0:00
/
0:00
Preview

🎙️#010. რა ვისწავლე სოლ პრაისისგან

"The future is never clear, and you pay a very high price in the stock market for a cheery consensus. Uncertainty is the friend of the buyer of long-term values." -- Warren Buffett

პოსკასტის ტრანსკრიპტი.

“ბიზნესი რომელშიც ჩვენ ვოპერირებთ აგებულია ნდობაზე, ისე როგორც ნებისმიერი ბიზნესი. როდესაც შენ იგრძნობ და გააცნობიერებ, რომ მომხმარებელი შენ გენდობა, როგორც ბავშვი. შენ არ გაქვს მორალური უფლება, რომ ამ მომხმარებელზე უზომოდ დიდი მოგება დააგენერირო.

-სოლ პრაისი.

ვინ იყო სოლ პრაისი?

Walmart, Costco, Home Depot. დარწმუნებული ვარ გსმენიათ ამ რეთეილ გიგანტი კომპანიების შესახებ. ეს კომპანიები მსოფლიოში აღიარებული კომპანიები არიან, როგორც უმსხვილესი საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ქსელები. და დაიჯერეთ თუ არა, ამ სამივე გიგანტური კომპანიის მემკვიდრეობა ერთსა და იმავე კაცს ეკუთვნის, და ეს კაცია სწორედ სოლ პრაისი.

მოგესალმებით ბატონებო. ჯაბა ისევ თვენთან არის და დღეს პოდკასტი მაქვს თქვენთვის მზად და დღეს მინდა გაგაცნოთ რეთილ ბიზნესის ლეგენდა სოულ პრაისი.

იცით, მე განვაგრძობ ჩემს პოდკასტების სერიებს რა შეიძლება ვისწავლო კონკრეტული მისაბაძი ადამიანისგან და ეს პოდკასტიც ამ სერიიდან იქნება. რა შეიძლება ვისწავლოთ სოლ პრაისისგან.

მისაბაძი მაგალითების პოვნა (Role Model) ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა. დააკვირდე, უსმინო, და წაიკითხო იმ ადამიანების შესახებ ვისგანაც შეიძლება ბევრი რამის სწავლა. თუ გინდა რომელიმე სფეროში წარმატებას მიაღწიო, მოძებნე იმ სფეროში საუკეთესო და მიაშტერდი მას, მოიქციე დაკვირვების ქვეშ. და დააკოპირე არა მისი “რა” არამედ “როგორ”.

მაშ ასე. რა შეიძლება ვისწავლოთ სოულ პრაისისგან

კომპანია Walmart’s ის დამფუძნებელი , Sam Walton, აღნიშნავს თავის ბიოგრაფიაში,

„მე ბევრი რამ ვისწავლე და დავაკოპირე Sol Price-ისგან, რომელიც იყო შესანიშნავი ბიზნეს ოპერატორი, რომელმაც 1955 წელს დააფუძნა კომპანია FedMart-ი სან დიეგოში. ვფიქრობ, მე მოვიპარე - სინამდვილეში მირჩვნია გამოვიყენო სიტყვა ვითხოვე Sol Price-სგან იმდენი იდეა, რამდენიც სხვა არავისგან. თვითონ ბიზნესი … მე ძალიან მომეწონა Sol-ის FedMart-ის სახელიც კი, ამიტომ პირდაპირ შევქმენი Walmart-ი

დაახლოებით იგივე სიტუაციაა კომპანია Costco-ს შემთხვევაშიც. მისი დამფუძნებელს, ჯიმ სინეგალს, ერთი მისია ჰქონდა, ერთი ოცნება: “დაეკლონა” სოლ პრაისის საცალო ბიზნეს მოდელი. 18 წლის ასაკში ჯიმ სინეგალმა დაიწყო მუშაობა რეთეილ ბიზნესში, Sol Price-თან, კომპანია FedMart-ში და სამი ათეული წლის შემდეგ დატოვა კომპანია და შექმნა ლეგენდარული Costco. ერთხელ რეპორტიორმა ჰკითხა ჯიმს: "ამდენი წელი მუშაობდი სოლთან, თქვენ ალბათ ბევრი რამ უნდა გესწავლათ მისგან?" რაზეც ჯიმმა უპასუხა: „არა, ეს არასწორია, მე ყველაფერი სოლ პრაისისგან ვისწავლე“. სოლ პრაისი იყო მისი მენტორი და როგორც მან თქვა: "ის იყო ყველაზე ჭკვიანი ბიზნესმენი, რომელიც ოდესმე მე შემხვედრია".

არის დიდი შანსი იმისა, რომ ისეთი რითეილ გიგანტი კომპანია, როგორიც არის Home Depot არ არსებულიყო დღეს, რომ არა Sol Price.

Home Depot-ის თანადამფუძნებელი, არტურ ბლანკი, მივიდა თავის მეგობარ სოლთან, მას შემდეგ რაც ის გაათავისუფლეს ტექნიკის მაღზიათა ქსელიდან სახელწოდებით Handy Dan Home Improvement. ამ შეხვედრაზე სოლმა მოუწოდა არტურს დაევიწყებინა ყოფილ დამსაქმებელთან საჩივრის შეტანა და ამის ნაცვლად შეექმნა, დაეწყო საცალო ბიზნესის ოპერირება. რაც მან გააკეთა კიდეც ესე შეიქმნა Home Depot.

This post is for paid subscribers