An immersive ‘flow state’ isn’t only accessible to great artists and athletes. You can find your flow too. Here’s how
მამა: რატომ არ გიყვარს სკოლაში სიარული?
ბავშვი: მე მიყვრს სკოლაში წასვლა და ასევე ძალაინ მიყვარს სკოლიდან მოსვლა, ის რაც მაგრად მაწუხებს, ეს იქ დიდხანს დარჩენაა. 😄
ყოჩაღ ბავშვი.
მაგრამ მოდი უფრი ღრმად ჩავიხედოთ ამ დიალოგში იქ ბევრი სიბრძნე ჩადო ამ ბავშვმა.
განა ის, რაც ამ მამა შვილის დიალოგში არის ასახული, არ ეხება ზრდასრულ ადამიანებს? და მათ დიდ უმრავლესობას? უამრავი ჩვენგანი სხვისით მოტივირებულები ვიწყებთ ბიზნესის კეთებას და ან პროექტის კეთებას, მაგრამ ცოტახანში აღოვაჩენთ, რომ მარტო ზედაპირზე სრიალი გვხიბლავს. სიღრმეებში ჩასვლა, საკითხზე კონცენტრირება კვლევა, ძიება, ბრძოლა და იქ პროცესების სიღრმეებში დიდხანს დარჩენა, ეს არასასიამოვნოა და გაუსაძლისი პროცესია უმრავლესობისთვის. არ გვიყვარს პროცესების სიღრმეებში დარჩენა, როგორც იმ ბავშვს არ უყვარს სკოლაში დარჩენა.
იცით თქვენ, რომ უამრავი გენიალური ბიზნესმენის და ანტერპრენერის ბიოგრაფია მაქვს წაკითხული და ეს ადამიანები თითქოს გამადიდებლის ლინზის ქვეშ მყავს გატარებული, რომ დავკვირვებოდი და შემესწავლა მათ აზროვნების და უნიკალური თვისებები, ის თუ რა აქცევთ მათ განსაკუთრებულ პიროვნებებად. და არის ერთი თვისება რაც ყველა მათგანში აუცილებლად ფიგურირებს და სწორედ ამ თვისებაზე საუბარს მინა ეს პოდკასტი მიუძღვნა, ის ნამდვილად ღირს ამად.
მოგესალმებით ბატონებო ჯაბა ისევ თქვენთან არის და დღეს პოდკასტი მაქვს კიდევ მზად თქვენთვის და დღეს მინდა ვისაუბრო ერთ, ალბათ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, უფრო სწორად გარემოებაზე რომელიც მგონია, რომ საჭიროა ნებისმიერ სფეროში წარმატების გამოსათლელად.
საუბარი მაქვს რაღაც წარმატების მიღწევის ფორმულის მაგვარი რეცეპტზე.
—
ხო, მესმის რომ ბანალურად ჟღერს, წარმატების რეცეპტი, მაგრამ ამ დასაწყისს დავტოვებ ესე მაინც და პოდკასტის ბოლოში რომ გავალ, ალბათ მერე ვიგრძნობ გადავაკეთო ეს, ამგვარი ბანალური დასაწყისი? თუ დავტოვო როგორც არის. 😃
და პოდკასტს დავიწყებ ესე:
იაპონუს სწავლებაში არსებოს სიტყვა ზანშინი და ეს არის სიტყვა, რომელიც გამოიყენება იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში. და ის ნიშნავს: მოდუნებული სიფხიზლის მდგომარეობას.
რა საინტერესო დეფინიციაა: მოდუნებული სიფხიზლის მდგომარეობა.
უფრო ვრცლად რომ ავღწეროთ, ეს არის მდგომარეობა როდესაც გონება მთლიანად კონცენტრირებულია მოქმედებაზე და ფოკუსირდება დასახულ ამოცანაზე და არა მიზანზე.
ამგვარი ფოკუსირების დროს გონება აბსოლიტურად გამორიცხავს ფსიქოლოგიურ ხაფანგებს მაგალითად სტრესს, შიშს ან სიხარულს, ყოველივე იმას რაც კონცენტრაციას ფანტავს და ფოკუსს ბიდნავს.
აი სამყაროს დასავლურ ნაწილში, გონების ამგვარ თვისებას, აზროვნების ამგვარ წყობას, ამგვარ სტადიას, მოიხსენიებენ როგორც Flow - (თარგმანში ეს არის ნაკადი) მაგრამ მე თხრობის მიმდინარეობს დროს გამოვიყენებ სიტყვას Flow.
იცით, იყო ესეთი უნგრელი მეცნიერი ვინმე მიჰაი ჩიკსენტმიჰაი, ის მოღვაწეობდა ამერიკაში და რომელიც ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა თუ რა ქონდათ საერთო: მხატვრებს, მოცეკვავეებს, მწერლებს, მეცნიერებს, საბრძოლო ხელოვნების ოსტატებს, მუსიკოსებს, სპორცმენებს და სხვა შემოქმედებს - რა იყო მათი, ეს უცნაური, ყოვლისმომცველი გონების მდგომარეობა, როდესაც მეცადინეობის, ვარჯიშის ან სულაც საქმის კეთების პროცესში, ისინი აღწევდნენ უმაღლეს მწვერვალს, ქმნიდნენ შედევრებს და აღაფრთოვანებდნენ სხვებს. რისი შედეგი იყო ეს და რა იყო ის, რაც მათ უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა პროცესის მიმდინარეობაში და არა შედეგის მიღწევაში. და აი გონების აქტივობის ამ სტადიას, ამ მდგომარეობას როდესაც გონება პროცესის მდგომარეობაში განიცდის სიამოვნებას. მან უწოდა **Flow-**ს სტადია. ეს არის Flow სტადია.
როდესაც ჩვენი გონება იმყოფება Flow-ს მდგომარეობაში, ჩვენ თავს საოცრად ვგრძნობთ და ამავდროულად წარმოუდგენლად პროდუქტიულები და კრეატიულები ვართ. —————
თანამედროვე ნეირომეცნიერება შეისწავლის ადამიანის ტვინს და ალბათ ადამიანის ტვინი ჯერ ჯერობით ყველაზე შეუსწავლელი და ამოუცნობი ორგანოა, მაგრამ ის რაც უკვე მეცნიერებისთვის ცნობილია ტვინის შესახებ, ეს მართლაც სასწაულია.
მაგალითად, თანამედროვე ნეირომეცნიერება განასხვავებს ტვინის ორ ფსიქიკურ მდგომარეობას:
პირველი - ეს არის მისწრაფების სიხარული, მდგომარეობა როდესაც დოფამინის მოზღვავება გვაიძულებს, ლაზერულად გავამახვილოთ ყურადღება გარე მიზნებზე, როგორიცაა გამარჯვება, სრულყოფილება ან მიზნის მიღწევა. ამ დროს ტვინი და სრულაიდ სხეული განიცდის ბედნიერების შეგრძნებას, ჭარბი დოფამინის გამოყოფის ხარჯზე. მე გავიმარჯვე რა მაგარია.
მეორეა ეს არის - სტადია მშვიდად ყოფნის, როდესაც შენ კეთების პროცესში ხარ და არ გინდა, უფრო სწორად შენი თვითმიზანი არ არის შედეგის მალე დადგომა, როდესაც “ეხლა მომენტი”- ის წამი გაბედნიერებს, რომელიც რათქმაუნდა მომავალი შედეგის შემადგენელია, მაგრამ შენ ეხლა, შედეგი არ გინდა, არ გინდა ეს წამი დამთავრდეს იმიტომ, რომ სამუშაო გაქვს კიდევ და ამ წამის დიზაინს შენ ქმნი იმ მომენტში, როცა ამ წამს განიცდი და შენ გსიამოვნებს ეს პროცესი. შენზეა დამოკიდებული როგორი იქნება ეს წამი შენს საქმეში და აქ გრძნობ, რომ უამრავი ალტერნატივა გაქვს, იმიტომ რომ სრულად ხარ საქმეში ჩაძირული და ფოკუსირებული და აკონტროლებ ნებისმიერ პროცესს მოცემმული წამის შიგნით. წარმოიდგინე შენ ხარ დირიჟორი იმ ორკესტრის რომელიც ამ წამში იქმნება. და ეს არის Flow-ს განცდის დეფინიცია.