზე მაღალი მშპ ჰქონდა, ვიდრე შეერთებულ შტატებს და სინგაპურს გააჩნია დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასპორტი, რაც სინგაპურის მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას უვიზო მიმოსვლის ან ჩასვლისთანავე ვიზის მიღების საშუალებას 190-ზე მეტ ქვეყანაში.
ლიი ჩინურ ოჯახში დაიბადა, რომელიც სინგაპურში მე-19 საუკუნიდან გადმოსახლდა. მისი ძირითადი სალაპარაკო ენა ინგლისური იყო და მხოლოდ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაეუფლა ჩინურს, ასევე მალაიურ და ტამიურ ენებს.
ყმაწვილობის დროს, ლიი სწავლობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, სანამ, 1949 წელს იურისპრუდენციის ხარისხს მიიღებდა კემბრიჯში. კემბრიჯში სწავლის დროს, ის საპატიო წოდების მქონე პირთა სიას სათავეში ჩაუდგა. ის ასევე სოციალისტი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1950 წელს ის ბრიტანულ ადვოკატთა ასოციაციაში მიიღეს, ის მაინც სინგაპურში დაბრუნდა და საფოსტო კავშირის იურიდიულ მრჩევლად დაინიშნა, მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ფოსტის მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდის მიზნით და შემდგომში მსგავს სამუშაოს ასრულებდა სხვა პროფკავშირებისთვისაც.
ლიმ თავის ქვეყანას, შთამბეჭდავი კეთილდღეობა მოუტანა, მმართველობაში ეფექტური ადმინისტრაციის შექმნით, ის იყო უდავოდ გენიალური ლიდერი. რაც შეეხება მმართველობის სტილს, ის ზომიერად და პრაგმატულად ავტორიტარული სტილის მმართველი იყო, რომელიც ზოგჯერ სამოქალაქო თავისუფლებებშიც ერეოდა და არღვევდა, მაგრამ მის ამ ჩარევებს მუდამ პრაგმატული მიზეზი ქონდა.
1980-იანი წლებისთვის, სინგაპურს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მხრივ აღმოსავლეთ აზიაში მეორე ადგილი ეკავა, მხოლოდ იაპონიის შემდეგ. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მთავარ ფინანსურ ცენტრად იქცა.
რომ წარმოვიდგინოთ, სინგაპური თითქოს განწირული იყო წარუმატებლობისთვის ან მას უფრო ძლიერი მეზობლის დამორჩილების ბედი ეწერა. ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე პატარა ქვეყანაა და ის დიდი ბუნებრივი რესურსებით არ იყო დაჯილდოებული. მაგრამ განგებამ სინგაპურს მოუვლინა ძლიერი და ამავე დროს ძალზე დ გამჭრიახი ლიდერი.
**ლი კუან იუ-**სხვაგვარად ფიქრობდა „მისი ხედვა, - წერდა ჰენრი კისინჯერი, - იყო შემდეგი სახის, რომ შეექმნა სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ გადარჩებოდა, არამედ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა: უმაღლესი ინტელექტის, დისციპლინისა და გამომგონებლობის უნარის წყალობით და ის ბუნებრივი რესურსების არ ქონის ფუფუნებას სწორედ ინტელექტუალური წარმოებით ჩაანაცვლებდა“ მისი მიზანი იყო სინგაპურის მოსახლეობის განვითარება იმგვარად, რომ მათი გონებრივი შესაძლებლოების მიერ შეექმნა დოვლათი, ამისთვის საჭირო იყო ქვეყნის უდაბლესი განათლების დონის უმაღლეს ნიშნულამდე აწევა და ის რაც მან ამ მხრივ გააკეთა ეს უბრალოდ შთამბეჭდავია.
საქმე რაშია? სინგაპურის განათლების რეფორმის წარმატება დაფუძნებული იყო სხვადასხვა ქვეყნების განათლების მოდელების შესწავლაზე და შემდგომ მათ ადგილობრივ რეალობასთან ადაპტირებაზე. მან გაგზავნა სახელმწიფო წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, რამოდენიმე ჯგუფი დასავლეთს ქვეყნებში, რათა მათ შეესწავლათ მოწინავე ქვეყნების განათლების სისტმები. შემდეგ ის გაეცნო სხვადასხვა სისტემებს და ამ განსხვავებულობებიდან შექმნა საკუთარ ხალხზე, კულტურაზე და ადათზე მორგებული განათლების სისტემა, რომელიც საუკეთესო იყო მსოფლიოში.
დაუკვირდით: მესამე დონის ქვეყანა, უდაბლესი განათლების დონით. მოდის ხელისუფლებაში განათლებული ადამიანი, რომელსაც გააჩნია მოსახლების დიდი ნდობა და პირველ რიგში იწყებს განათლების რეფორმას და ის არ ცდილობს ბრამდ დააკოპიროს რომელიმე მოწინავე ქვეყნის განათლების სისტემა, ის ქმნის ახალს, საკუთარს და განსხვავებულს ყველასგან. აქ ჩანს მისი როგორც ლიდერის საწყისი პრინციპებიდან ფიქრის შემძლეობა ის არ ფიქრობს ანალოგებით ის ფიქრობს საწყისი პრინციპებიდან, რაც ნიშნავს შემდეგს: ის დეტალურად ეცნობა სხვადასხვა ქვეყნების განათლების სისტემას, შემდეგ აკეთებს ამ სისტემების დეკონსტრუქციას, შლის ძირითად ინგრედიენტებად, ნორმატივებად და შემდეგ აკეთებს რეკონსტრუქციას იმგვარად, რომ ის უკვე სახეცვლილია, სადაც ძირითადი ღირებულებები გათვალისწინებულია და სახეცვლილი სახით მორგებულია ყვეყნის და მოსახლეობის გამოწვევებთან.
ნუ დააკოპირებ აბსოლიტური სიზუსტით, ჩაუღრმავდი და დააკოპირე სახეცვლილი იმგვარად, რომ შენს ინტერესებს ესაბამებოდეს.
ის რაც ერთ ადგილზე წარმატებით მუშაობს არ ნიშნავს, რომ სხვა გარემოშიც, იგივე წყობით და თანმიმდევრობით წარმატებით იმუშავებს. რას ვგულისხმობ ამ დეფინიციის ქვეშ?
უკეთ ავხსნი ეხლა.
„დათვსა და ალიგატორს შორის გამართულ ბრძოლაში, გამარჯვებული რელიეფის მიხედვით იმარჯვებს.“ (წყალში ალიგატორი, ხმელეთზე დათვი)
და აქ მორალი არის ის, რომ თუ შენ დააკოპირტებ დათვის თვისებების და ეცდები იმოქმედო წყალში, დიდწილად უპირატესოვბა არ გექნება.